ცერებრული დამბლა

რა არის ცერებრული დამბლის ნიშნები?

 

ცერებრული დამბლის მქონე ბავშვების მდგომარეობა ერთმანეთისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება მდგომარეობის და შეზღუდული შესაძლებლობის სიმძიმის მიხედვით, რაც დამოკიდებულია თავის ტვინის დაზიანების ხარისხზე. მაგალითად, თავის ტვინის მცირე დაზიანებამ, შესაძლებელია, გავლენა იქონიოს მხოლოდ სიარულის, ან რომელიმე ერთი კიდურის გამოყენების ხარისხზე, ხოლო ძლიერმა დაზიანებამ - მთელი სხეულის კუნთების კონტროლზე და მოძრაობებზე.

ცერებრული დამბლის მქონე ბავშვების ნაწილს აღენიშნება ჰიპოტონია - კუნთების დაბალი ტონუსი, ამ დროს კუნთები ზედმეტად მოდუნებულია; ბავშვების ნაწილს კი შეიძლება აღენიშნებოდეს - ჰიპერტონია, ანუ კუნთთა მაღალი ტონუსი. არის შემთხვევები, როდესაც ბავშვს დაბადებისას აღენიშნება ჰიპოტონია, რაც პირველი წლის განმავლობაში იცვლება ჰიპერტონიით.

ცერებრული დამბლის მქონე ბავშვებს, კუნთთა ტონუსის დარღვევის გამო, ხშირად აღენიშნებათ ასევე სხეულის უჩვეულო პოზები, კოორდინაციის და ბალანსის პრობლემა,  რის გამოც, ბავშვს შესაძლოა უჭირდეს:

  • თავის ჭერა, ჯდომა ან დგომა;
  • გადაადგილება / სიარული (ბავშვები ვერ დადიან, ან დადიან ფეხისწვერებზე; მოხრილი; ფეხების წინ გადაჯვარედინებით (ბალერინას პოზა); ფეხების განზე გადგმით ან ასიმეტრიული სიარულით);
  • სხვადასხვა საგნის (მაგ. სათამაშოების) ხელში ჭერა;
  • ხელების შეთანხმებულად გამოყენება და საგნებით მანიპულირება (მხოლოდ ერთი ხელის გამოყენება, მეორის იგნორირება; აქტიური ხელის მოუხერხებლად გამოყენება და ა.შ.);
  • ყოველდღიური აქტივობების (ჩაცმა / გახდა, დაბანა, ჭამა და ა.შ.) შესრულება. 
დიალოგის დახურვა
შეაღეს შესახებ

შეაღე საშუალებით თქვენ მოიძიებთ ორგანიზაციებს, რომლებიც ემსახურებიან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს და აწვდიან შემდეგ მომსახურებებს: სოციალური მომსახურება, ჯანმრთელობის მხარდამჭერი მომსახურება, საგანმანათლებლო მომსახურება, იურიდიული მხარდაჭერა, დასაქმების მხარდამჭერი მომსახურება, და სხვა.

შეაღე დაკავშირებულია რუკასთან, რომელიც ნიშნულების მეშვეობით ასახავს საქართველოს მასშტაბით, თქვენს რეგიონში, ქალაქში ან თემში არსებულ მომსახურების მიმწოდებელ ორგანიზაციებს, მათ ზუსტ მისამართს, საკონტაქტო მონაცემებს და დეტალურ ინფორმაციას მომსახურების შესახებ. 

მომსახურების მიმწოდებელი ორგანიზაციის აღმოჩენა შესაძლებელია საძიებო ფუნქციის გამოყენებით. შეაღეს მეშვეობით თქვენ შეგიძლიათ მისწეროთ სერვისის მიმწოდებელს, შეტყობინების ფუნქციის გამოყენებით და შეაფასოთ სერვისი. 

ასევე, შეაღეს საშუალებით თქვენ შეგიძლიათ გაგიგოთ მეტი განვითარების სხვადასხვა დარღვევის შესახებ. აქ თვენ დაგხვდებათ მარტივი ენით და ნათელი გამოსახულებებით მოცემული სანდო ინფორმაცია შემდეგ დარღვევებზე: ცერებრული დამბლა, აუტისტური სპექტრის აშლილობა, დაუნის სინდრომი, ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომი, ეპილეფსია, ტიკეები და სხვა

თითოეულ დარღვევასთან მიმართებაში განხილულია დარღვევისთვის დამახასიათებელი ნიშნები, გამომწვევი მიზეზები, დიაგნოსტირებასთან დაკავშირებული საკითხები, ინტერვენციის სტრატეგიებსი, რეკომენდაციები და სხვა.

 

პარტნიორები
მაკი ცდილობს მოწყვლადი ჯგუფების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას,  საჭირო რესურსების მიწოდებით, მხარდამჭერი სისტემებისა და მათზე მზრუნველი საზოგადოების გაძლიერების გზით. კომუნიკაცია მონაცემებით: ინოვაციური. ეფექტური. მარტივი.
საკონტაქტო ინფორმაცია
მაკ ჯორჯია

მისამართი მისამართი: კავსაძის ქუჩა 3 , მეორე სართული, თბილისი, საქართველო

ტელეფონი ტელეფონი: უფასო ცხელი ხაზი: 0 800 900 902; ოფისი #: 2197378

+