ცერებრული დამბლა

რა იწვევს ცერებრულ დამბლას?

Preview

ცერებრულ დამბლას არ აქვს მხოლოდ ერთი გამომწვევი მიზეზი. ცერებრულ დამბლას იწვევს ცენტრალური ნერვული სისტემის (თავის ტვინის) დაზიანება  მუცლადყოფნის, მშობიარობის ან მშობიარობის შემდგომ პერიოდში. 

დაზიანება შეიძლება გამოიწვიოს: 

  • მედიკამენტების ან ვირუსული ინფექციების ზემოქმედებამ;
  • ნაადრევმა მშობიარობამ, ნაყოფის მცირე წონამ;
  • ჰიპოქსიამ (ჟანგბადის უკმარისობა);
  • თავის ტრავმულმა  დაზიანებამ.

ცერებრული დამბლის მქონე ბავშვთა 70% -ს ცენტრალური ნერვული სისტემის დაზიანება მუცლადყოფნის დროს აღენიშნებათ; 20%-ს - მშობიარობისას,  ხოლო 10 % -ს - ჩვილობაში, სიცოცხლის პირველი წლის განმავლობაში.  

ცერებრული დამბლის რისკ ფაქტორები

ცერებრული დამბლის დიაგნოზის განვითარება გარკვეულ რისკ ფაქტორებთან არის ასოცირებული. ზოგადად, დაავადების გამომწვევ რისკ ფაქტორებად მიჩნეულია ის მიზეზები, რომელთა არსებობაც ზრდის მისი (დაავადების) განვითარების ალბათობას. მშობლისთვის და თერაპევტისთვის რისკ ფაქტორების ცოდნა აუცილებელია, რათა მათ განსაკუთრებული სიფხიზლე გამოიჩინონ და ყურადღებით დააკვირდნენ ბავშვის განვითარების პროცესს. 

მნიშვნელოვანია, გვახსოვდეს, რომ ბავშვი, შესაძლებელია, განეკუთვნებოდეს დაავადების რისკ ჯგუფს, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ბავშვს აუცილებლად დაუდგინდება აღნიშნული მდგომარეობა; ეს ნიშნავს იმას, რომ ბავშვს, სხვა ბავშვებთან შედარებით, აქვს ცერებრული დამბლის განვითარების  მეტი ალბათობა. 

ცერებრული დამბლის რისკ ფაქტორებია:

  • სისხლის ტიპის შეუთავსებლობა დედასა და ბავშვს შორის;
  • პლაცენტას არასწორი მდებარეობა, რაც აფერხებს ნაყოფისთვის  ჟანგბადის მიწოდებას;
  • დედის მიერ ორსულობისას გადატანილი ინფექციები - ტოქსოპლაზმოზი, წითელა, ციტომეგალოვირუსი და ა.შ.;
  • მშობლის, ნაყოფის ან ჩვილის მიერ გადატანილი ბაქტერიული ინფექციები, რომლებიც ზემოქედებენ თავის ტვინზე;
  • ახალშობილთა გულყრები;
  • ტყუპისცალობა.

უნდა გვახსოვდეს ასევე, რომ ზოგჯერ იმ ბავშვებსაც უვითარდებათ ცერებრული დამბლა, რომლებიც არ განეკუთვნებოდნენ რისკ ჯგუფს და არ აღენიშნებოდათ რისკ ფაქტორები. 

 

დიალოგის დახურვა
შეაღეს შესახებ

შეაღე საშუალებით თქვენ მოიძიებთ ორგანიზაციებს, რომლებიც ემსახურებიან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს და აწვდიან შემდეგ მომსახურებებს: სოციალური მომსახურება, ჯანმრთელობის მხარდამჭერი მომსახურება, საგანმანათლებლო მომსახურება, იურიდიული მხარდაჭერა, დასაქმების მხარდამჭერი მომსახურება, და სხვა.

შეაღე დაკავშირებულია რუკასთან, რომელიც ნიშნულების მეშვეობით ასახავს საქართველოს მასშტაბით, თქვენს რეგიონში, ქალაქში ან თემში არსებულ მომსახურების მიმწოდებელ ორგანიზაციებს, მათ ზუსტ მისამართს, საკონტაქტო მონაცემებს და დეტალურ ინფორმაციას მომსახურების შესახებ. 

მომსახურების მიმწოდებელი ორგანიზაციის აღმოჩენა შესაძლებელია საძიებო ფუნქციის გამოყენებით. შეაღეს მეშვეობით თქვენ შეგიძლიათ მისწეროთ სერვისის მიმწოდებელს, შეტყობინების ფუნქციის გამოყენებით და შეაფასოთ სერვისი. 

ასევე, შეაღეს საშუალებით თქვენ შეგიძლიათ გაგიგოთ მეტი განვითარების სხვადასხვა დარღვევის შესახებ. აქ თვენ დაგხვდებათ მარტივი ენით და ნათელი გამოსახულებებით მოცემული სანდო ინფორმაცია შემდეგ დარღვევებზე: ცერებრული დამბლა, აუტისტური სპექტრის აშლილობა, დაუნის სინდრომი, ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომი, ეპილეფსია, ტიკეები და სხვა

თითოეულ დარღვევასთან მიმართებაში განხილულია დარღვევისთვის დამახასიათებელი ნიშნები, გამომწვევი მიზეზები, დიაგნოსტირებასთან დაკავშირებული საკითხები, ინტერვენციის სტრატეგიებსი, რეკომენდაციები და სხვა.

 

პარტნიორები
მაკი ცდილობს მოწყვლადი ჯგუფების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას,  საჭირო რესურსების მიწოდებით, მხარდამჭერი სისტემებისა და მათზე მზრუნველი საზოგადოების გაძლიერების გზით. კომუნიკაცია მონაცემებით: ინოვაციური. ეფექტური. მარტივი.
საკონტაქტო ინფორმაცია
მაკ ჯორჯია

მისამართი მისამართი: კავსაძის ქუჩა 3 , მეორე სართული, თბილისი, საქართველო

ტელეფონი ტელეფონი: უფასო ცხელი ხაზი: 0 800 900 902; ოფისი #: 2197378

+