კონგენიტალური ანუ თანდაყოლილი მიზეზები (დაბადებიდან)
ტერმინი თანდაყოლილი სმენის დაქვეითება გულისხმობს, რომ სმენის დაქვეითებას ადგილი აქვს დაბადებისთანავე, რაც სხვადასხვა ფაქტორით შეიძლება იყოს განპირობებული, რომლებიც გვხვდება საშვილოსნოში (პრენატალური) ან დაბადების დროს.
- გენეტიკური ფაქტორები - მათ შორისაა მემკვიდრეობითი და არამემკვიდრეობითი სმენის დაქვეითება, რაც იმას ნიშნავს, რომ დაქვეითება შეიძლება გადავიდეს მშობლის გენების მეშვეობით, ან შეიძლება მოულოდნელად გაჩნდეს ბავშვის გენებში. მიჩნეულია, რომ გენეტიკური ფაქტორები განაპირობებს ბავშვებში თანდაყოლილი სმენის დაკარგვის 50%-ზე მეტს. გენეტიკაზე კვლევების წინსვლასთან ერთად, უფრო მეტი ინფორმაცია გროვდება სმენის დაქვეითების არამემკვიდრეობითი მიზეზების შესახებ.
- პრენატალური ფაქტორები - ზოგიერთი ინფექცია შეიძლება დედიდან შვილზე გადავიდეს საშვილოსნოში და შედეგად, შეიძლება გამოიწვიოს ბავშვის სმენის დაზიანება. ყველაზე გავრცელებულია დედის წითურა და ციტომეგალოვირუსი (CMV). სიყრუე ასევე შეიძლება გამოწვეული იყოს სისხლის შეუთავსებლობით ორსულსა და მის ნაყოფს შორის (მაგ., მშობლის სისხლი რეზუს უარყოფითი და ნაყოფის რეზუს დადებითი). იშვიათ შემთხვევებში, ამან შეიძლება გამოიწვიოს ტოქსიკურობის ფორმა, რომელიც აზიანებს სმენას ჩანასახში.
- პერინატალური ფაქტორები - პერინატალური ეხება მოვლენებს, რომლებიც ხდება დაბადების დროს ან დაბადების შემდეგ მალევე. მაგალითად, ზოგჯერ ბავშვს უჭირს საშვილოსნოს ყელში გადაადგილება და შეიძლება ადგილი ჰქონდეს ჟანგბადის ნაკლებობას, მდგომარეობა, რომელიც ცნობილია როგორც "დაბადების ასფიქსია". სმენის დაზიანება შეიძლება მოხდეს ზოგიერთ, მაგრამ არა ყველა შემთხვევაში. ამ მიზეზით გამოწვეული სმენის დაზიანების ხარისხი დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენ ხანს იყო ბავშვი ჟანგბადის გარეშე. კიდევ ერთი პრობლემა, რომელიც შეიძლება მოხდეს დაბადების დროს, არის მდგომარეობა, რომელიც ცნობილია როგორც ჰიპერბილირუბინემია. ეს არის ბილირუბინის, ყვითელი პიგმენტის, გადაჭარბებული დაგროვება და იწვევს სიყვითლეს ( კანის ან/და თვალების გაყვითლებას). აღნიშნული, გამოწვეულია ბავშვის ღვიძლთან ან სხვა მფილტრავ ორგანოსთან დაკავშირებული პრობლემით და თუ დროულად არ მოხდება მკურნალობა, შეიძლება გამოიწვიოს სიყრუე.