ნებისმიერი ცოცხალი ორგანიზმი უჯრედებისგან შედგება. თითოეულ ჩვენგანში ტრილიონობით უჯრედია. უჯრედებს უამრავი ფუნქცია აკისრია. ისინი მონაწილეობენ ჩვენი - გარემოსთან ინტერაქციის პროცესში, ახორციელებენ საკვების ენერგიად გარდაქმნას, მრავლდებიან და ატარებენ მემკვიდრეობით ინფორმაციას.
უჯრედები განსხვავდებიან აგებულებით, ფუნქციით და მასში მიმდინარე ბიოქიმიური პროცესების თავისებურებებით. ყველა უჯრედში არის ბირთვი, თითოეული უჯრედის ბირთვში მოთავსებულია ქრომოსომათა 23 წყვილი, ჯამში 46. ქრომოსომებშია მოთავსებული მემკვიდრეობითი ინფორმაცია და გენეტიკური მასალა.
განაყოფიერების შემდეგ ხდება უჯრედების დაყოფა. ქრომოსომათა თითოეული წყვილიდან მოდის ერთი ქრომოსომა. 1 მამისგან, ერთი - დედისგან.
ზოგჯერ, ხდება ისე, რომ ქრომოსომათა დაყოფის პროცესში ხდება ცდომილება და სახეზეა სხვადასხვა ტიპის განვითარების დარღვევები.
დაუნის სინდრომი ყველაზე გავრცელებული ქორმოსომული დარღვევაა, რომელიც წარმოადგენს 21-ე წყვილი ქრომოსომის პათოლოგიურად დაყოფის შედეგს.