საჭირო სერვისში ჩართვისა და მხარდაჭერის მიღების მიზნით განსაზღვრულია სავალდებულო პროცედურები.
ცერებრული დამბლის მქონე ბავშვს და მის ოჯახს მოეთხოვება სპეციალისტებთან კონსულტაცია, შესაბამისი გამოკვლევების ჩატარება და საჭირო სამედიცინო დოკუმენტაციის (ფორმების) შეგროვება, რომელსაც ისინი წარადგენენ სოციალური მომსახურების სააგენტოში ან სერვისის მომწოდებელ ორგანიზაციაში.
დოკუმენტაციის წარდგენის დროს, სოციალური მომსახურების სააგენტოში იწერება განცხადება ვაუჩერის მოთხოვნის შესახებ და ბარდება სამედიცინო დოკუმენტაციასთან ერთად.
სოციალური მომსახურების სააგენტო განიხილავს წარდგენილ დოკუმენტაციას. თუკი წარსადგენი დოკუმენტაციით დადასტურდება მოთხოვნილი სერვისის საჭიროება, სოციალური მომსახურების სააგენტო გასცემს შესაბამის ვაუჩერს.