სმენის დაქვეითება და სიყრუე

პროგნოზი

სმენის აღდგენის პროგნოზი დამოკიდებულია დაზიანების გამომწვევ მიზეზზე. სმენის გამტარობით  ანუ კონდუქტიურ დაქვეითებას, რაც უკავშირდება ყურის გარეთა ან შუა ნაწილს, აქვს გაუმჯობესების ყველაზე მაღალი პოტენციალი. მაგალითად, ბავშვს, რომელსაც ხშირად აღენიშნება ოტიტით გამოწვეული ყურის ინფექცია, სმენა სრულად შეიძლება აღუდგეს მას შემდეგ, რაც პატარა მილები  ქირურგიული ჩარევით ჩაიდგმება ყურში წნევის შესამსუბუქებლად და სითხის უკეთ გადინების ხელშესაწყობად. ყურში გოგირდის გადაჭარბებული დაგროვება, ჩვეულებრივ, საკმაოდ მარტივად შეიძლება იქნას მოგვარებული სპეციალისტის მიერ, რაც იწვევს სმენის თითქმის მყისიერ გაუმჯობესებას. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ სენსონევრალური  სმენის დარღვევების უმეტესობა მუდმივია.

რაც შეეხება სმენის დაზიანების შედეგებს ბავშვის კომუნიკაციის, ენისა და მეტყველების განვითარებაზე, აღნიშნული დამოკიდებულია ისეთ ფაქტორებზე, როგორიცაა: სმენის დაზიანების სიმწვავე, სმენის დაზიანების მიზეზი, სმენის დაზიანების ლოკაცია აუდიტორულ სისტემაში, დაზიანების ასაკი  (პრე თუ პოსტ ლინგვური დაზიანება), სმენის დაზიანების დადგენის პერიოდი (რამდენად დროულად მოხდა დიაგნოსტირება), სმენის დაზიანების დიაგნოსტირების შემდგომი ინტერვენცია (რამდენად დროულად და სათანადოდ წარიმართა), ბავშვის მიერ გამოყენებული სმენის აპარატის შესაბამისობა მის სმენით საჭიროებებთან და გამოყენების რეგულარობა, ოჯახში გამოყენებული მიდგომები და ენა და სხვ.

დიალოგის დახურვა
შეაღეს შესახებ

შეაღე საშუალებით თქვენ მოიძიებთ ორგანიზაციებს, რომლებიც ემსახურებიან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს და აწვდიან შემდეგ მომსახურებებს: სოციალური მომსახურება, ჯანმრთელობის მხარდამჭერი მომსახურება, საგანმანათლებლო მომსახურება, იურიდიული მხარდაჭერა, დასაქმების მხარდამჭერი მომსახურება, და სხვა.

შეაღე დაკავშირებულია რუკასთან, რომელიც ნიშნულების მეშვეობით ასახავს საქართველოს მასშტაბით, თქვენს რეგიონში, ქალაქში ან თემში არსებულ მომსახურების მიმწოდებელ ორგანიზაციებს, მათ ზუსტ მისამართს, საკონტაქტო მონაცემებს და დეტალურ ინფორმაციას მომსახურების შესახებ. 

მომსახურების მიმწოდებელი ორგანიზაციის აღმოჩენა შესაძლებელია საძიებო ფუნქციის გამოყენებით. შეაღეს მეშვეობით თქვენ შეგიძლიათ მისწეროთ სერვისის მიმწოდებელს, შეტყობინების ფუნქციის გამოყენებით და შეაფასოთ სერვისი. 

ასევე, შეაღეს საშუალებით თქვენ შეგიძლიათ გაგიგოთ მეტი განვითარების სხვადასხვა დარღვევის შესახებ. აქ თვენ დაგხვდებათ მარტივი ენით და ნათელი გამოსახულებებით მოცემული სანდო ინფორმაცია შემდეგ დარღვევებზე: ცერებრული დამბლა, აუტისტური სპექტრის აშლილობა, დაუნის სინდრომი, ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომი, ეპილეფსია, ტიკეები და სხვა

თითოეულ დარღვევასთან მიმართებაში განხილულია დარღვევისთვის დამახასიათებელი ნიშნები, გამომწვევი მიზეზები, დიაგნოსტირებასთან დაკავშირებული საკითხები, ინტერვენციის სტრატეგიებსი, რეკომენდაციები და სხვა.

 

პარტნიორები
მაკი ცდილობს მოწყვლადი ჯგუფების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას,  საჭირო რესურსების მიწოდებით, მხარდამჭერი სისტემებისა და მათზე მზრუნველი საზოგადოების გაძლიერების გზით. კომუნიკაცია მონაცემებით: ინოვაციური. ეფექტური. მარტივი.
საკონტაქტო ინფორმაცია
მაკ ჯორჯია

მისამართი მისამართი: კავსაძის ქუჩა 3 , მეორე სართული, თბილისი, საქართველო

ტელეფონი ტელეფონი: უფასო ცხელი ხაზი: 0 800 900 902; ოფისი #: 2197378

+