დაუნის სინდრომი

სექსუალური განათლება

▪  მნიშვნელოანია, სექსუალური განათლება ბავშვთან მუშაობის ერთ-ერთ მიზანს წარმოადგენდეს. განსაკუთრებით ეს საჭირო ხდება, როცა ბავშვი გარდატეხის ასაკშია. სწავლებისას უნდა გამოვიყენოთ მოკლე ინფორმაცია, მარტივი წინადადებები, განმეორებითად.  შესაძლოა დავიხმაროთ სურათები, თოჯინები, იმისთვის, რომ ბავშვს ვასწავლოთ ორგანოების დასახელება ოფიციალური ფორმით, მაგალითად: პენისი, ვაგინა, ავუხსნათ რა არის მენსტრუაცია. გარდატეხის ასაკში, დაუნის სინდრომის მქონე გოგონათა უმრავლესობა წარმატებით ართმევს თავს მენსტრუაციის პრიოდში პირად ჰიგიენაზე ზრუნვას. დედამ სასურველია აუხსნას, რომ ეს ჩვეულებრივი მდგომარეობაა და გაუმახვილოს ყურადღება თუ რა ნიშნების შემთხვევაში და როგორ უნდა მოიხმაროს საფენი. მენსტრუაციასთან დაკავშირებით ბავშვს არ უნდა შევუქმნათ შიში. ამისთვის საჭიროა არ გამოვიყენოთ ნეგატიური სიტყვები “ცუდად ხარ?!” “ პრობლემა გაქვს” და სხვა.

▪   ისევე როგორც ყველა სხვა შემთხვევაში, გარდატეხის ასაკში დაუნის სინდრომის მქონე პირებიც  ავლენენ გაზრდილ ინტერესს სექსუალური ქცევისადმი. შესაძლოა დაკავდნენ მასტურბაციით სექსუალური ენერგიისგან გათავისუფლების მიზნით. ასეთ დროს უნდა ავუხსნათ, რომ ეს საჯაროდ არ უნდა აკეთოს.

სექსუალური ძალადობისგან დაცვა

ხშირად ინტელექტუალური განვითრების დარღვევის მქონე პირები სექსუალური ძალადობის მსხვერპლნი ხდებიან. ამ რისკის შესამცირებლად, ბავშვს უნდა მივუთითოთ ორგანოებზე, რომელიც ითვლება ინტიმურ ზონებად და იმ შემთხვევაში, თუ ვინმე შეეხება ან სთხოვს შეხებას, გაერიდოს, თქვას “არა!” აცნობოს ამის შესახებ დედას, მამას. ეფექტურია როლური თამაშები “რას იზამ თუ…”, “სოციალური დისტანცია” “ კარგი საიდუმლო, ცუდი საიდუმლო..

”რას იზამ თუ” თამაში შეიძლება დაიწყოთ ნებისმიერი თემით, მაგალითად, რას იზამ თუ მეზობლის სახლიდან კვამლს დაინახავ? რას იზამ თუ ეზოში ბავშვები თამაშობენ და შენც გინდა მათთან ერთად თამაში?.. კითხვები ნელ-ნელა უნდა გახადოთ უფრო რთული და სპეციფიკური.  დაეხმაროთ მისაღები რეაგირებების გაცნობაში.

“კარგი და ცუდი საიდუმლო” - დაუნის სინდრომის მქონე ბავშვს უნდა აუხსნათ, რომ როდესაც ვიღაც სთხოვს, ესა თუ ის ამბავი არავის უთხრას, ან ემუქრება -გამხელის შემთხვევში- ეს ცუდი საიდუმლოა, რადგან დედამ უნდა იცოდეს ყველაფერი. თამაში შეიძლება წარიმართოს შემდეგნაირად: “თუ შენ ძმას დაბადების დღის წინა დღეს ვუყიდეთ საჩუქარი, რომლის მიცემაც დაბადების დღეს გვინდა და არ ვეუბნებით ამის შესახებ, კარგი საიდუმლოა თუ ცუდი?.

თამაში “სოციალური დისტანციის წრე” -ერთმანეთში ჩახატეთ რამდენიმე წრე, ისე, რომ ცენტრში იყოს ბავშვი და მის გარშემო პირველივე წრეში მხოლოდ ოჯახის რამდენიმე წევრი და სანდო თანატოლი მეგობარი, ბავშვს უნდა ავუხნათ რომ ამ ადამიანების გარდა, არ ეხუტება არავის და მათი მხრიდან შეხების შემთხვევაში აცნობს დედას, ბებიას.. ამის შესახებ.

თუ შენიშნავთ, რომ ბავშვი გაღიზიანებულია, უხალისოდაა, ეშინია კონკრეტული პირის, უფრო ბავშვურად იქცევა ვიდრე მანამდე იქცეოდა, დაეწყო ღამის ენურეზი (ისველებს), ეცადეთ, აქტიურად გამოიკვლიოთ მიზეზი. სექსუალური ძალადობის მრავალი უკონტაქტო ფორმა არსებობს და მხოლოდ დაზიანებული გენიტლიები არ არის ნიშანი.

დიალოგის დახურვა
შეაღეს შესახებ

შეაღე საშუალებით თქვენ მოიძიებთ ორგანიზაციებს, რომლებიც ემსახურებიან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს და აწვდიან შემდეგ მომსახურებებს: სოციალური მომსახურება, ჯანმრთელობის მხარდამჭერი მომსახურება, საგანმანათლებლო მომსახურება, იურიდიული მხარდაჭერა, დასაქმების მხარდამჭერი მომსახურება, და სხვა.

შეაღე დაკავშირებულია რუკასთან, რომელიც ნიშნულების მეშვეობით ასახავს საქართველოს მასშტაბით, თქვენს რეგიონში, ქალაქში ან თემში არსებულ მომსახურების მიმწოდებელ ორგანიზაციებს, მათ ზუსტ მისამართს, საკონტაქტო მონაცემებს და დეტალურ ინფორმაციას მომსახურების შესახებ. 

მომსახურების მიმწოდებელი ორგანიზაციის აღმოჩენა შესაძლებელია საძიებო ფუნქციის გამოყენებით. შეაღეს მეშვეობით თქვენ შეგიძლიათ მისწეროთ სერვისის მიმწოდებელს, შეტყობინების ფუნქციის გამოყენებით და შეაფასოთ სერვისი. 

ასევე, შეაღეს საშუალებით თქვენ შეგიძლიათ გაგიგოთ მეტი განვითარების სხვადასხვა დარღვევის შესახებ. აქ თვენ დაგხვდებათ მარტივი ენით და ნათელი გამოსახულებებით მოცემული სანდო ინფორმაცია შემდეგ დარღვევებზე: ცერებრული დამბლა, აუტისტური სპექტრის აშლილობა, დაუნის სინდრომი, ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომი, ეპილეფსია, ტიკეები და სხვა

თითოეულ დარღვევასთან მიმართებაში განხილულია დარღვევისთვის დამახასიათებელი ნიშნები, გამომწვევი მიზეზები, დიაგნოსტირებასთან დაკავშირებული საკითხები, ინტერვენციის სტრატეგიებსი, რეკომენდაციები და სხვა.

 

პარტნიორები
მაკი ცდილობს მოწყვლადი ჯგუფების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას,  საჭირო რესურსების მიწოდებით, მხარდამჭერი სისტემებისა და მათზე მზრუნველი საზოგადოების გაძლიერების გზით. კომუნიკაცია მონაცემებით: ინოვაციური. ეფექტური. მარტივი.
საკონტაქტო ინფორმაცია
მაკ ჯორჯია

მისამართი მისამართი: კავსაძის ქუჩა 3 , მეორე სართული, თბილისი, საქართველო

ტელეფონი ტელეფონი: უფასო ცხელი ხაზი: 0 800 900 902; ოფისი #: 2197378

+