დაუნის სინდრომის მქონე ნებისმიერ პირს, სახელმწიფოს მხრიდან, უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, ჩართული იყოს როგორც სარეაბილიტაციო, ასევე საგანმანათლებლო სერვისებში უფასოდ.
ბაღი და სკოლა სრულად უნდა აკმაყოფილებდეს ბავშვის ინდივიდუაურ საგანმანათლებლო საჭიროებებს. სკოლაში ბავშვს უნდა ჰქონდეს მაზე მორგებული ინდივიდუალური სასწავლო გეგმა. გათვალისწინებული უნდა იყოს, რომ ბავშვის საჭიროებები იცვლება და აუცილებელია ბავშვის მიღწევებისა და წარუმატებლობების პერიოდული შეფასება მომდევნო საფეხურების დაგეგმვის მიზნით.
დაუნის სინდრომის მქონე მოსწავლეები სწავლობენ რეგულარულ კლასებში. მათი ინდივიდუალური პოტენციალის და თავისებურებების გათვალისწინებით, საწყის ეტაპზე შესაძლოა კლასში ჰყავდეთ ასისტენტი. სკოლაში მყოფი სპეც. მასწავლებლები გარკვეული განრიგით მუშაობენ ბავშვთან შემეცნებითი, პრე აკადემიური თუ აკადემიური უნარების გავარჯისებაზე, სკოლაში უნდა იყოს ყველა ის მასალა, რაც დაუნის სინდრომის მქონე ბავშვს აკადემიური უნარების ათვისებას გაუადვილებს.
აღსანიშნია, რომ სახელმწოფო ახორცილებს ადრეული ინტერვენციის პროგრამას, რომელიც ვრცელდება დაუნის სინდრომის მქონე ბავშვებზეც 0-დან 7 წლამდე.