პანიკური შეტევა მოიცავს ძლიერი შიშისა და დისკომფორტის უეცარი ტალღას, რომელიც პიკს აღწევს რამდენიმე წუთის განმავლობაში. შეტევას თან ახლავს სიკვდილთან და საკუთარ სხეულზე კონტროლის დაკარგვასთან დაკავშირებული აზრები და ისეთი ფიზიკური სიმპტომები, როგორიცაა გულისცემის აჩქარება, ოფლიანობა, სუნთქვის გართულება, ტკივილი გულ-მკერდის არეში, თავბრუსხვევა, გონების დაკარგვის განცდა. შიში, რომელსაც პანიკური შეტევის დროს ადამიანი განიცდის, არ შეესაბამება რეალურ საფრთხეს და შეიძლება საერთოდ არ იყოს კავშირში გარემოში მიმდინარე მოვლენებთან.
პანიკური შეტევების განვითარების საშუალო ასაკი მერყეობს 20-დან 24 წლამდე. ადამიანის ცხოვრების განმავლობაში, შესაძლოა ერთი ან ორი პანიკური შეტევის გამოცდილება ჰქონდეს. როგორც წესი, ასეთი ცალკეული შემთხვევები სტრესული მოვლენის დასრულების შემდგომ აღარ იჩენს თავს.
იმ შემთხვევაში თუ პანიკურ შეტევები აღმოცენდება მოულოდნელად, აქვთ ხშირი ხასიათი და ინდივიდი განიცდის ძლიერ შფოთვას მათ განმეორებასთან დაკავშირებით, შესაძლოა მიუთითებდეს პანიკური აშლილობის არსებობაზე.