სენსორული ინტეგრაცია

სენსორული ინტეგრაციის დარღვევა და მისი მახასიათებლები

Preview

ჩვენი ცენტრალური ნერვული სისტემა ყოველთვის ვერ ახერხებს შეგრძნებების ეფექტურად მიღებას, რეგისტრირებას, გაფილტვრას და გადამუშავებას. ეს კი გარკვეულ სტიმულებზე განსხვავებული რეაგირებით გამოიხატება. შესაბამისად შეგრძნებების გადამუშავების სირთულეების მქონე ბავშვებთან, შესაძლოა ვლინდებოდეს: სწავლის სირთულეები, ჰიპერაქტიულობა ან გაფანტულობა, ქცევის პრობლემები, კუნთთა ტონუსის, კოორდინაციის პრობლემები და მეტყველების სირთულეები. 

სირთულეები სენსორული ინფორმაციის გადამუშავების პროცესში შესაძლოა გამოიხატოს სხვადასხვა ფორმით. განვიხილოთ ძირითადი შემთხვევები:

  1. შეგრძნებების აღქმის სიძნელე - გამოიხატება ერთზე მეტი შეგრძნების აღმოჩენის, მათი განსხვავების და შემდეგ გადამუშავების გართულებით. ეს კი ხელს უშლის ბავშვს ჩაერთოს ისეთ აქტივობებში, რომლებიც გულისხმობს რამდენიმე შეგრძნების ერთდროულად გამოყენებას. მაგალითად შესაკრავების შეკვრისთვის საჭიროა ვიზუალური და შეხებითი შეგრძნების აღქმა და გადამუშავება.
  2. სომატოდისპრაქსია - დაკავშირებულია შეგრძნებების აღქმის და მოქმედებების მოტორულად დაგეგმარების სიძნელესთან. სომატოდისპრაქსიის ძირითადი მახასიათებელია შეხებითი შეგრძნების აღქმის და მოქმედებების დაგეგმვის, იმიტირების, და თანმიმდევრულად შესრულების სირთულე. ამის მაგალითია ტანსაცმლის ჩაცმისას ხელის გაყრა სახელოში, შესაკრავების შეკვრა და ა.შ. ასევე ბავშვს შესაძლოა გაუჭირდეს სპორტულ ან სხვა აქტიურ აქტივობებში ჩართვა. მაგალითად ფეხბურთი და ცეკვა.
  3. ვესტიბულური და ბილატერალური ინტეგრაციის დეფიციტი - გულისხმობს ვესტიბულური ინფორმაციის გადამუშავების გაძნელებას და მასთან დაკავშირებული ფუნქციების - კუნთთა ტონუსის, პოზის კონტროლის, ბალანსის, სხეულის ნაწილების კოორდინაციის და სხვა სირთულეებს. მაგალითად ველოსიპედის ტარება მოითხოვს წონასწორობის და სხეულის ნაწილების შეთანხმებულად მოქმედების უნარს.
  4. ვიზუალური დისპრაქსია - გულისხმობს მდგომარეობას, როდესაც ბავშვს უჭირს როგორც ვიზუალური ინფორმაციის აღქმა, ისე ვიზუალურ-მოტორული დაგეგმარება. ამ დროს ბავშვს შესაძლოა გაუჭირდეს წერა, გაფერადება, თავიდან ირიდებდეს ფაზლებით თამაშს, უძნელდებოდეს კონსტრუქციის აგება რაიმე მოდელის მიხედვით.
  5. სენსორული რეაქტიულობის სიძნელეები - გამოიხატება მაღალი ან დაბალი მგრძნობელობით სხვადასხვა შეგრძნების მიმართ. მაღალი მგრძნობელობა განისაზღვება როგორც ზედმეტი, გადაჭარბებული რეაგირება ტიპიურ შეგრძნებაზე. ხოლო დაბალი მგრძნობელობა გულისხმობს დაქვეითებულ რეაქციას ასევე ტიპიური შეგრძნების მიმართ. ორივე მათგანი ხელს უშლის ბავშვის ჩართულობას ყოველდღიურ აქტივობებში. მაგალითად ვესტიბულური მაღალი მგრძნობელობის მაგალითია, როცა ბავშვი თავიდან ირიდებს ისეთ თამაშის აქტივობებს, რომლებიც გულისხმობს მოძრაობას, ცოცვას, რწევას. ხოლო ტაქტილური დაბალი მგრძნობელობის შემთხვევაში, შესაძლოა ბავშვს გაუჭირდეს ცხელი საგნის ამოცნობა. ან ჩახუტების დროს გამოიყენოს იმაზე მეტი ძალა, ვიდრე საჭიროა.
  6. სენსორული გადამუშავების დარღვევასთან დაკაშირებული ქცევა - ორი ძირითადი მაგალითი, რომელსაც შესაძლოა ჰქონდეს სენსორული საფუძველი და უკავშირდებოდეს სენსორული გადამუშავების დარღვევას არის - ამრიდებლური (სენსორული სტიმულების თავიდან არიდება) და მაძიებელი (სენსორული სტიმულების ძიება) ქცევა. მაგალითად როდესაც ბავშვი აქტიურად ცდილობს პირით მოსინჯოს და დააგემოვნოს სხვადასხვა ნივთები, ან თავიდან ირიდებს მისთვის არასასურველ აქტივობებს თუ მოვლენებს - ვთქვათ ხმაურის შესამცირებლად ყურებზე იფარებს ხელებს. 

გაითვალისწინეთ, რომ თუკი სირთულეები ყოველდღიურად, სხვადასხვა გარემოში იჩენს თავს და ხელს უშლის ბავშვის აქტივობებში მონაწილეობას, საჭიროა დამატებითი მხარდაჭერა და მისი ჩართვა სენსორული ინტეგრაციის თერაპიაში.

აღსანიშნავია, რომ სენსორული გადამუშავების დარღვევის შემთხვევები საკმაოდ ხშირია. ამჟამინდელი კვლევების მიხედვით, ზოგადი პოპულაციის 10% ს, ხოლო იმ ბავშვთა 40 - 80% ს და ზრდასრულთა 3 - 1% ს, რომელთაც აქვთ სხვადასხვა ტიპის განვითარების დარღვევები, ასევე აღენიშნებათ სენსორული ინტეგრაციის სირთულეები. 

დიალოგის დახურვა
შეაღეს შესახებ

შეაღე საშუალებით თქვენ მოიძიებთ ორგანიზაციებს, რომლებიც ემსახურებიან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს და აწვდიან შემდეგ მომსახურებებს: სოციალური მომსახურება, ჯანმრთელობის მხარდამჭერი მომსახურება, საგანმანათლებლო მომსახურება, იურიდიული მხარდაჭერა, დასაქმების მხარდამჭერი მომსახურება, და სხვა.

შეაღე დაკავშირებულია რუკასთან, რომელიც ნიშნულების მეშვეობით ასახავს საქართველოს მასშტაბით, თქვენს რეგიონში, ქალაქში ან თემში არსებულ მომსახურების მიმწოდებელ ორგანიზაციებს, მათ ზუსტ მისამართს, საკონტაქტო მონაცემებს და დეტალურ ინფორმაციას მომსახურების შესახებ. 

მომსახურების მიმწოდებელი ორგანიზაციის აღმოჩენა შესაძლებელია საძიებო ფუნქციის გამოყენებით. შეაღეს მეშვეობით თქვენ შეგიძლიათ მისწეროთ სერვისის მიმწოდებელს, შეტყობინების ფუნქციის გამოყენებით და შეაფასოთ სერვისი. 

ასევე, შეაღეს საშუალებით თქვენ შეგიძლიათ გაგიგოთ მეტი განვითარების სხვადასხვა დარღვევის შესახებ. აქ თვენ დაგხვდებათ მარტივი ენით და ნათელი გამოსახულებებით მოცემული სანდო ინფორმაცია შემდეგ დარღვევებზე: ცერებრული დამბლა, აუტისტური სპექტრის აშლილობა, დაუნის სინდრომი, ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომი, ეპილეფსია, ტიკეები და სხვა

თითოეულ დარღვევასთან მიმართებაში განხილულია დარღვევისთვის დამახასიათებელი ნიშნები, გამომწვევი მიზეზები, დიაგნოსტირებასთან დაკავშირებული საკითხები, ინტერვენციის სტრატეგიებსი, რეკომენდაციები და სხვა.

 

პარტნიორები
მაკი ცდილობს მოწყვლადი ჯგუფების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას,  საჭირო რესურსების მიწოდებით, მხარდამჭერი სისტემებისა და მათზე მზრუნველი საზოგადოების გაძლიერების გზით. კომუნიკაცია მონაცემებით: ინოვაციური. ეფექტური. მარტივი.
საკონტაქტო ინფორმაცია
მაკ ჯორჯია

მისამართი მისამართი: კავსაძის ქუჩა 3 , მეორე სართული, თბილისი, საქართველო

ტელეფონი ტელეფონი: უფასო ცხელი ხაზი: 0 800 900 902; ოფისი #: 2197378

+