ცერებრული დამბლა

როგორ ხდება ცერებრული დამბლის დიაგნოსტირება?

ექიმების მხრიდან ცერებრული დამბლის დიაგნოსტირება ხდება სამედიცინო ისტორიის საფუძველზე, ბავშვის განვითარების შესახებ ცნობების შეგროვებით, ბავშვის შეფასებით და მისი მოძრაობის უნარზე დაკვირვებით. ექიმმა განსაკუთრებული ყურადღებით უნდა გადაამოწმოს, არის თუ არა სახეზე განვითარების შეფერხება, ცვლილებები კუნთთა ტონუსში, სხეულის უჩვეულო პოზები. ამავდროულად, ექიმი  უნდა   დარწმუნდეს, რომ ბავშვს არ აღენიშნება სხვა მდგომარეობა, რაც ცერებრული დამბლის მსგავს სიმპტომებს იწვევს.

შეფასებისას, ექიმმა უნდა გადაამოწმოს, რომ ბავშვის მდგომარეობა არ უარესდება. მიუხედავად იმისა, რომ ცერებრული დამბლის სიმპტომები ბავშვის  ასაკის მატებასთან ერთად იცვლება, ამ დიაგნოზის შემთხვევაში, ბავშვები, როგორც წესი,  არ კარგავენ არსებულ ფუნქციებს / უნარებს.  ანუ, იმ შემთხვევაში, თუკი ექიმისა და მშობლის დაკვირვებით, ბავშვი კარგავს მოტორულ უნარებს, სავარაუდოდ, სახეზეა არა ცერებრული დამბლა, არამედ სხვა მდგომარეობა - გენეტიკური ან კუნთების დაავადება, მეტაბოლური დარღვევა, სიმსიმნე ნერვულ სისტემაში და სხვ. მდგომარებაში გარკვევის მიზნით და სწორი დიაგნოსტირებისთვის, ექიმი ვალდებულია, მიმართოს სრულ სამედიცინო შემოწმებას, ტესტებს და განმეორებით  კვლევებს.

ცერებრული დამბლის დიაგნოზის დასმის შემდეგ, ექიმმა შესაძლებელია მოითხოვოს დამატებითი კვლევები მდგომარეობის გამომწვევი მიზეზის დადგენის მიზნით.

ექიმის მიერ დადგენილ გამოკვლევებს შორის შეიძლება იყოს:

  • ქალა-ტვინის ულტრაბგერითი კვლევა - აღნიშნული კვლევა გამოიყენება ნაადრევად დაბადებულ ჩვილებთან, რადგან მას მინიმალური გვერდითი ეფექტები აქვს ვიდრე სხვა კვლევებს. თუმცა ის, ქვემოთ მოცემულ ორ მეთოდთან შედარებით, ნაკლებ ეფექტურად განარჩევს ცვლილებებს “თეთრ ნივთიერებაში” (თავის ტვინის ქსოვილი), რომელიც ზიანდება ცერებრული დამბლის დროს.
  • კომპიუტერული ტომოგრაფია (CT) -  აღნიშნული  ტექნიკური საშუალებით შესაძლებელია ნათელი გამოსახულების მიღება და თავის ტვინის დაზიანებისა და /ან  ტვინის  განვითარების ატიპიური მდგომარეობის გარჩევა. ეს არის კვლევის სწრაფი ინსტრუმენტი, რომლის დროსაც ჩვილებში მედიკამენტური ძილის გამოწვევა (ნარკოზი) საჭირო არ არის.  თუმცა აღნიშნული საშუალება არ იძლევა თავის ტვინის სტრუქტურების ისეთ  დეტალურ გამოსახულებას, როგორსაც უზრუნველყოფს მაგნიტურ რეზონანსული (MRI) კვლევა. კომპიუტერული ტომოგრაფიის გამოყენება რეკომენდებულია მწვავე და გადაუდებელი რეაგირების დროს, როგორიცაა ტრავმა, ან როდესაც არსებობს ეჭვი  მუცლად ყოფნის დროს გადატანილ ვირუსულ ინფექციებზე, რომლის დროსაც მაღალი რისკის შემცველია ჩვილის ნარკოზი მაგნიტურ რეზონანსული კვლევისთვის.
  • მაგნიტურ რეზონანსული გამოსახულება (MRI) - თავის ტვინის ქსოვილების და სტრუქტურების გამოსახულების შესაქმნელად აღნიშნული ინსტრუმენტული კვლევა ტარდება კომპიუტერულად და ეფუძნება  მაგნიტურ ველს და რადიო ტალღებს. ექიმები აღნიშნულ კვლევას უპირატესობას ანიჭებენ იმის გამო, რომ ის იძლევა დეტალების გარჩევის შესაძლებლობას და არ ასხივებს. აღნიშნული კვლევის ჩატარებისას, უმრავლეს შემთხვევებში, საჭირო ხდება ჩვილებსა და ბავშვებში მედიკამენტური ძილის გამოწვევა, რადგან თავის ტვინის კარგი ვიზუალური გამოსახულების მისაღებად აუცილებელია, ბავშვი უძრავად იწვეს კვლევის დასრულებამდე.
  • ელექტროენცეფალოგრამა (ეეგ) - იმ შემთხვევაში, თუკი ბავშვს აღენიშნება გულყრები, ან არსებობს ეჭვი გულყრებზე, შესაძლებელია ბავშვს დაენიშნოს ელექტროენცეფალოგრამა (ეეგ). აღნიშნული  გამოკვლევით მოწმდება, ხომ არ აქვს ბავშვს ეპილეფსია, რაც ასევე ხშირია ცერებრული დამბლის დროს. ელექტროენცეფელოგრამის გადაღებისას, ბავშვის თავის ქალზე ამაგრებენ ელექტროდებს, რის მეშვეობითაც თავის ტვინის ელექტრული აქტივობის ჩანაწერი კეთდება. ეპილეფსიის არსებობის შემთხვევაში თავის ტვინის ელექტრო ტალღების სურათი განსხვავებულია.
  • ლაბორატორიული ტესტები - ლაბორატორიული ანალიზებით მოწმდება გენეტიკური და მეტაბოლური (ნივთიერებათა ცვლის) დარღვევები.
  • დამატებითი ტესტები / კვლევები - ცერებრული დამბლის დიაგნოსტირების შემდეგ, ხშირად ხდება ბავშვების სხვა სპეციალისტებთან გადამისამართება სხვადასხვა ფუნქციის და სფეროს შეფასების მიზნით. შესაბამისად, ფასდება ბავშვის: სმენა; მხედველობა; მეტყველება; ინტელექტი; მოძრაობა და სხვ.

გვახსოვდეს! ბავშვის მრავალმხრივი შეფასება მნიშვნელოვანია მის მდგომარეობაზე ამომწურავი ინფორმაციის მიღებისთვის. სწორი მკურნალობისა და ჩარევის მეთოდების  ზუსტი შერჩევა მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული  ობიექტური და მაღალი პროფესიონალიზმით ჩატარებულ კვლევებზე. 

დიალოგის დახურვა
შეაღეს შესახებ

შეაღე საშუალებით თქვენ მოიძიებთ ორგანიზაციებს, რომლებიც ემსახურებიან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს და აწვდიან შემდეგ მომსახურებებს: სოციალური მომსახურება, ჯანმრთელობის მხარდამჭერი მომსახურება, საგანმანათლებლო მომსახურება, იურიდიული მხარდაჭერა, დასაქმების მხარდამჭერი მომსახურება, და სხვა.

შეაღე დაკავშირებულია რუკასთან, რომელიც ნიშნულების მეშვეობით ასახავს საქართველოს მასშტაბით, თქვენს რეგიონში, ქალაქში ან თემში არსებულ მომსახურების მიმწოდებელ ორგანიზაციებს, მათ ზუსტ მისამართს, საკონტაქტო მონაცემებს და დეტალურ ინფორმაციას მომსახურების შესახებ. 

მომსახურების მიმწოდებელი ორგანიზაციის აღმოჩენა შესაძლებელია საძიებო ფუნქციის გამოყენებით. შეაღეს მეშვეობით თქვენ შეგიძლიათ მისწეროთ სერვისის მიმწოდებელს, შეტყობინების ფუნქციის გამოყენებით და შეაფასოთ სერვისი. 

ასევე, შეაღეს საშუალებით თქვენ შეგიძლიათ გაგიგოთ მეტი განვითარების სხვადასხვა დარღვევის შესახებ. აქ თვენ დაგხვდებათ მარტივი ენით და ნათელი გამოსახულებებით მოცემული სანდო ინფორმაცია შემდეგ დარღვევებზე: ცერებრული დამბლა, აუტისტური სპექტრის აშლილობა, დაუნის სინდრომი, ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომი, ეპილეფსია, ტიკეები და სხვა

თითოეულ დარღვევასთან მიმართებაში განხილულია დარღვევისთვის დამახასიათებელი ნიშნები, გამომწვევი მიზეზები, დიაგნოსტირებასთან დაკავშირებული საკითხები, ინტერვენციის სტრატეგიებსი, რეკომენდაციები და სხვა.

 

პარტნიორები
მაკი ცდილობს მოწყვლადი ჯგუფების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას,  საჭირო რესურსების მიწოდებით, მხარდამჭერი სისტემებისა და მათზე მზრუნველი საზოგადოების გაძლიერების გზით. კომუნიკაცია მონაცემებით: ინოვაციური. ეფექტური. მარტივი.
საკონტაქტო ინფორმაცია
მაკ ჯორჯია

მისამართი მისამართი: კავსაძის ქუჩა 3 , მეორე სართული, თბილისი, საქართველო

ტელეფონი ტელეფონი: უფასო ცხელი ხაზი: 0 800 900 902; ოფისი #: 2197378

+