დაუნის სინდრომი

დაუნის სინდრომის მქონე ბავშვის შეფასება

დაუნის სინდრომის მქონე ბავშვის განვითარების შეფასება აქტიურად ხორციელდება პედიატრების და სხვა სამედიცინო პერსონალის მიერ, საჭიროებიდან გამომდინარე.  დაახლოვებით 4 წლის ასაკისთვის გარდა ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასებისა, სასურველია, მოხდეს ბავშვის შეფასება ფსიქოლოგის მიერ.

ფსიქოლოგი განსაზღვრავს ბავშვის ძლიერ და სუსტ მხარეებს, ინტელექტუალურ პოტენციალს და საგანმანათლებლო საჭიროებას. ამასთან, იძლევა დამხმარე ინდივიდზე მორგებულ რეკომენდაციებს მშობლებისთვის თუ მასწავლებლებისთვის. შეფასება არ უნდა იყოს ერთჯერადი, ის უნდა ხორცილდებოდეს ყოველწლიურად, ან 2-3 წელიწადში ერთხელ, რათა მოხდეს ბავშვის მიღწევების და უნარების განვითარების მონიტორინგი, მისი საგანმანათლებლო პროცესში ეფექტურად ჩართვის მიზნით.

მნიშვნელოვანია, ბავშვის და მისი საჭიროებების შეფასება მოხდეს ასევე სოციალური მუშაკის მიერ, რათა დარწმუნებული ვიყოთ, რომ  ბავშვს არ ექმნება რაიმე ბარიერი სახელმწიფო სერვისებით სარგებლობისა თუ  საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩართვის მხრივ.

დიალოგის დახურვა
შეაღეს შესახებ

შეაღე საშუალებით თქვენ მოიძიებთ ორგანიზაციებს, რომლებიც ემსახურებიან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს და აწვდიან შემდეგ მომსახურებებს: სოციალური მომსახურება, ჯანმრთელობის მხარდამჭერი მომსახურება, საგანმანათლებლო მომსახურება, იურიდიული მხარდაჭერა, დასაქმების მხარდამჭერი მომსახურება, და სხვა.

შეაღე დაკავშირებულია რუკასთან, რომელიც ნიშნულების მეშვეობით ასახავს საქართველოს მასშტაბით, თქვენს რეგიონში, ქალაქში ან თემში არსებულ მომსახურების მიმწოდებელ ორგანიზაციებს, მათ ზუსტ მისამართს, საკონტაქტო მონაცემებს და დეტალურ ინფორმაციას მომსახურების შესახებ. 

მომსახურების მიმწოდებელი ორგანიზაციის აღმოჩენა შესაძლებელია საძიებო ფუნქციის გამოყენებით. შეაღეს მეშვეობით თქვენ შეგიძლიათ მისწეროთ სერვისის მიმწოდებელს, შეტყობინების ფუნქციის გამოყენებით და შეაფასოთ სერვისი. 

ასევე, შეაღეს საშუალებით თქვენ შეგიძლიათ გაგიგოთ მეტი განვითარების სხვადასხვა დარღვევის შესახებ. აქ თვენ დაგხვდებათ მარტივი ენით და ნათელი გამოსახულებებით მოცემული სანდო ინფორმაცია შემდეგ დარღვევებზე: ცერებრული დამბლა, აუტისტური სპექტრის აშლილობა, დაუნის სინდრომი, ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომი, ეპილეფსია, ტიკეები და სხვა

თითოეულ დარღვევასთან მიმართებაში განხილულია დარღვევისთვის დამახასიათებელი ნიშნები, გამომწვევი მიზეზები, დიაგნოსტირებასთან დაკავშირებული საკითხები, ინტერვენციის სტრატეგიებსი, რეკომენდაციები და სხვა.

 

პარტნიორები
მაკი ცდილობს მოწყვლადი ჯგუფების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას,  საჭირო რესურსების მიწოდებით, მხარდამჭერი სისტემებისა და მათზე მზრუნველი საზოგადოების გაძლიერების გზით. კომუნიკაცია მონაცემებით: ინოვაციური. ეფექტური. მარტივი.
საკონტაქტო ინფორმაცია
მაკ ჯორჯია

მისამართი მისამართი: კავსაძის ქუჩა 3 , მეორე სართული, თბილისი, საქართველო

ტელეფონი ტელეფონი: უფასო ცხელი ხაზი: 0 800 900 902; ოფისი #: 2197378

+