ცერებრული დამბლა

ცერებრული დამბლის ტოპოგრაფიული კლასიფიკაცია

Preview

გავრცელებულია ცერებრული დამბლის ტოპოგრაფიული კლასიფიკაცია, რომლის დროსაც მოცემულ ზოგად დიაგნოზთან (ცერებრული დამბლა) და დარღვევის სიმძიმესთან ერთად  (მსუბუქი, საშუალო, მძიმე), მიეთითება დაზიანებული სხეულის ნაწილი და / ან მხარე.

ტოპოგრაფიული კლასიფიკაციისას გამოიყენება შემდეგი ორი ტერმინი:

  • პარეზი, რაც ნიშნავს კუნთების სისუსტეს
  • პლეგია, რაც ნიშნავს კუნთების პარალიზებას (მოქმედების უნარის დაკარგვას).

შესაბამისად, ცერებრული დამბლის დიაგნოზს აზუსტებენ დაზიანებული მხარის და სხეულის ნაწილის მითითებით შემდეგნაირად:

  • მონოპლეგია / მონოპარეზი: დაზიანებულია სხეულის მხოლოდ ერთი კიდური, ეს შეიძლება იყოს ჰემიპლეგიის / ჰემიპარეზის ქვესახე, რომლის დროსაც დარღვევა გამოხატულია უპირატესად ერთ კიდურში
  • დიპლეგია / დიპარეზი: უპირატესად დაზიანებულია ქვედა კიდურები ზედა კიდურებთან შედარებით
  • ჰემიპლეგია / ჰემიპარეზი: დაზიანებულია  სხეულის ერთი მხარის ორივე - ზედა და ქვედა კიდური
  • პარაპლეგია / პარაპარეზი:  დაზიანებულია  სხეულის ორივე ქვედა კიდური
  • ტრიპლეგია / ტრიპარეზი:  დაზიენულია სამი კიდური. შესაძლებელია ორივე ხელი და ერთი ფეხი, ან ორივე ფეხი და ცალი ხელი, ან -  ერთი ზედა, ერთი ქვედა კიდური და სახე.
  • ტეტრაპლეგია / ტეტრაპარეზი: დაზიანებულია ოთხი კიდური, თუმცა დარღვევა გამოხატულია უპირატესად სამ კიდურში.
  • კვადრიპლეგია / კვადრიპარეზი: დაზიანებულია ოთხივე კიდური და ტორსი, თავის ჩათვლით. მაღალი ტონუსი უფრო მეტად გამოხატულია ხელებში. ამ ფორმას ახასიათებს სხვა თანმდევი გართულებები,  ხშირია ეპილეფსიური გულყრები.
  • პენტალპლეგია / პანტაპარეზი:  დაზიანებულია სხეულის ოთხივე კიდური, კისრისა და თავის ჩათვლით, კვებისა და სუნთქვის გართულებებით.
დიალოგის დახურვა
შეაღეს შესახებ

შეაღე საშუალებით თქვენ მოიძიებთ ორგანიზაციებს, რომლებიც ემსახურებიან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს და აწვდიან შემდეგ მომსახურებებს: სოციალური მომსახურება, ჯანმრთელობის მხარდამჭერი მომსახურება, საგანმანათლებლო მომსახურება, იურიდიული მხარდაჭერა, დასაქმების მხარდამჭერი მომსახურება, და სხვა.

შეაღე დაკავშირებულია რუკასთან, რომელიც ნიშნულების მეშვეობით ასახავს საქართველოს მასშტაბით, თქვენს რეგიონში, ქალაქში ან თემში არსებულ მომსახურების მიმწოდებელ ორგანიზაციებს, მათ ზუსტ მისამართს, საკონტაქტო მონაცემებს და დეტალურ ინფორმაციას მომსახურების შესახებ. 

მომსახურების მიმწოდებელი ორგანიზაციის აღმოჩენა შესაძლებელია საძიებო ფუნქციის გამოყენებით. შეაღეს მეშვეობით თქვენ შეგიძლიათ მისწეროთ სერვისის მიმწოდებელს, შეტყობინების ფუნქციის გამოყენებით და შეაფასოთ სერვისი. 

ასევე, შეაღეს საშუალებით თქვენ შეგიძლიათ გაგიგოთ მეტი განვითარების სხვადასხვა დარღვევის შესახებ. აქ თვენ დაგხვდებათ მარტივი ენით და ნათელი გამოსახულებებით მოცემული სანდო ინფორმაცია შემდეგ დარღვევებზე: ცერებრული დამბლა, აუტისტური სპექტრის აშლილობა, დაუნის სინდრომი, ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომი, ეპილეფსია, ტიკეები და სხვა

თითოეულ დარღვევასთან მიმართებაში განხილულია დარღვევისთვის დამახასიათებელი ნიშნები, გამომწვევი მიზეზები, დიაგნოსტირებასთან დაკავშირებული საკითხები, ინტერვენციის სტრატეგიებსი, რეკომენდაციები და სხვა.

 

პარტნიორები
მაკი ცდილობს მოწყვლადი ჯგუფების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას,  საჭირო რესურსების მიწოდებით, მხარდამჭერი სისტემებისა და მათზე მზრუნველი საზოგადოების გაძლიერების გზით. კომუნიკაცია მონაცემებით: ინოვაციური. ეფექტური. მარტივი.
საკონტაქტო ინფორმაცია
მაკ ჯორჯია

მისამართი მისამართი: კავსაძის ქუჩა 3 , მეორე სართული, თბილისი, საქართველო

ტელეფონი ტელეფონი: უფასო ცხელი ხაზი: 0 800 900 902; ოფისი #: 2197378

+