სმენის დაქვეითება და სიყრუე

როდის მივმართოთ სპეციალისტს

სმენის შემოწმება გარკვეული რეგულარობით უნდა ხდებოდეს. სმენის დაქვეითების რისკის  მქონე ბავშვებს, მაშინაც კი, თუ დაბადებისას უარყოფითი სმენის სკრინინგი აქვთ (ანუ წარმატებით გაიარეს სკრინინგი), რამდენჯერმე უნდა ჩაუტარდეთ აუდიოლოგიური ტესტირება 3 წლის ასაკამდე. ამასთანავე, სხვადასხვა მიზეზით (მაგ., ინფექციის, ტრავმის ან ხმაურის ზემოქმედების შედეგად) სმენის დაქვეითება შესაძლოა ადრეულ ასაკში, დაბადების შემდგომაც მოხდეს. ამიტომ, რეკომენდებულია ბავშვის სმენის შემოწმება 4-6 და 10 წლის ასაკში და ნებისმიერ სხვა პერიოდში, თუ გაჩნდება ბავშვის სმენასთან დაკავშირებული რაიმე ჩივილები. სმენის დაქვეითება აუცილებლობით არ არის დაკავშირებული ტკივილთან. გარდა ამისა,  ბავშვებმა თავად შეიძლება ვერც კი შეამჩნიონ სმენის დაქვეითება, მაგრამ ადგილი ჰქონდეს დაკვირვებად ქცევით ცვლილებებს  (მოსაუბრესთან ახლოს ჯდომა, ტელევიზორის მაღალ ხმაზე მოსმენა, მითითებების იგნორირება), რაც სმენის გაუარესების ნიშანი შეიძლება იყოს.  სმენის სრული შეფასება უნდა ჩატარდეს ნებისმიერ დროს, როდესაც არსებობს ეჭვი მეტყველებისა და ენის განვითარებასთან დაკავშირებით ან უჩვეულოდ მაღალი დონის უყურადღებობა ხმოვან სტიმულებზე. 

გარდა ამისა, სმენის დაზიანების შეძენის რისკ ჯგუფს წარმოადგენენ მოზარდები, რისი ერთ-ერთი მიზეზიც ყურსასმენების და მუსიკის/აუდიო ინფორმაციის დაშვებულზე მაღალ ხმაზე მოსმენა არის ხოლმე. სტატისტიკის მიხედვით, ყოველი ექვსი მოზარდიდან ერთს გარკვეული ხარისხის სმენის დაქვეითება აქვს. საყურადღებოა, რომ მოზარდმა შესაძლოა თავიდან ვერც კი შენიშნოს საკუთარი სმენის დაქვეითება, ამიტომ რეკომენდებულია სმენის შემოწმება შემდეგ პერიოდებში: 11-დან 14 წლამდე; 15-დან 17 წლამდე; 18-დან 21 წლამდე პერიოდებში.

დიალოგის დახურვა
შეაღეს შესახებ

შეაღე საშუალებით თქვენ მოიძიებთ ორგანიზაციებს, რომლებიც ემსახურებიან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს და აწვდიან შემდეგ მომსახურებებს: სოციალური მომსახურება, ჯანმრთელობის მხარდამჭერი მომსახურება, საგანმანათლებლო მომსახურება, იურიდიული მხარდაჭერა, დასაქმების მხარდამჭერი მომსახურება, და სხვა.

შეაღე დაკავშირებულია რუკასთან, რომელიც ნიშნულების მეშვეობით ასახავს საქართველოს მასშტაბით, თქვენს რეგიონში, ქალაქში ან თემში არსებულ მომსახურების მიმწოდებელ ორგანიზაციებს, მათ ზუსტ მისამართს, საკონტაქტო მონაცემებს და დეტალურ ინფორმაციას მომსახურების შესახებ. 

მომსახურების მიმწოდებელი ორგანიზაციის აღმოჩენა შესაძლებელია საძიებო ფუნქციის გამოყენებით. შეაღეს მეშვეობით თქვენ შეგიძლიათ მისწეროთ სერვისის მიმწოდებელს, შეტყობინების ფუნქციის გამოყენებით და შეაფასოთ სერვისი. 

ასევე, შეაღეს საშუალებით თქვენ შეგიძლიათ გაგიგოთ მეტი განვითარების სხვადასხვა დარღვევის შესახებ. აქ თვენ დაგხვდებათ მარტივი ენით და ნათელი გამოსახულებებით მოცემული სანდო ინფორმაცია შემდეგ დარღვევებზე: ცერებრული დამბლა, აუტისტური სპექტრის აშლილობა, დაუნის სინდრომი, ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომი, ეპილეფსია, ტიკეები და სხვა

თითოეულ დარღვევასთან მიმართებაში განხილულია დარღვევისთვის დამახასიათებელი ნიშნები, გამომწვევი მიზეზები, დიაგნოსტირებასთან დაკავშირებული საკითხები, ინტერვენციის სტრატეგიებსი, რეკომენდაციები და სხვა.

 

პარტნიორები
მაკი ცდილობს მოწყვლადი ჯგუფების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას,  საჭირო რესურსების მიწოდებით, მხარდამჭერი სისტემებისა და მათზე მზრუნველი საზოგადოების გაძლიერების გზით. კომუნიკაცია მონაცემებით: ინოვაციური. ეფექტური. მარტივი.
საკონტაქტო ინფორმაცია
მაკ ჯორჯია

მისამართი მისამართი: კავსაძის ქუჩა 3 , მეორე სართული, თბილისი, საქართველო

ტელეფონი ტელეფონი: უფასო ცხელი ხაზი: 0 800 900 902; ოფისი #: 2197378

+