შფოთვითი აშლილობები

შფოთვითი აშლილობების გამომწვევი მიზეზები

Preview

შფოთვითი აშლილობების გამომწვევი მიზეზები არ არის სრულად შესწავლილი, თუმცა ექსპერტები მიიჩნევენ რომ ისინი უმეტეს შემთხვევაში არა რომელიმე ერთი, არამედ რამდენიმე სხვადასხვა ფაქტორის კომბინაციითაა განპირობებული. ქვემოთ მოცემულია იმ გავრცელებულ ფაქტორთა ჩამონათვალი, რომლებიც ზრდიან შფოთვითი აშლილობის ჩამოყალიბების რისკს:

  • გენეტიკური ფაქტორები: მზარდი რაოდენობის ემპირიული მონაცემები მიუთითებს შფოთვითი აშლილობების ჩამოყალიბებაში გენეტიკური ფაქტორების როლზე.  დადგენილია, რომ შფოთვითი აშლილობის დიაგნოზის მქონე ოჯახის წევრის არსებობა, ზრდის ამავე სირთულის განვითარების რისკს ადამიანისთვის.
  • თანდაყოლილი ტემპერამენტი: ყველა ადამიანი გარკვეული ტემპერამენტით იბადება. ტემპერამენტი განსაზღვრავს იმას, თუ როგორ რეაგირებს იგი სამყაროსა და მის ირგვლივ მიმდინარე მოვლენებზე, როგორც ემოციური, ისე ქცევითი თვალსაზრისით. აღნიშნული რეაქციები მყარი, თანდაყოლილი და დაკვირვებადია დაბადებისთანავე და შეიძლება განპირობებული იყოს გენეტიკითაც.  ტემპერამენტი წარმოადგენს ერთგვარ საძირკველს, რომლის საფუძველზეც მოგვიანებით ადამიანის პიროვნული ნიშნები ყალიბდება. ბავშვები, რომლებიც თავიანთი ტემპეტამენტიდან გამომდინარე, მიდრეკილნი არიან უარყოფითი ემოციებისკენ, სიფრთხილისკენ და როგორც წესი გაურბიან მათთვის  ახალ, უცხო სიტუაციებსა და ადამიანებს, იმყოფებიან შფოთვითი აშლილობის ჩამოყალიბების შედარებით გაზრდილი რისკის ქვეშ.
  • პიროვნული მახასიათებლები:  გარკვეული ნიშან-თვისებები, მაგალითად მიდრეკილება ნეგატიური განცდებისკენ, ექსტრავერსია და ინტროვერსია- ასევე შეიძლება ზრდიდეს ან ამცირებდეს შფოთვითი აშლილობის ჩამოყალიბების რისკებს. მაგალითად, ზედმეტად თვითკრიტიკული დამოკიდებულება საკუთარი თავის მიმართ და პერფექციონიზმი ხშირად განაპირობებს შფოთვის მაღალი დონის არსებობას.
  • სტრესული ცხოვრებისეული გამოცდილება: გადაჭარბებული ან დროში გახანგრძლივებული სტრესი ხშირად გავლენას ახდენს თავის ტვინის გარკვეული უბნების ფუნქციონირებაზე და შესაძლოა გახდეს ქრონიკული  შფოთვის ჩამოყალიბების გამომწვევი მიზეზი.
  • მედიკამენტები: შფოთვა შესაძლოა წარმოადგენდეს რომელიმე პრეპარატის მიღების გვერდით ეფექტს.
დიალოგის დახურვა
შეაღეს შესახებ

შეაღე საშუალებით თქვენ მოიძიებთ ორგანიზაციებს, რომლებიც ემსახურებიან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს და აწვდიან შემდეგ მომსახურებებს: სოციალური მომსახურება, ჯანმრთელობის მხარდამჭერი მომსახურება, საგანმანათლებლო მომსახურება, იურიდიული მხარდაჭერა, დასაქმების მხარდამჭერი მომსახურება, და სხვა.

შეაღე დაკავშირებულია რუკასთან, რომელიც ნიშნულების მეშვეობით ასახავს საქართველოს მასშტაბით, თქვენს რეგიონში, ქალაქში ან თემში არსებულ მომსახურების მიმწოდებელ ორგანიზაციებს, მათ ზუსტ მისამართს, საკონტაქტო მონაცემებს და დეტალურ ინფორმაციას მომსახურების შესახებ. 

მომსახურების მიმწოდებელი ორგანიზაციის აღმოჩენა შესაძლებელია საძიებო ფუნქციის გამოყენებით. შეაღეს მეშვეობით თქვენ შეგიძლიათ მისწეროთ სერვისის მიმწოდებელს, შეტყობინების ფუნქციის გამოყენებით და შეაფასოთ სერვისი. 

ასევე, შეაღეს საშუალებით თქვენ შეგიძლიათ გაგიგოთ მეტი განვითარების სხვადასხვა დარღვევის შესახებ. აქ თვენ დაგხვდებათ მარტივი ენით და ნათელი გამოსახულებებით მოცემული სანდო ინფორმაცია შემდეგ დარღვევებზე: ცერებრული დამბლა, აუტისტური სპექტრის აშლილობა, დაუნის სინდრომი, ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომი, ეპილეფსია, ტიკეები და სხვა

თითოეულ დარღვევასთან მიმართებაში განხილულია დარღვევისთვის დამახასიათებელი ნიშნები, გამომწვევი მიზეზები, დიაგნოსტირებასთან დაკავშირებული საკითხები, ინტერვენციის სტრატეგიებსი, რეკომენდაციები და სხვა.

 

პარტნიორები
მაკი ცდილობს მოწყვლადი ჯგუფების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას,  საჭირო რესურსების მიწოდებით, მხარდამჭერი სისტემებისა და მათზე მზრუნველი საზოგადოების გაძლიერების გზით. კომუნიკაცია მონაცემებით: ინოვაციური. ეფექტური. მარტივი.
საკონტაქტო ინფორმაცია
მაკ ჯორჯია

მისამართი მისამართი: კავსაძის ქუჩა 3 , მეორე სართული, თბილისი, საქართველო

ტელეფონი ტელეფონი: უფასო ცხელი ხაზი: 0 800 900 902; ოფისი #: 2197378

+