დაუნის სინდრომი

რეკომენდაციები ანგარიშის, წერისა და კითხვის განვითარებისთვის

Preview

ანგარიში

დაუნის სინდრომის მქონე პირებს უჭირთ ისეთი ცნებების გაგება, როგორიცაა: მეტი, ნაკლები, ჯამი, სხვაობა, ცოტა, ბევრი.. ასევე დიდი მნიშვნელობა აქვს ახსინასა სიტყვების თანმიმდევრობას. თუ თქვენ ეტყვით, რომ სხვაობას გამოვთვლით შეკრების შემდეგ, დიდი ალბათობით ბავშვი გაიგებს (ჯერ სხვაობა, მერე შეკრება). ამიტომ უნდა გამოვიყენოთ მარტივი ინსტრუქციები და მივცეთ 8-10 წამი დრო, ინფორმაციის გადასამუშავებლად.

არითმეტიკული უნარები მოითხოვს მუშა მეხსიერების აქტიურ მონაწილეობას, რაც დაუნის სინდრომის მქონე პირებთან სუსტ მხარეს წარმოადგენს.

  • ეფექტურია ციფრების, რიცხვებისა და ანგარიშის სწავლებისას თუ გამოვიყენებთ ფულის ერთეულებს.
  • ისრებიანი საათის ნაცვლად -ციფრულ საათს.
  • აუცილებელია ვიზუალური მასალის გამოყენება, რომ ციფრები რაოდენობრივად ბავშვისთვის აღქმადი გავხადოთ.
  • მესამე კლასის მასალიდან ბავშვს უნდა შევთავაზოთ კალკულატორის გამოყენება
  • აქცენტი უნდა გავაკეთოთ ფუნქციურ არითმეტიკულ უნარებზე (ის, რაც გამოადგება პროდუქტის შეძენისას, სამზარეულოში მარტივი რეცეპტით საკვების მომზადებისას, დროის კონტროლისთვის).

კითხვა

დაუნის სინდრომის მქონე პირებს მათი კარგად განვითარებული მხედველობითი მეხსიერების დახმარებით, ხშირ შემთხვევაში ისეთივე წარმატებით ეუფლებიან კითხვას, როგორც ტიპური განვითარების ბავშვები. ისინი უფრო სწრაფად სწავლობენ სიტყვების მთლიანობრივი კითხვის მეთოდით. 

კითხვის უნარზე მუშაობა შეიძლება დავიწყოთ: როცა ბავშვის შეუძლია დაახლოვებით 100 სიტვის მნიშვნელობის გაგება, შეუძლია სურათებიანი ლოტოს თამაში, (ერთნაირი სურათების იდენტიფიცირება), 2-3 სიუჟეტური ბარათის თანმიმდევრულად დაწყობა (ჯერ და შემდეგ პრინციპით).

დაუნის სინდრომის მქონე პირები კითხვის დაუფლების შემდეგ სწრაფად ივითარებენ ლექსიკურ მარაგს, კითხულობენ ქუჩების დასახელებებს, მაღაზიების, პროდუქტების სახელებს, გაფორმებულ მოთხრობებს, ტელევიზორში გამოტანილ ტექსტებს და ხვეწენ გრამატიკას მოკლე მოთხრობების თუ სხვა ამბების კითხვით. ხვდება რა ბავშვი, რომ დაწერილი სიტყვა ან ტექსტი შინაარსის მატარებელია, უჩნდება მეტი ცნობისმოეყვარეობა და ხშირად ერთობიან ამ პროცესით.

ამ დროს უნდა გავითვალისწინოთ, რომ მართალია, მათი კითხვის ტემპი და არტიკულაცია შესაძლოა სწორი იყოს, მაგრამ მუშა მეხსიერების დეფიციტის გამო, შეიძლება გაუჭირდეთ შიანარსის გაგება. ამისთვის უნდა შევთავაზოთ დასურათებული ტექსტები, დავუსვათ კითხვები ეტაპობრივად და ვესაუბროთ შინაარსზე.

შეთავაზებული ტექსტი (კითხვის დაუფლების საწყის ეტაპზე) უნდა იყოს მარტივი, ვიზუალურად გაფორმებული, მოკლე, ბავშვის ინტერესს მორგებული. (მაგალითალითად მის საყვარელ ცხოველზე, აქტივობაზე..). 

კითხვის სწავლაზე მუშაობას ზოგჯერ ართულებს ბავშვის მხედველობის დეფიციტი. ამისთვის შესაძლოა გამოვიყენოთ დიდი ზომით დაწერილი ტექსტი, ფონისა და ასოების მკაფიო კონტრასტით.

წერა

დაუნის სინდრომის თანმხლები ჰიპოტონიის გათვალისწინებით, უნდა ვეცადოთ, რომ ბავშვს შევთავაზოთ ფლომასტერი ან მარკერი, რათა არ დასჭირდეს ძალის დატანება ასოების ფორმირებაზე. ასევე, ხშირად თანმდევი მხედველობის პრობლემის გამო, ეს საშუალება მისივე დაწერილის აღქმაში დაეხმარება.

ფურცელზე გადატანამდე, ცალკეული ასოების სწავლებისას ეფექტურია მულტი მოდალური მიდგომა.  კერძოდ, მაქსიმალურად ყველა შეგრძნების ჩართვა ასოების თუ ციფრების სწავლების პროცესში. ამასთან მასალა, აქტივობები უნდა იყოს მრავალფეროვანი და სახალისო (ასოების მაგნიტური ქვიშაში მოხაზვა, გამოძერწვა, გაფერადება, გამოჭრა, ტექსტში ნასწავლი ასოების ამორჩევა, ხელის გულზე მოხაზული ასოს გამოცნობა..)

დიალოგის დახურვა
შეაღეს შესახებ

შეაღე საშუალებით თქვენ მოიძიებთ ორგანიზაციებს, რომლებიც ემსახურებიან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს და აწვდიან შემდეგ მომსახურებებს: სოციალური მომსახურება, ჯანმრთელობის მხარდამჭერი მომსახურება, საგანმანათლებლო მომსახურება, იურიდიული მხარდაჭერა, დასაქმების მხარდამჭერი მომსახურება, და სხვა.

შეაღე დაკავშირებულია რუკასთან, რომელიც ნიშნულების მეშვეობით ასახავს საქართველოს მასშტაბით, თქვენს რეგიონში, ქალაქში ან თემში არსებულ მომსახურების მიმწოდებელ ორგანიზაციებს, მათ ზუსტ მისამართს, საკონტაქტო მონაცემებს და დეტალურ ინფორმაციას მომსახურების შესახებ. 

მომსახურების მიმწოდებელი ორგანიზაციის აღმოჩენა შესაძლებელია საძიებო ფუნქციის გამოყენებით. შეაღეს მეშვეობით თქვენ შეგიძლიათ მისწეროთ სერვისის მიმწოდებელს, შეტყობინების ფუნქციის გამოყენებით და შეაფასოთ სერვისი. 

ასევე, შეაღეს საშუალებით თქვენ შეგიძლიათ გაგიგოთ მეტი განვითარების სხვადასხვა დარღვევის შესახებ. აქ თვენ დაგხვდებათ მარტივი ენით და ნათელი გამოსახულებებით მოცემული სანდო ინფორმაცია შემდეგ დარღვევებზე: ცერებრული დამბლა, აუტისტური სპექტრის აშლილობა, დაუნის სინდრომი, ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომი, ეპილეფსია, ტიკეები და სხვა

თითოეულ დარღვევასთან მიმართებაში განხილულია დარღვევისთვის დამახასიათებელი ნიშნები, გამომწვევი მიზეზები, დიაგნოსტირებასთან დაკავშირებული საკითხები, ინტერვენციის სტრატეგიებსი, რეკომენდაციები და სხვა.

 

პარტნიორები
მაკი ცდილობს მოწყვლადი ჯგუფების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას,  საჭირო რესურსების მიწოდებით, მხარდამჭერი სისტემებისა და მათზე მზრუნველი საზოგადოების გაძლიერების გზით. კომუნიკაცია მონაცემებით: ინოვაციური. ეფექტური. მარტივი.
საკონტაქტო ინფორმაცია
მაკ ჯორჯია

მისამართი მისამართი: კავსაძის ქუჩა 3 , მეორე სართული, თბილისი, საქართველო

ტელეფონი ტელეფონი: უფასო ცხელი ხაზი: 0 800 900 902; ოფისი #: 2197378

+