ცერებრული დამბლის დიაგნოსტირება ან ცერებრული დამბლის მდგომარეობის არსებობის შესახებ ეჭვის გაჩენა შესაძლებელია მოხდეს ბავშვის დაბადებისთანავე, ან მოგვიანებით, სიცოცხლის პირველი თვეების განმავლობაში.
ცერებრული დამბლის დიაგნოსტირება ან ცერებრული დამბლის მდგომარეობის არსებობის შესახებ ეჭვი შესაძლოა გაჩნდეს ბავშვის დაბადებისთანავე, ან მოგვიანებით, სიცოცხლის პირველი თვეების განმავლობაში.
ამ პროცესში თანაბრად მნიშვნელოვანია როგორც ექიმის, ისე მშობლის მონაწილეობა.
დაბადებისას გარკვეული მდგომარეობის (მცირე ნაყოფი, ჟანგბადის ნაკლებობა) არსებობის შემთხვევაში, ექიმი - პედიატრის მხრიდან სამშობიაროშივე ხდება ბავშვის საყურადღებო ნიშნების იდენტიფიცირება და ცერებრული დამბლის განვითარების რისკ ჯგუფში გაერთიანება, რასაც დამატებითი გამოკვლევების დანიშვნა, ბავშვის განვითარებაზე დაკვირვება და დიაგნოზის დადასტურება, ან უარყოფა მოყვება.
ამავდროულად, ხშირია შემთხვევები, როდესაც ჩვილის განვითარების თავისებურებებს პირველად მშობელი ამჩნევს. ის აღნიშნავს მოტორული უნარების (თავის ჭერა, გადაბრუნება, ჯდომა, ხოხვა და ა.შ.) განვითარების შეფერხებას, რაც ხდება ექიმთან მიმართვის საფუძველი.
მიზანშეწონილია, მშობელმა დაუყოვნებლივ მიმართოს ექიმს მდგომარეობის შეფასების მიზნით, თუკი ბავშვი ვერ ავლენს შემდეგ უნარებს:
- თავის წამოწევა სწორ ზედაპირზე წოლისას სამი თვის ასაკში;
- ჯდომის მცდელობა, გადაბრუნება 6 თვის ასაკში;
- სიარული 15 თვის ასაკში;
- ცალკეული სიტყვების წარმოთქმა 18 თვის ასაკში და ორსიტყვიანი ფრაზების წარმოთქმა ორი წლის ასაკში.