სენსორული ინტეგრაცია

სახალისო სენსორული აქტივობები სახლის პირობებში

Preview

მრავალფეროვანი სენსორულ აქტივობები ხელს უწყობს და ახალისებს სხვადასხვა შეგრძნებითი არხის განვითარებას. პროცესში ბავშვი ბუნებრივად სწავლობს თუ როგო მიიღოს, გაფილტროს, გადაამუშავოს, მიღებული სტიმულები და შესაბამისად ჩაერთოს სასურველ აქტივობებში. ამისთვის კი ერთერთი საუკეთესო ადგილი არის ბუნებრივი გარემო. 

ზოგადად, სენსორული აქტივობები ეფუძნება ბავშვის ინტერესებს, ხოლო ახალი აქტივობები შეთავაზებული უნდა იყოს სიფრთხილით და  ეტაპობრივად. ეს ხელს შეუწყობს ახალი შეგრძნებითი გამოცდილებისადმი ბავშვის მიმღებლობის ნელნელა გაზრდას.

გთავაზობთ სხვადასხვა სენსორული არხის მასტიმულირებელ რამდენიმე აქტივობას სახლის პირობებში:

  1. პროპრიოცეპცია - ფიზიკური აქტივობები, რომელშიც ჩართული იქნება მთელი სხეული. მაგალითად ცხოველების მოძრაობების იმიტაცია, ცეკვა. ასევე, თამაშის დროს ფიზიკურად დატვირთვა. ვთქვათ გადაადგილოს მისთვის შედარებით მძიმე ნივთები - სკამი შეაცუროს მაგიდის ქვეშ, საკუთარი სათამაშოები ჩაალაგოს ყუთში, შეაგროვოს მიმოფანტული წიგნები, დადოს თაროზე დ ა.შ.
  2. ვესტიბულური შეგრძნება - აქტივობები, რომლებიც მოიცავს გადაადგილებასა და წონასწორობის შენარჩუნებას. მაგალითად საქანელაზე ქანაობა და პარალელურად ბურთების მიზანში სროლა, სენსორული ბილიკის გაკეთება სახლში ან ეზოში, რომელზეც ბავშვი გადაადგილდება გარკვეული წესების დაცვით. ვთქვათ სიარული და ხტუნვა იატაკზე მონიშნული ტერფების შაბლონების მიხედვით. 
  3. შეხება - სხვადასხვა ტექსტურის მასალის შეთავაზება. მაგალითად ბანაობის დროს გამოიყენეთ განსხვავებული ფაქტურის ღრუბლები და პირსახოცები. ჩართეთ სამზარეულოს აქტივობებში - სთხოვეთ ბოსტნეულის და ხილის დალაგება ან გარეცხვა, ბურღულეულის ჩაყრა მისთვის განკუთვნილ კონტეინერში და ა.შ. ასევე, შესაძლებელია ბურღულეულის გამოყენება თამაშის პროცესში. მაგალითად ფქვილში დამალული მცირე ზომის სათამაშოების პოვნა.
  4. მხედველობა - აქტივობები, რომლებიც მოიცავს სხვადასხვა ვიზუალური სტიმულების გამოყენებას. მაგალითად ფერადი ქაფებით ხატვა სარკეზე, მანათობელი ყუთის დამზადება და მასზე სხვადასხვა აქტივობების დაგეგმვა, ვიზუალური ბოთლების დამზადება, სურვილისამებრ გაფორმება და სხვა. 
  5. სმენა - სხვადასხვა ჟღერადობის, რიტმის და ტონალობის ხმების გამოყენება ფუნქციური აქტივობების დროს. მაგალითად ბავშვის ინტერესების გათვალისწინებით შესაძლებელია რიტმული მუსიკის ჩართვა ფიზიკური აქტივობების -  ვთქვათ ბატუტზე ხტუნვის დროს. ასევე, პროდუქტების გამოყენებით ხმოვანი ბოთლების დამზადება, მისი მუსიკალური დანიშნულებით გამოყენება და სხვა. 
  6. ყნოსვა/გემო - წაახალისეთ სამზარეულო აქტივობებში ბავშვის ჩართულობა და საკვებით თამაში. მაგალითად დახატეთ სხვადასხვა პროდუქტებით. ვთქვათ ქაღალდის თეფშზე სახე მოხატეთ იოგურტით, სპაგეტით გაუკეთეთ თმები, ბოსტნეულით პირი და ა.შ. ასევე, ააშენეთ სახლები ბისკვიტების საშუალებით და გააფორმეთ სხვა საკვები პროდუქტებით.
დიალოგის დახურვა
შეაღეს შესახებ

შეაღე საშუალებით თქვენ მოიძიებთ ორგანიზაციებს, რომლებიც ემსახურებიან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს და აწვდიან შემდეგ მომსახურებებს: სოციალური მომსახურება, ჯანმრთელობის მხარდამჭერი მომსახურება, საგანმანათლებლო მომსახურება, იურიდიული მხარდაჭერა, დასაქმების მხარდამჭერი მომსახურება, და სხვა.

შეაღე დაკავშირებულია რუკასთან, რომელიც ნიშნულების მეშვეობით ასახავს საქართველოს მასშტაბით, თქვენს რეგიონში, ქალაქში ან თემში არსებულ მომსახურების მიმწოდებელ ორგანიზაციებს, მათ ზუსტ მისამართს, საკონტაქტო მონაცემებს და დეტალურ ინფორმაციას მომსახურების შესახებ. 

მომსახურების მიმწოდებელი ორგანიზაციის აღმოჩენა შესაძლებელია საძიებო ფუნქციის გამოყენებით. შეაღეს მეშვეობით თქვენ შეგიძლიათ მისწეროთ სერვისის მიმწოდებელს, შეტყობინების ფუნქციის გამოყენებით და შეაფასოთ სერვისი. 

ასევე, შეაღეს საშუალებით თქვენ შეგიძლიათ გაგიგოთ მეტი განვითარების სხვადასხვა დარღვევის შესახებ. აქ თვენ დაგხვდებათ მარტივი ენით და ნათელი გამოსახულებებით მოცემული სანდო ინფორმაცია შემდეგ დარღვევებზე: ცერებრული დამბლა, აუტისტური სპექტრის აშლილობა, დაუნის სინდრომი, ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომი, ეპილეფსია, ტიკეები და სხვა

თითოეულ დარღვევასთან მიმართებაში განხილულია დარღვევისთვის დამახასიათებელი ნიშნები, გამომწვევი მიზეზები, დიაგნოსტირებასთან დაკავშირებული საკითხები, ინტერვენციის სტრატეგიებსი, რეკომენდაციები და სხვა.

 

პარტნიორები
მაკი ცდილობს მოწყვლადი ჯგუფების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას,  საჭირო რესურსების მიწოდებით, მხარდამჭერი სისტემებისა და მათზე მზრუნველი საზოგადოების გაძლიერების გზით. კომუნიკაცია მონაცემებით: ინოვაციური. ეფექტური. მარტივი.
საკონტაქტო ინფორმაცია
მაკ ჯორჯია

მისამართი მისამართი: კავსაძის ქუჩა 3 , მეორე სართული, თბილისი, საქართველო

ტელეფონი ტელეფონი: უფასო ცხელი ხაზი: 0 800 900 902; ოფისი #: 2197378

+