სმენის დაქვეითება და სიყრუე

სმენასთან დაკავშირებული სხვა ფაქტორები

  • გოგირდის საცობით განპირობებული: საცობი შეიძლება აღმოჩნდეს ზოგიერთ ადამიანში, რომელსაც აქვს ყურებში გოგირდის დიდი რაოდენობა. ყურის გოგირდი ადამიანის ყურში მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს - ის იცავს მტვრის და სხვა ნაწილაკებისაგან. გოგირდი ბუნებრივად შრება და თავისით ამოვარდება ყურის არხიდან, არ არის საჭირო მისი გაწმენდა, თუ ექიმმა ან ყურის სპეციალისტმა არ გირჩიათ. სინამდვილეში, ბამბის ჩხირის ან სხვა პატარა ნივთის გამოყენებით, ყურში გოგირდის უფრო ღრმად შეტანის მეტი რისკია.  როდესაც გოგირდის საცობი კეთდება, რეკომენდებულია სამედიცინო დახმარებისთვის მიმართვა, რათა თავიდან იქნას აცილებული სმენის დაქვეითება, ინფექცია ან დაფის აპკის დაზიანება.
  • კვებითი დეფიციტი: B12-ის ან ფოლიუმის მჟავის ნაკლებობამ, შეიძლება გავლენა იქონიოს ბავშვის ან მოზრდილის სმენაზე. ფოლიუმის მჟავას ხშირად უნიშნავენ ორსულებს, რომლის ერთ-ერთი დანიშნულებაც, ნაყოფის დაცვის გაძლიერებაა. ცუდი კვება ჩვეულებრივ იწვევს სენსონევრალურ სმენის დაქვეითებას, რაც გავლენას ახდენს მაღალი სიხშირის ბგერების აღქმაზე.
  • ტინიტუსი:  ეს სინამდვილეში საერთოდ არ არის სმენის დაკარგვის ფორმა. ტინიტუსი ეხება ყურებში ზარს ან წკრიალს. ადამიანს ერთხელ მაინც განუცდია დროებითი ტინიტუსი. როგორც წესი, ის თავისთავად გადის რამდენიმე დღის ან კვირის შემდეგ. თუმცა, ზოგიერთი ადამიანი განიცდის ქრონიკულ ტინიტუსს და მუდმივი წკრიალი ხელს უშლის მოსმენილის გაგებაში.  ტინიტუსის ერთადერთი ცნობილი მკურნალობა არის მისი ძირითადი გამომწვევი მიზეზის მოგვარება, როგორიცაა დიაბეტი ან მოწევით განპირობებული სისხლის ცუდი მიმოქცევა.
დიალოგის დახურვა
შეაღეს შესახებ

შეაღე საშუალებით თქვენ მოიძიებთ ორგანიზაციებს, რომლებიც ემსახურებიან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს და აწვდიან შემდეგ მომსახურებებს: სოციალური მომსახურება, ჯანმრთელობის მხარდამჭერი მომსახურება, საგანმანათლებლო მომსახურება, იურიდიული მხარდაჭერა, დასაქმების მხარდამჭერი მომსახურება, და სხვა.

შეაღე დაკავშირებულია რუკასთან, რომელიც ნიშნულების მეშვეობით ასახავს საქართველოს მასშტაბით, თქვენს რეგიონში, ქალაქში ან თემში არსებულ მომსახურების მიმწოდებელ ორგანიზაციებს, მათ ზუსტ მისამართს, საკონტაქტო მონაცემებს და დეტალურ ინფორმაციას მომსახურების შესახებ. 

მომსახურების მიმწოდებელი ორგანიზაციის აღმოჩენა შესაძლებელია საძიებო ფუნქციის გამოყენებით. შეაღეს მეშვეობით თქვენ შეგიძლიათ მისწეროთ სერვისის მიმწოდებელს, შეტყობინების ფუნქციის გამოყენებით და შეაფასოთ სერვისი. 

ასევე, შეაღეს საშუალებით თქვენ შეგიძლიათ გაგიგოთ მეტი განვითარების სხვადასხვა დარღვევის შესახებ. აქ თვენ დაგხვდებათ მარტივი ენით და ნათელი გამოსახულებებით მოცემული სანდო ინფორმაცია შემდეგ დარღვევებზე: ცერებრული დამბლა, აუტისტური სპექტრის აშლილობა, დაუნის სინდრომი, ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომი, ეპილეფსია, ტიკეები და სხვა

თითოეულ დარღვევასთან მიმართებაში განხილულია დარღვევისთვის დამახასიათებელი ნიშნები, გამომწვევი მიზეზები, დიაგნოსტირებასთან დაკავშირებული საკითხები, ინტერვენციის სტრატეგიებსი, რეკომენდაციები და სხვა.

 

პარტნიორები
მაკი ცდილობს მოწყვლადი ჯგუფების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას,  საჭირო რესურსების მიწოდებით, მხარდამჭერი სისტემებისა და მათზე მზრუნველი საზოგადოების გაძლიერების გზით. კომუნიკაცია მონაცემებით: ინოვაციური. ეფექტური. მარტივი.
საკონტაქტო ინფორმაცია
მაკ ჯორჯია

მისამართი მისამართი: კავსაძის ქუჩა 3 , მეორე სართული, თბილისი, საქართველო

ტელეფონი ტელეფონი: უფასო ცხელი ხაზი: 0 800 900 902; ოფისი #: 2197378

+