ნატიფი მოტორიკის და წერამდელი უნარების გასავარჯიშებლად ეფექტურია შემდეგი თამაშები:
- ფიგურების მოხაზვა ქვიშაში, პლასტელინით, ფერადი ცომით თუ თიხით ძერწვა
- მცირე დეტალის თითით მინიშნება ნახატებიან წიგნში
- გადაფურცვლა
- თამაშები მკლავის ჩართულობით, როგორიცაა გაგორება, მიზანში სროლა
- კონკრეტული მცირე ობიექტის ამორჩევა თითებით (მაგალითად შეურიეთ ლობიოს სიმინდის მარცვლები და ამოარჩიოს მხოლოდ ერთი რომელიმე, თუ რისკია, რომ ბავშვი გადაყლაპავს, ჩაანაცვლეთ M&M -ით, შეურიეთ ქიშმიში, მიწისთხილი ან სხვა, ბავშვისთვის არაალერგიური საკვები და ითამაშეთ რიგრიგობით მხოლოდ ერთი მათგანის თითებით ამოღებაზე).
- თითების საღებავებით ხატვა
- ფაზლი
- დაფა და ფერადი ცარცები
- ფურცელი და ფანქრები (თავიდან იმუშავეთ ხაზების გავლებაზე, შემდეგ რკალებზე, მარტივი ფიგურის გაფერადებაზე კონტურის შიგნით. ყოველივე ეს გაუადვილებს ბავშვს წერას).