ჩამონათვალიდან ერთი ფაქტორი ან რამდენიმეს კომბინაცია, შესაძლოა მიანიშნებდეს სმენის დაქვეითებაზე ბავშვში. ამასთანავე, ცალკეული ნიშნის გამოვლენა დამოკიდებულია როგორც სმენის დაქვეითების ხარისხზე, ასევე, ბავშვის ასაკზე.
- არ კრთება უეცარ, ძლიერ ხმაზე
- არ რეაგირებს საუბარზე
- არ ინტერესდება ხმოვანი სათამაშოებით, როცა ის მისი მხედველობის ველს მიღმაა
- არ ბრუნდება მოსაუბრისკენ, როცა ის მისი მხედველობის ველს მიღმაა, თუმცა რეაგირებს მასზე, როცა ხედავს
- არ წყნარდება მშობლის ხმაზე, როცა მას ვერ ხედავს
- არ ბრუნდება ხმის წყაროსკენ
- თითქოს ზოგიერთი ხმა ესმის და ზოგი არა
- ყურადღებას არ აქცევს ხმის წყაროს
- არ აქვს მრავალფეროვანი არტიკულაცია
- 5 -6 თვის შემდეგ თანხმოვნები და ბავშვის ვოკალიზაციები არ მრავალფეროვნდება
- ერთი წლის ასაკისთვის არ ამბობს არც ერთ სიტყვას, არ ლაპარაკობს ან ლაპარაკობს გაუგებრად
- არ ასრულებს, აიგნორებს მითითებებს
- ხშირად ამბობს „ა“ და ითხოვს მაღალ ხმაზე ან უფრო ნელა გამეორებას
- უჭირს სიტყვების გაგება, განსაკუთრებით ხმაურიან გარემოში, ფონური ხმების არსებობისას
- 5 წლამდე ასაკში მეტყველების ნელი განვითარება
- 6 წლისთვის მეტყველების დროს არ იყენებს გარკვეულ ბგერებს
- ტელევიზორს ძალიან მაღალ ხმაზე უსმენს
- სკოლაში აკადემიურ მიღწევებში აქვს უეცარი ცვლილება
იმ შემთხვევაში, თუ მშობელს უჩნდება ნებისმიერი სახის ეჭვი ბავშვის სმენასთან დაკავშირებით, მან უნდა მიმართოს სპეციალისტს სმენის სამედიცინო შეფასებისთვის.