დაჯექით ხალიჩაზე გადაჯვარედინებული ფეხებით, ისე როგორც სურათზეა ნაჩვენები და ბავშვი დაისვით თქვენს წინ ისე, რომ ორივე ფეხი გქონდეთ მისი მენჯ-ბარძაყის სახსრის ირგვლივ. თქვენი ფეხებით დაეხმარეთ ბავშვს შეინარჩუნოს მენჯ - ბარძაყის სტაბილურობა, ხოლო თქვენი სხეულის ზედა ნაწილით უზრუნველყავით მისი ზურგისა და თავის საყრდენი.
ხელები მოჰკიდეთ მენჯ-ბარძაყის სახსარზე და ფიზიკური დახმარებით მიმართულება მიეცით ბავშვის მენჯს ისეთი მოძრაობების შესასრულებლად, როგორიცაა: წინ გადახრა, მარჯვენა და მარცხენა მხარეს გადახრა და ა.შ. გაითვალისწინეთ, რომ ამ დროს ბავშვს ფეხები მყარად უნდა ჰქონდეს დაყრდნობილი იატაკზე.
ამ პოზიციის გამოყენება მნიშვნელოვანია მაშინ, როდესაც ბავშვს, მომატებული დაჭიმულობის გამო, უჭირს მიზანმიმართული მოქმედებების განხორციელება თამაშისას.
პროცესში შესაძლებელია დაიხმაროთ მეორე ადამიანი, რომელიც დაჯდება თქვენს წინ და ბავშვს მიაწვდის სათამაშოებს სხვადასხვა მხრიდან, ისე რომ ბავშვს მოუწიოს სხეულის გადახრა სხვადასხვა მიმართულებით. მოძრაობის მცდელობისას ბავშვს დაეხმარეთ ფიზიკურად.
დახმარების იგივე ტექნიკა შეგიძლიათ გამოიყენოთ ბავშვის სკამზე ჯდომის დროს.