განასხვავებენ შფოთვითი აშლილობების სხვადასხვა ფორმას, თუმცა თითქმის ყველა მათგანისთვის, მეტ-ნაკლები ხარისხით დამახასიათებელია შემდეგი ფიზიკური, ფსიქო-ემოციური და ქცევითი გამოხატულებები:
ფიზიკური სიმპტომები:
- პირის სიმშრალე
- ხელების გაციება ან ოფლიანობა
- გახშირებული გულისცემა
- გულისრევის შეგრძნება
- მუცლის ტკივილი
- დაბუჟების ან ჩხვლეტის შეგრძნებები კიდურებში
- კუნთების დაჭიმულობა
- გახშირებული სუნთქვა
ფსიქო-ემოციური სიმპტომები:
- ძლიერი შიში და ღელვა
- რაიმე ცუდის მოლოდინი
- მოვლენათა განვითარების უკიდურესად ნეგატიური სცენარის წარმოდგენა
- კოშმარული სიზმრები
- უკონტროლო, აკვიატებული აზრები
ქცევითი სიმპტომები:
- შფოთვის გამომწვევი მოვლენებისა და სიტუაციებისთვის თავის არიდების ტენდენცია
- სოციალური ჩაკეტილობა
- მოუსვენრობა
- ძილის სირთულეები
- სიმშვიდის შენარჩუნების სირთულე
- რიტუალური ქცევები, მაგალითად ხელების განმეორებითი დაბანა.