აქედან გამომდინარე პრაქტიკოსი თერაპევტი შესაძლოა მუშაობდეს სუპერვიზიის ქვეშ ან თავად უწევდეს პროფესიულ დახმარებას სენსორული ინტეგრაციის სერვისის მიმწოდებელ თერაპევტებს.
საქართველოს ოკუპაციური თერაპევტთა ასოციაციის მიხედვით და საერთაშორისო გამოცდილებით, სენსორული გადამუშავების სირთულეებზე მუშაობს ოკუპაციური თერაპევტი, ან მომიჯნავე სფეროს სპეციალისტი. მაგალითად ფიზიკური თერაპევტი, ენისა და მეტყველების თერაპევტი, ფსიქოლოგი. თუმცა ამ სფეროში მომუშავე სპეციალისტს აუცილებლად უნდა ჰქონდეს დამატებითი კვალიფიკაცია სენსორულ ინტეგრაციაში.
თერაპევტი, რომელიც სპეციალიზდა სენსორულ ინტეგრაციაში და იწყებს პირდაპირი თუ არაპირდაპირი თერაპიის მიწოდებას, აქტიურ კომუნიკაციაში უნდა იყოს სენსორულ ინტეგრაციაში სპეციალიზირებულ სუპერვაიზერთან, რომლის უშუალო ხელმძღვანელობით და წინასწარ შემუშავებული სამუშაო გეგმის მიხედვით უნდა ხდებოდეს თითოეული ბენეფიციარის ჩართვა თერაპულ პროცესში.
ხოლო იმ შემთხვევაში თუ სპეციალისტი არ არის სპეციალიზირებული სენსორულ ინტეგრაციაში, მას შეუძლია სენსორული ელემენტების (არა თერაპიის) აქტიურად გამოყენება თერაპიულ პროცესში.