სენსორული ინტეგრაცია

ქვეყანაში არსებული სერვისები

Preview

როგორც ავღნიშნეთ სენსორული ინტეგრაციის დარღვევაზე მუშაობა სენსორული ინტეგრაციის თერაპიის გამოყენებით მიმდინარეობს სხვადასხვა გარემოში. ყველაზე ხშირად კი გამოიყენება სენსორული ოთახი, სადაც განთავსებულია მრავალფეროვანი სპეციფიკური აღჭურვილობა. 

გასათვალისწინებელია, რომ თითოეული ბავშვისთვის  საჭირო სერვისი და  მასთან მომუშავე სპეციალისტის ჩართულობა შეიძლება განისაზღვროს ინდივიდუალურად. თუმცა განვიხილოთ ის სერვისები/პრაქტიკა, რომლებიც შეიძლება შეთავაზებული იყოს ბავშვისთვის: 

აუტისტური სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა აბილიტაციის პროგრამა - ითვალისწინებს აუტიზმის სპექტრის დარღვევების მქონე 18 წლამდე ასაკის ბავშვების განვითარების დარღვევების იდენტიფიცირებას და ადაპტაციური ფუნქციონირების დონის შეფასებას. ბავშვის სოციალური, მოტორული, შემეცნებითი, კომუნიკაციური, თვითმოვლისა და დამოუკიდებლად ფუნქციონირების უნარების ჩამოყალიბების ხელშეწყობას, მულტიდისციპლინური ჯგუფის (ფსიქოლოგი, ფსიქიატრი, ნევროლოგი, ლოგოპედი, სპეციალური პედაგოგი, ქცევითი თერაპევტი და სხვა) ჩართულობით.

პროგრამა სხვა თერაპიებთან ერთად მოიცავს სენსორული ინტეგრაციის თერაპიას გარკვეული რაოდენობით და ინტენსივობით. 

კერძო პრაქტიკა - ბავშვის სენსორული საჭიროებების იდენტიფიცირებისთვის და შემდეგ სენსორულ თერაპიაში ჩართვისთვის ხშირად მშობლები მიმართავენ კერძო, პრაქტიკოს ოკუპაციურ თერაპევტს, რომელიც სპეციალიზებულია სენსორულ ინტეგრაციაში. ამისთვის მშობლის მხრიდან ხდება მიმართვა ოკუპაციურ თერაპევტთა ასოციაციასთან, ან პირდაპირ კერძო პრაქტიკოსთან. 

პრაქტიკოსი ოკუპაციური თერაპევტი მიყვება სტანდარტულ სენსორული ინტეგრაციის ჩარჩოს, როგორც სხვა შემთხვევაში და სამუშაოდ იყენებს სხვადასხვა გარემოს პირდაპირი თუ არაპირდაპირი თერაპიის მიწოდებისთვის. 

ბოლოს კი, ქვემოთ მოცემული ინფორმაციის მიხედვით შესაძლებელია პირობითად დავაჯგუფოთ სწორი და არასწორი მოცემულობები სენსორული ინტეგრაციის თერაპიის პრაქტიკაში. 

სწორია

  • თერაპიას ახორციელებს სენსორულ ინტეგრაციაში სპეციალიზირებული ოკუპაციური თერაპევტი ან მომიჯნავე სფეროს სპეციალისტი, რომელიც გადამზადებულია სენსორულ ინტეგრაციში
  • თერაპია ეფუძნება ზოგად პროფესიულ ხედვას, მაგალითად ოკუპაციურ თერაპიას
  • სენსორული ინტეგრაციის თერაპია ორიენტირებულია საქმიანობით შედეგზე. მაგ: თვითმოვლა, ტრანსპორტის გამოყენება, წერა და სხვა
  • დაფუძნებულია თამაშზე და სასიამოვნოა

არასწორია

  • თერაპიას ახორციელებს არასპეციალიზირებული თერაპევტი
  • თერაპია წარმართულია მხოლოდ ერთი მიდგომის მიხედვით და ფოკუსირებულია მხოლოდ შეგრძნებების მიღებაზე
  • სენსორული სტიმულაცია, რომელიც არ არის ორიენტირებული საქმიანობით შედეგზე
  • მიმართულია ბავშვის სურვილების საწინააღმდეგოდ და მისთვის პროცესი უსიამოვნოა
დიალოგის დახურვა
შეაღეს შესახებ

შეაღე საშუალებით თქვენ მოიძიებთ ორგანიზაციებს, რომლებიც ემსახურებიან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს და აწვდიან შემდეგ მომსახურებებს: სოციალური მომსახურება, ჯანმრთელობის მხარდამჭერი მომსახურება, საგანმანათლებლო მომსახურება, იურიდიული მხარდაჭერა, დასაქმების მხარდამჭერი მომსახურება, და სხვა.

შეაღე დაკავშირებულია რუკასთან, რომელიც ნიშნულების მეშვეობით ასახავს საქართველოს მასშტაბით, თქვენს რეგიონში, ქალაქში ან თემში არსებულ მომსახურების მიმწოდებელ ორგანიზაციებს, მათ ზუსტ მისამართს, საკონტაქტო მონაცემებს და დეტალურ ინფორმაციას მომსახურების შესახებ. 

მომსახურების მიმწოდებელი ორგანიზაციის აღმოჩენა შესაძლებელია საძიებო ფუნქციის გამოყენებით. შეაღეს მეშვეობით თქვენ შეგიძლიათ მისწეროთ სერვისის მიმწოდებელს, შეტყობინების ფუნქციის გამოყენებით და შეაფასოთ სერვისი. 

ასევე, შეაღეს საშუალებით თქვენ შეგიძლიათ გაგიგოთ მეტი განვითარების სხვადასხვა დარღვევის შესახებ. აქ თვენ დაგხვდებათ მარტივი ენით და ნათელი გამოსახულებებით მოცემული სანდო ინფორმაცია შემდეგ დარღვევებზე: ცერებრული დამბლა, აუტისტური სპექტრის აშლილობა, დაუნის სინდრომი, ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომი, ეპილეფსია, ტიკეები და სხვა

თითოეულ დარღვევასთან მიმართებაში განხილულია დარღვევისთვის დამახასიათებელი ნიშნები, გამომწვევი მიზეზები, დიაგნოსტირებასთან დაკავშირებული საკითხები, ინტერვენციის სტრატეგიებსი, რეკომენდაციები და სხვა.

 

პარტნიორები
მაკი ცდილობს მოწყვლადი ჯგუფების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას,  საჭირო რესურსების მიწოდებით, მხარდამჭერი სისტემებისა და მათზე მზრუნველი საზოგადოების გაძლიერების გზით. კომუნიკაცია მონაცემებით: ინოვაციური. ეფექტური. მარტივი.
საკონტაქტო ინფორმაცია
მაკ ჯორჯია

მისამართი მისამართი: კავსაძის ქუჩა 3 , მეორე სართული, თბილისი, საქართველო

ტელეფონი ტელეფონი: უფასო ცხელი ხაზი: 0 800 900 902; ოფისი #: 2197378

+