ცერებრული დამბლის დიაგნოზის განვითარება გარკვეულ რისკ ფაქტორებთან არის ასოცირებული.
ზოგადად, დაავადების გამომწვევ რისკ ფაქტორებად მიჩნეულია ის მიზეზები, რომელთა არსებობაც ზრდის მისი (დაავადების) განვითარების ალბათობას.
მშობლისთვის და თერაპევტისთვის რისკ ფაქტორების ცოდნა აუცილებელია, რათა მათ განსაკუთრებული სიფხიზლე გამოიჩინონ და ყურადღებით დააკვირდნენ ბავშვის განვითარების პროცესს.
მნიშვნელოვანია, გვახსოვდეს, რომ ბავშვი, შესაძლებელია, განეკუთვნებოდეს დაავადების რისკ ჯგუფს, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ბავშვს აუცილებლად დაუდგინდება აღნიშნული მდგომარეობა; ეს ნიშნავს იმას, რომ ბავშვს, სხვა ბავშვებთან შედარებით, აქვს ცერებრული დამბლის განვითარების მეტი ალბათობა.
ცერებრული დამბლის რისკ ფაქტორებია:
- სისხლის ტიპის შეუთავსებლობა დედასა და ბავშვს შორის;
- პლაცენტას არასწორი მდებარეობა, რაც აფერხებს ნაყოფისთვის ჟანგბადის მიწოდებას;
- დედის მიერ ორსულობისას გადატანილი ინფექციები - ტოქსოპლაზმოზი, წითელა, ციტომეგალოვირუსი და ა.შ.;
- მშობლის, ნაყოფის ან ჩვილის მიერ გადატანილი ბაქტერიული ინფექციები, რომლებიც ზემოქედებენ თავის ტვინზე;
- ახალშობილთა გულყრები;
- ტყუპისცალობა.
უნდა გვახსოვდეს ასევე, რომ ზოგჯერ იმ ბავშვებსაც უვითარდებათ ცერებრული დამბლა, რომლებიც არ განეკუთვნებოდნენ რისკ ჯგუფს და არ აღენიშნებოდათ რისკ ფაქტორები.