სმენის დაქვეითება და სიყრუე

რა არის აუდიოგრამა?

აუდიოლოგი, სპეციალისტი, რომელიც აკეთებს სმენის შეფასებას, შედეგებს ასახავს აუდიოგრამაზე. აუდიოგრამა იძლევა სმენის "სურათს". ის მიუთითებს, თუ რამდენად განსხვავდება სმენა ნორმალურისგან და თუ არის სმენის დაქვეითება, სმენითი გზის რა ნაწილში შეიძლება იყოს პრობლემა.

  • აუდიოგრამის ჰორიზონტალურ ღერძზე ასახულია ბგერის სიხშირეები ჰერცებში (ჰც).ჰორიზონტალურ ღერძზე ბგერების სიხშირეები მატულობს მარცხნიდან მარჯვნივ. მაგ., „დო“ ნოტის სიხშირე 256 ჰც-ია, ხოლო მობილური ტელეფონის ზარის- 2000 ჰც.  სიხშირის, მიხედვით განსხვავებულია ქალების, კაცების და ბავშვების ხმები. ხმოვნები უფრო დაბალი სიხშირის მქონე ბგერებია, ხოლო თანხმოვნები უფრო მაღალი სიხშირის.
  • აუდიოგრამის ვერტიკალურ ღერძზე ასახულია ბგერის ინტენსივობა დეციბელებში (დბ).  აუდიოგრამაზე  ბგერის ინტენსივობა, სიძლიერე მატულობს ზემოდან ქვემოთ. ნორმალური სმენის მქონე ადამიანს 0 დბ-ზე დაბალი ამპლიტუდის ბგერის აღქმა არ შეუძლია. სასაუბრო ხმის დონე დაახლოებით 60-65 დეციბელია, ხოლო 120 დეციბელი არის ძალიან ხმამაღალი - დაახლოებით ისეთივე, როგორც აფრენილი თვითმფრინავის ხმა, როდესაც მისგან 25 მეტრის დაშორებით ვდგავართ.

აუდიოგრამაზე სიხშირეები წარმოდგენილია 125-იდან 8000 ჰერცამდე. ნორმალური სმენის შემთხვევაში, ადამიანს შეუძლია მოისმინოს 20 ჰც-ზე ნაკლები და 20000 ჰც-ზე მაღალი სიხშირის ბგერა. თუმცა, სმენის შემოწმება ხდება 250 ჰც-დან 8000 ჰც-მდე, რადგან მეტყველების ბგერების უმეტესობა სწორედ ამ სიხშირეების დიაპაზონში წარმოიქმნება.

ერთ აუდიოგრამაზე შესაძლოა იყოს ინფორმაცია ორივე ყურისთვის. ასეთ შემთხვევაში, სმენის ჰაერგამტარი (ანუ ჩვეული) გზით შეფასებით მარჯვენა ყურიდან მიღებულ მონაცემს ასახავენ წრით - O, ხოლო, მარცხენა ყურიდან მიღებულ მონაცემებს ჯვარედინით - X. გარდა ამისა, აუდიოგრამაზე შეიძლება იყოს წარმოდგენილი ინფორმაცია ძვლოვანი გამტარობის ზღურბლის შესახებაც [ (მარჯვენა ყურისთვის) და ] (მარცხენა ყურისთვის).

ამრიგად, აუდიოგრამა გვაძლევს შემდეგ ინფორმაციას:

  • აქვს თუ არა ბავშვს სმენის დაქვეითება;
  • რა სახის სმენის დაქვეითება აქვს ბავშვს – ცალმხრივი თუ ორმხრივი;
  • რა ტიპის სმენის დაქვეითება აქვს ბავშვს (კონდუქტიური, სენსონევრალური ან შერეული);
  • რა ხარისხის სმენის დაქვეითება აქვს ბავშვს;

პოტენციურად რის მოსმენას შეძლებს და ვერ შეძლებს ამ აუდიოგრამის მქონე ბავშვი .

მეტყველების „ბანანი“ (იგივე მეტყველების ზონა) 

მეტყველების ბანანი არის ის ზონა აუდიოგრამაზე, სადაც მსოფლიოს ენების თითქმის ყველა ფონემა (სამეტყველო ბგერა) თავსდება. ანუ, მეტყველების ბანანი ასახავს აუდიოგრამაზე  სამეტყველო ბგერების გავრცელების ზონას, არეალს. განურჩევლად სალაპარაკო ენისა თუ სიტყვაში გამოყენებული კონკრეტული ბგერებისა, ადამიანის მეტყველების დიაპაზონი პროგნოზირებადი ნიმუშით აისახება. ეს ნიმუში იძლევა ბანანის ფორმას აუდიოგრამაზე. მეტყველების ბანანი ხშირად გამოიყენება სპეციალისტების მიერ, რათა დაეხმაროს ადამიანებს სმენის დაზიანების ფუნქციური ზემოქმედების გაგებაში ანუ თუ რა გავლენას ახდენს სმენის ესა თუ ის დაზიანება მეტყველების აღქმაზე და რომელი ბგერების გაგებას შეძლებს და რომლების ვერ შეძლებს. მაგ., სენსონევრალური დაზიანების შემთხვევაში, როგორც წესი, მაღალი სიხშირის და დაბალი ინტენსივობის (რბილი, ჩუმუ) ბგერების აღქმაა შეზღუდული ანუ თანხმოვნების, არადა, სიტყვის მნიშვნელობის გაგებაში, თანხმოვნებს განსაკუთრებული როლი აქვთ.

საგულისხმოა, რომ ადამიანს ნარჩენი სმენა შეიძლება აძლევდეს სხვადასხვა ხმის, მაგალითად ტელეფონის ზარის, ძაღლის ყეფის, მტვერსასრუტის  ხმის გაგების შესაძლებლობას, თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ მას ესმის სამეტყველო ბგერები.

დიალოგის დახურვა
შეაღეს შესახებ

შეაღე საშუალებით თქვენ მოიძიებთ ორგანიზაციებს, რომლებიც ემსახურებიან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს და აწვდიან შემდეგ მომსახურებებს: სოციალური მომსახურება, ჯანმრთელობის მხარდამჭერი მომსახურება, საგანმანათლებლო მომსახურება, იურიდიული მხარდაჭერა, დასაქმების მხარდამჭერი მომსახურება, და სხვა.

შეაღე დაკავშირებულია რუკასთან, რომელიც ნიშნულების მეშვეობით ასახავს საქართველოს მასშტაბით, თქვენს რეგიონში, ქალაქში ან თემში არსებულ მომსახურების მიმწოდებელ ორგანიზაციებს, მათ ზუსტ მისამართს, საკონტაქტო მონაცემებს და დეტალურ ინფორმაციას მომსახურების შესახებ. 

მომსახურების მიმწოდებელი ორგანიზაციის აღმოჩენა შესაძლებელია საძიებო ფუნქციის გამოყენებით. შეაღეს მეშვეობით თქვენ შეგიძლიათ მისწეროთ სერვისის მიმწოდებელს, შეტყობინების ფუნქციის გამოყენებით და შეაფასოთ სერვისი. 

ასევე, შეაღეს საშუალებით თქვენ შეგიძლიათ გაგიგოთ მეტი განვითარების სხვადასხვა დარღვევის შესახებ. აქ თვენ დაგხვდებათ მარტივი ენით და ნათელი გამოსახულებებით მოცემული სანდო ინფორმაცია შემდეგ დარღვევებზე: ცერებრული დამბლა, აუტისტური სპექტრის აშლილობა, დაუნის სინდრომი, ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომი, ეპილეფსია, ტიკეები და სხვა

თითოეულ დარღვევასთან მიმართებაში განხილულია დარღვევისთვის დამახასიათებელი ნიშნები, გამომწვევი მიზეზები, დიაგნოსტირებასთან დაკავშირებული საკითხები, ინტერვენციის სტრატეგიებსი, რეკომენდაციები და სხვა.

 

პარტნიორები
მაკი ცდილობს მოწყვლადი ჯგუფების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას,  საჭირო რესურსების მიწოდებით, მხარდამჭერი სისტემებისა და მათზე მზრუნველი საზოგადოების გაძლიერების გზით. კომუნიკაცია მონაცემებით: ინოვაციური. ეფექტური. მარტივი.
საკონტაქტო ინფორმაცია
მაკ ჯორჯია

მისამართი მისამართი: კავსაძის ქუჩა 3 , მეორე სართული, თბილისი, საქართველო

ტელეფონი ტელეფონი: უფასო ცხელი ხაზი: 0 800 900 902; ოფისი #: 2197378

+