თავის ტვინის დაზიანებამ, შესაძლებელია, გავლენა მოახდინოს თავის ტვინის ზოგად ფუნქციონირებაზე და გამოიწვიოს შემდეგი დამატებითი სირთულეები:
- მხედველობის დარღვევა ან უსინათლობა;
- სმენის დარღვევა ან სიყრუე;
- ჭარბი ნერწყვდენა;
- სუნთქვის დარღვევა;
- კვების სირთულეები (საკვების და სითხის გადაცდომები, წოვის, ყლაპვის და ღეჭვის სირთულეები);
- შარდის ბუშტისა და კუჭ-ნაწლავის მოქმედების კონტროლის პრობლემა;
- გულყრები;
- კარიესი;
- ხერხემლის დეფორმაციები - სქოლიოზი, კიფოზი, ლორდოზი;
- მომატებული მგრძნობელობა შეხების და ტკივილის მიმართ.
ცერებრულმა დამბლამ, ზოგიერთ შემთხვევაში, შესაძლებელია, გამოიწვიოს ინტელექტუალური სფეროს, მეტყველების განვითარების დარღვევა და სწავლასთან დაკავშირებული სირთულეები (დასწავლის სირთულეები). თუმცა, ცერებრული დამბლის მქონე მრავალ ბავშვს აღენიშნება ასაკის შესაბამისად განვითარებული ინტელექტი და ისინი წარმატებულნი არიან სწავლის პროცესში.