სმენის დაქვეითება და სიყრუე

ბავშვსა და მშობლებს შორის კომუნიკაცია

Preview

ბავშვისთვის სმენის დაზიანების დიაგნოზის დასმა, მშობლის ძლიერ განცდებს შეიძლება უკავშირდებოდეს, ხოლო ზოგისთვის, შოკის მომგვრელიც იყოს. თუმცა, მშობლებმა უნდა იცოდნენ,  რომ მათი შვილი გააკეთებს იმ ყველაფერს, რასაც სმენის მქონე თანატოლები აკეთებენ. ბავშვი გამოხატავს სითბოს და სიხარულს, ითამაშებს, წავა სკოლაში, შეიძენს მეგობრებს, დაკავდება სპორტით და გაიზრდება ბედნიერ, დამოუკიდებელ ადამიანად. სმენის დაზიანების მქონე ბავშვმა  სრულყოფილი ცხოვრებით რომ იცხოვრებს, მას პირველ რიგში ოჯახის წევრების მხარდაჭერა დასჭირდება, რადგან ბავშვისთვის ბედნიერი და წარმატებული მომავლის შექმნას თავად მშობელი იწყებს.   

მშობლობა,  დიდწილად,  მშობლებსა და ბავშვს შორის ეფექტურ კომუნიკაციაზეა დაფუძნებული. სმენის დაქვეითების მქონე ბავშვს ისევე სჭირდება ოჯახის წევრებთან კომუნიკაცია, როგორც სმენის მქონე ნებისმერ ბავშვს და თუ ბავშვთან ურთიერთობაში მთელი ოჯახი მონაწილეობს, ის თავს გრძნობს ოჯახის მიღებულ და სრულფასოვან წევრად. თუმცა, მშობლებმა შესაძლოა აღმოაჩინონ, რომ სმენის დაქვეითების მქონე შვილთან კომუნიკაცია მათთვის გამოწვევაა. ამავდროულად, კომუნიკაცია შეიძლება შედგეს მიუხედავად იმისა, თუ რომელი ენაა გამოყენებული თუ ის ბავშვისთვის არის გასაგები, შინაარსიანი და გამოიყენება ბავშვის უახლოეს გარემოში.

აღსანიშნავია, რომ მშობლების დაახლოებით 90%, რომელთაც ჰყავთ ყრუ შვილი, არ სწავლობს ჟესტურ ენას, მაშინაც კი, თუ ეს ბავშვთან კომუნიკაციის ძირითადი საშუალებაა. ზოგისთვის ჟესტური ენის სწავლა რთული შეიძლება იყოს, ზოგისთვის მიუღებელი, ხოლო ზოგმა, შეიძლება არც კი იცოდეს ამის მნიშვნელობა. ზოგიერთი მშობელი სწავლობს მხოლოდ ბაზისურ ჟესტურ ენას (მაგ.; საყოფაცხოვრებო შინაარსის ჟესტები), რაც გარკვეული ასაკის ბავშვთან კომუნიკაციისთვის შესაძლოა საკმარისი იყოს, მაგრამ ბავშვის ასაკის მატებასთან ერთად, არასაკმარისი ხდება, რადგან მოზარდთან კომუნიკაცია სულ უფრო მეტად ხდება დამოკიდებული ენაზე. ჩვეულებრივ, ბავშვის მიერ ენის ათვისება სწრაფად ხდება თუ მისთვის ხელმისაწვდომია ჟესტური ენაა და 4-5 წლის ბავშვმა  იცის უფრო მეტი ჟესტი, ვიდრე მისმა მშობლებმა. შედეგად, მშობლები უბრუნდებიან მათთვის დომინანტურ ენას, ზეპირ მეტყველებას, რათა აღიდგინონ კონტროლის გრძნობა.

90% ყრუ ბავშვებისა, უჩნდებათ სმენის მქონე მშობლებს  

90% მშობლებისა, რომელთაც ჰყავთ ყრუ შვილები, არ ფლობენ ჟესტურ ენას

ამრიგად, სმენის მქონე ოჯახებში დედა-შვილის კავშირის ადრეული განვითარება, რომელიც აუცილებელია ბავშვის მიერ საკუთარი თავისადმი პოზიტიური გრძნობების ჩამოსაყალიბებლად, ხშირად ფერხდება სმენის დაზიანების მქონე ბავშვის კომუნიკაციის სირთულით. ეს დაბრკოლება აყალიბებს ციკლს, სადაც მშობლები იმედგაცრუებულნი არიან, რადგან მათ არ შეუძლიათ ბავშვთან ეფექტური კომუნიკაცია და ბავშვი ამ იმედგაცრუების ინტერნალიზებას ახდენს. შედეგად, სმენის დაზიანება იწვევს ფსიქოლოგიურ „დაზიანებას“, რაც პრობლემურ ქცევაშიც შეიძლება აისახოს. სიყრუე ან სმენის დაქვეითება პირდაპირ არ განაპირობებს ბავშვის დაბალ თვითშეფასებას, მაგრამ კომუნიკაციის შესაძლებლობა, გავლენას ახდენს მის თვითშეფასებაზე.

შეიძლება გაჩნდეს კითხვა, თუ რატომ არ შეიძლება მშობელმა და ბავშვმა უბრალოდ მეტყველების ბაგეებიდან წაკითხვის გამოყენებით დაამყაროს კომუნიკაცია. გასათვალისწინებელია, რომ ბაგეებიდან კითხვა ძალიან რთულია და საუკეთესო „მკითხველიც“ კი, ხშირად გამოცნობით იგებს სიტყვას. ქართული ენის დიდი ნაწილი უხილავია ადამიანის თვალისთვის, რადგან ბგერების ნაწილი თვალისგან მოშორებით, ჩვენს პირში წარმოითქმის და არა ტუჩებზე. შესაბამისად, სიტყვის ბაგეებიდან წაკითხვა რთულია (მაგ., სიტყვები "კი", "ხინკალი").  გარდა ამისა, ბევრი ბგერა ჩვენს ტუჩებზე ერთმანეთს ჰგავს. ზოგი ადამიანი ბუნებრივად არის ნიჭიერი მეტყველების ბაგეებიდან კითხვაში, მაგრამ ადამიანების უმეტესობა, ხელიდან უშვებს მნიშვნელოვან ინფორმაციას ამ გზით კომუნიკაციისას.

დიალოგის დახურვა
შეაღეს შესახებ

შეაღე საშუალებით თქვენ მოიძიებთ ორგანიზაციებს, რომლებიც ემსახურებიან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს და აწვდიან შემდეგ მომსახურებებს: სოციალური მომსახურება, ჯანმრთელობის მხარდამჭერი მომსახურება, საგანმანათლებლო მომსახურება, იურიდიული მხარდაჭერა, დასაქმების მხარდამჭერი მომსახურება, და სხვა.

შეაღე დაკავშირებულია რუკასთან, რომელიც ნიშნულების მეშვეობით ასახავს საქართველოს მასშტაბით, თქვენს რეგიონში, ქალაქში ან თემში არსებულ მომსახურების მიმწოდებელ ორგანიზაციებს, მათ ზუსტ მისამართს, საკონტაქტო მონაცემებს და დეტალურ ინფორმაციას მომსახურების შესახებ. 

მომსახურების მიმწოდებელი ორგანიზაციის აღმოჩენა შესაძლებელია საძიებო ფუნქციის გამოყენებით. შეაღეს მეშვეობით თქვენ შეგიძლიათ მისწეროთ სერვისის მიმწოდებელს, შეტყობინების ფუნქციის გამოყენებით და შეაფასოთ სერვისი. 

ასევე, შეაღეს საშუალებით თქვენ შეგიძლიათ გაგიგოთ მეტი განვითარების სხვადასხვა დარღვევის შესახებ. აქ თვენ დაგხვდებათ მარტივი ენით და ნათელი გამოსახულებებით მოცემული სანდო ინფორმაცია შემდეგ დარღვევებზე: ცერებრული დამბლა, აუტისტური სპექტრის აშლილობა, დაუნის სინდრომი, ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომი, ეპილეფსია, ტიკეები და სხვა

თითოეულ დარღვევასთან მიმართებაში განხილულია დარღვევისთვის დამახასიათებელი ნიშნები, გამომწვევი მიზეზები, დიაგნოსტირებასთან დაკავშირებული საკითხები, ინტერვენციის სტრატეგიებსი, რეკომენდაციები და სხვა.

 

პარტნიორები
მაკი ცდილობს მოწყვლადი ჯგუფების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას,  საჭირო რესურსების მიწოდებით, მხარდამჭერი სისტემებისა და მათზე მზრუნველი საზოგადოების გაძლიერების გზით. კომუნიკაცია მონაცემებით: ინოვაციური. ეფექტური. მარტივი.
საკონტაქტო ინფორმაცია
მაკ ჯორჯია

მისამართი მისამართი: კავსაძის ქუჩა 3 , მეორე სართული, თბილისი, საქართველო

ტელეფონი ტელეფონი: უფასო ცხელი ხაზი: 0 800 900 902; ოფისი #: 2197378

+