ბავშვის რეაქციაზე ხმაზე სმენის გავლენას ახდენს მისი ასაკი და განვითარების სტადია. ამრიგად, ხმოვან სტიმულზე რეაქციის ნაკლებობა ყოველთვის არ ნიშნავს, რომ ბავშვს არ ესმის. ნორმალური სმენის მქონე ბავშვები სიცოცხლის პირველი ორი თვის განმავლობაში არ რეაგირებენ ძალიან რბილ (ჩუმ) ხმებზე, შესაბამისად, ამ პერიოდში ბავშვის რეაქცია ბგერაზე ძნელია ამოსაცნობია. ხმის სხვადასხვა დონე ჩვილებში იწვევს განსხვავებულ რეაქციას, რაც მათი აქტიურობის დონეზეც არის დამოკიდებული. მაგალითად, ჩვილები მეტად რეაგირებენ უფრო რბილ (ჩუმ) ბგერებზე ჩაძინებისას, ვიდრე სიფხიზლის და აქტიურობის დროს. ზოგიერთი ბგერა უფრო საინტერესო შეიძლება იყოს ბავშვისთვის, ზოგი ნაკლებად. ჩვილებს ასევე უფრო მეტად აინტერესებთ კომპლექსური ხმები, როგორიცაა სათამაშო ჩხარუნას ან მუსიკის ხმა, ვიდრე მარტივი ხმები, როგორიცაა სიგნალის ან სასტვენის. თუ ხმა ძალიან ხშირად მეორდება, ჩვილები კარგავენ ინტერესს და შეიძლება საერთოდ შეწყვიტონ კონკრეტულ ხმაზე რეაგირება.
ჩვილებში განსაკუთრებულად რთულია სმენის მსუბუქი ხარისხის დაქვეითების აღმოჩენა. მშობელი როგორც წესი, ყოველთვის ახლო დისტანციაზეა ჩვილთან როდესაც ესაუბრება და სმენის მსუბუქი დაქვეითების შემთხვევაშიც, ბავშვი ადვილად გაიგებს მშობლის და გარემოს ხმებს და მოახდენს მათზე რეაგირებას.
მიუხედავად იმისა, რომ ძნელია მშობელმა ზუსტად დაადგინოს თუ რამდენად ესმის ჩვილს, ბავშვის ზოგიერთი ქცევა მიანიშნებს, რომ მას ესმის ბგერები/ხმები.
0-28 დღე
- უკეთესად რეაგირებს ახლომდებარე ხმებზე
- ავლენს გაოცებას ხმაზე, რომელიც აღიქმება ხმამაღალ ხმად
- აფართოებს ან აფახულებს თვალებს უეცარ ხმებზე, შესაძლოა დაისტრესოს
- კრთება ან ეღვიძება ხმაზე. ჩვილები ჩვეულებრივ რეაგირებენ რბილ (დაბალ) ხმაზე მხოლოდ მაშინ, როდესაც ღრმად არ სძინავთ. ღრმა ძილის შემთხვევაში, ხმები, როგორც წესი, უნდა აღიქმებოდეს, როგორც ხმამაღალი, რეაქცია რომ გამოიწვიოს
- თვალის მოძრაობა. ერთი თვისთვის ჩვილს შეუძლია გახედოს და თავი გაამოძრაოს ახლომდებარე ხმისკენ
- სხეული შეიძლება დაიძაბოს გარკვეული ბგერების საპასუხოდ
- ხმაზე საპასუხოდ შეიძლება დაჭიმოს კიდურები ან გაშალოს თითები
1-4 თვე
- ხმაზე საპასუხოდ აფართოებს ან აფახულებს თვალებს და შესაძლოა შეჭმუხნოს წარბები
- შეუძლია მზერა გადაიტანოს ხმისკენ
- ჩუმდება, როდესაც ხმა ესმის, შეიძლება დაიჭიმოს
- ოთხი თვისთვის იწყებს ხმისკენ თავის მიბრუნებას
4-7 თვე
- თავს აბრუნებს ხმისკენ, მაგრამ შეუძლია ხმის ლოკაციის განსაზღვრა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ხმა მისი ყურის დონეზე
ხმაზე რეაგირების გარდა, ჩვილების ვოკალიზაციაც გვაძლევს გარკვეულ ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რისი მოსმენა შეუძლიათ მათ. მაგალითად, 5-6 თვიდან ჩვილების ვოკალიზაციები უფრო მრავალფეროვნდება და მეტად დამოკიდებული ხდება იმაზე, რაც ესმით.
ბავშვის ქცევაზე დაკვირვებისას გასათვალისწინებელია შემდეგი ფაქტორები:
- თუ ბავშვი ზედმეტად აქტიური ან დაღლილია, შეიძლება არ მოახდინოს მოსალოდნელი რეაგირება ხმებზე;
- თუ თქვენ რამდენჯერმე უმეორებდით ერთი და იმავე ხმას, შესაძლოა ბავშვი შეეჩვია და საერთოდ არ მოახდინოს მასზე რეაგირება;
- ხმაზე ბავშვის რეაქციების ტესტირებას, უმჯობესია უბრალოდ იყოთ ყურადღებით და დააკვირდეთ იმ რეაქციებს, რომელსაც ბავშვი ბუნებრივად ავლენს ხმებზე;
- საუკეთესო სმენითი რეაქციების დანახვა შესაძლებელია სიჩუმეში, როდესაც პატარა თავად მშვიდადაა, იძინებს ან ესმის უეცარი მაღალი ხმები. თუ სახლში ხმაურია, შესაძლოა უფრო რთული იყოს გარკვეულ ხმებზე ბავშვის რეაგირების დანახვა;
- მნიშვნელოვანია, გამიჯვნა ბავშვმა რეაგირება მოახდინა ვიზუალურ სტიმულზე თუ ხმაზე. მაგ., თუ ბავშვის სახის წინ ტაშს შემოკრავთ და ბავშვი შეკრთება, დაზუსტებით ვერ გაიგებთ, თვალების დახამხამება გამოიწვია ხმამ თუ ხელების მოძრაობამ;
- ზოგიერთ ჩვილს შეუძლია შეიგრძნოს მშობლის სუნამოს ან საცხის სურნელი და მისთვის ეს იყოს სიგნალი, რომ დედა ან მამა ახლოს არიან; თუმცა, მშობელმა შეიძლება იფიქროს, რომ ბავშვი მათ ხმაზე რეაგირებს.