დაუნის სინდრომის განმაპირობებელი, ზემოთ აღნიშნულის თანახმად, სპერმის უჯრედისა თუ კვერცხუჯრედის დაყოფის პროცესში გამოვლენილი პათოლოგიაა. პათოლოგიური დაყოფის მიზეზი კი უცნობია. გამოთქმულია ვარაუდები იმასთან დაკავშირებით, თუ რა ზრდის დაუნის სინდრომის განვითარების ტენდენციას, ასეთებია:
- რადიაცია,
- გენეტიკური წინასწარგანწყობა (პრედისპოზიცია),
- თიროიდული ანტისხეულების არსებობა დედის სისხლში,
- მშობლის ასაკი,
- აღსანიშნია, რისკ ფაქტორად შესაძლოა მივიჩნიოთ ყველა მათგანის კომბინაცია, ვიდრე თითოეული მათგანი.
ყველაზე მნიშნველოვან რისკ- ფაქტორად სახელდება მშობლის (უფრო ხშირად დედის) ასაკი. მიუხედავად იმის, რომ დაუნის სინდრომის მქონე პირთა დედის ასაკი 35 წლამდეა შემთხვევათა 80%-ში, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ასაკი რისკ-ფაქტორს არ წარმოადგებს. აღნიშნული მაჩვენებელი აიხსნება იმით, რომ 35 წლის ზემოთ შობადობის ზოგადი მაჩვენებელი მნიშვნელოვნად მცირეა საერთო პოპულაციაში რისკ-ფაქტორად მიიჩნევა, ასევე, თუ რომელიმე მშობელი გენეტიკური ტრანსლოკაციის მატარებელია. ამ შემთხვევაში, შესაძლოა, ადამიანს არანაირი მახასიათებელი არ აღენიშნებოდეს. არის ქრომოსომები, რომელთა ნაწილები გენეტიკურად ინაქტიურია, შესაბამისად, მათი მოწყვეტა და სხვა ქორომოსომაზე მიმაგრება ტიპური განვითარების მახასიათებლებს არ ცვლის. აღნიშნული ტენდენცია მხოლოდ 1% ში ვლინდება.