სმენის დაქვეითება და სიყრუე

როგორ გვესმის?

Preview

აუდიოვესტიბულარული სისტემა პირველი სენსორული ორგანოა, რომელიც ემბრიოლოგიურად ვითარდება. 3 კვირის ნაყოფს აქვს სმენითი „ორმო“ რომლისგანაც ყალიბდება შიგნითა ყური. ამავე პერიოდში ხდება შუა ყურის ფორმირებაც. 26 კვირისთვის სმენის ორგანო ფაქტიურად ჩამოყალიბებულია და ნაყოფი რეაგირებს ხმებზე, ხოლო 30 კვირისთვის, ფორმირებულია ტვინის ღეროს სმენითი ცენტრები. ამრიგად, ჯერ კიდევ მუცლად ყოფნის პერიოდიდან   ბავშვისთვის ხელმისაწვდომია გარკვეული ხმოვანი ინფორმაცია. სწორედ ამიტომ ენიჭება მნიშვნელობა მშობლების მიერ ნაყოფთან საუბარს და სასიამოვნო ხმოვანი სტიმულების მიწოდებას.  დაბადებისთანავე, ჩვილს ესმის გარემოში არსებული ხმები და რეაგირებს მათზე.

ხმა – ყურისთვის აღქმადი ბგერითი ტალღების ერთობლიობაა. ბგერა (ტალღების სახით) შედის ყურში,  გაივლის ყურის სხვადასხვა სტრუქტურას და შემდგომ მიემართება ტვინისკენ, სადაც სმენის ცენტრებია განთავსებული და სადაც ხმოვანი ინფორმაციის ინტერპრეტაცია ხდება. ამრიგად, შეიძლება ითქვას, რომ ბგერის გზა „ყურებში“ გადის, ყური, ხმოვანი ინფორმაციის ტვინამდე მისასვლელ კარს წარმოადგენს.

ყური სამი ძირითადი ნაწილისგან შედგება: გარეთა, შუა და შიგნითა ყურისგან.

გარეთა ყური მოიცავს ყურის ნიჟარას, გარეთა სასმენ მილს და დაფის აპკს. ნიჟარა, ბგერებს აგროვებს და სასმენ მილს გადასცემს. გარეთა ყურიდან შემოსული ჰაერის ტალღა დაფის აპკს არხევს. გარეთა ყურს რამდენიმე ძირითადი ფუნქცია აქვს: I- მისი გრძელი (2,5 სმ) და ვიწრო (5-7 მმ) მილი, იცავს შედარებით დელიკატურ შუა და შიგნითა ყურს უცხო სხეულების შეღწევისგან. II - თავისი სტრუქტურიდან გამომდინარე, წარმოადგენს მაღალი სიხშირის ბგერების რეზონატორს ანუ გამაძლიერებელს. III - ნიჟარის საშუალებით, ხელს უწყობს ბგერების მოკრებას და ხმის წყაროს ლოკალიზაციას.

შუა ყური საკმაოდ პატარა ღრუა, რომელიც ჰაერს შეიცავს.  დაფის აპკი ერთმანეთისგან ყოფს ყურის გარეთა და შუა ნაწილებს,  ასე რომ, ის ხანდახან შუა ყურის ნაწილადაც განიხილება. შუა ყურში სასმენ ძვალთა კომპლექსია განთავსებული, მოძრავად შეერთებული სამი ძვალი -  გრდემლი, ჩაქუჩი და უზანგი. ეს ადამიანის სხეულის ყველაზე პატარა ძვლებია, რომლებიც ადვილად მოთავსდება ცერის ფრჩხილზე. დაფის აპკის რხევა სასმენ ძვლებს გადაეცემა მონაცვლეობით, განაპირობებს მათ გააქტიურებას და წარმოქმნილი მოძრაობები იწვევს ტალღებს, მექანიკურ ენერგიას.  ყურის აღნიშნულ ნაწილში რხევა ძლიერდება. უზანგი, რიგით მესამე ძვალი, რხევას გადასცემს აპკს, რომელიც შიგნითა ყურში შემავალ ხვრელს, ოვალურ სარკმელს საზღვრავს.

შიგნითა ყური  ორი ძირითადი ნაწილისგან შედგება:

  1. ვესტიბულური აპარატი - წონასწორობის ანალიზატორი: ის აგზავნის შეტყობინებებს ტვინში, რათა დაგვეხმაროს წონასწორობის შენარჩუნებაში, მიუხედავად იმისა, თუ რა პოზიციაში ვიმყოფებით.
  2. კოხლეა/ლოკოკინა -  ბარდის ზომის, ლოკოკინას მსგავსი, სპირალურად დახვეული სითხით ამოვსებული არხია, რომელიც სხვადასხვა სიგრძის ძაფებს/წამწამოვან უჯრედებს და მათზე განთავსებულ სმენის რეცეპტორებს შეიცავს. ისინი ბგერითი ტალღებით ღიზიანდებიან.  ცალკეული რეცეპტორი რეაგირებს კონკრეტული სიხშირის ბგერაზე. ლოკოკინას ფსკერზე განლაგებული წამწამოვანი უჯრედები მაღალი სიხშირის ბგერებზე რეაგირებენ, ხოლო შუა და ზედა ნაწილში განლაგებული -  დაბალი სიხშირის ბგერებზე.  წამწამოვანი უჯრედები ფუნქციონირებენ როგორც ფორტეპიანოს კლავიატურა.  ლოკოკინაში ბგერითი ტალღები ელექტრონულ იმპულსებად გარდაიქმნება და სმენის ნერვის საშუალებით მიემართება ტვინისკენ შემდგომი დამუშავებისა და მათთვის მნიშვნელობის მინიჭებისთვის  (მაგ., ძაღლის ყეფა, ტელეფონის ზარი, ცალკეული სიტყვა).

ამრიგად, ბგერის გატარება გარეთა და შუა ყურის ფუნქციაა, ხოლო ხმოვანი სიგნალის ნერვულ იმპულსად გარდაქმნა კი, შიგნითა ყურის. ბგერის გზის ამ ჯაჭვის ნებისმიერ რგოლში წარმოშობილი პრობლემა, საბოლოოდ სმენის ფუნქციაზე აისახება. იმის მიხედვით, თუ სმენის ანალიზატორის რომელ ნაწილსა და სტრუქტურას უკავშირდება დაზიანება, განსხვავდება სმენის დაქვეითების ტიპიც, სიმწვავე და პროგნოზი.

დიალოგის დახურვა
შეაღეს შესახებ

შეაღე საშუალებით თქვენ მოიძიებთ ორგანიზაციებს, რომლებიც ემსახურებიან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს და აწვდიან შემდეგ მომსახურებებს: სოციალური მომსახურება, ჯანმრთელობის მხარდამჭერი მომსახურება, საგანმანათლებლო მომსახურება, იურიდიული მხარდაჭერა, დასაქმების მხარდამჭერი მომსახურება, და სხვა.

შეაღე დაკავშირებულია რუკასთან, რომელიც ნიშნულების მეშვეობით ასახავს საქართველოს მასშტაბით, თქვენს რეგიონში, ქალაქში ან თემში არსებულ მომსახურების მიმწოდებელ ორგანიზაციებს, მათ ზუსტ მისამართს, საკონტაქტო მონაცემებს და დეტალურ ინფორმაციას მომსახურების შესახებ. 

მომსახურების მიმწოდებელი ორგანიზაციის აღმოჩენა შესაძლებელია საძიებო ფუნქციის გამოყენებით. შეაღეს მეშვეობით თქვენ შეგიძლიათ მისწეროთ სერვისის მიმწოდებელს, შეტყობინების ფუნქციის გამოყენებით და შეაფასოთ სერვისი. 

ასევე, შეაღეს საშუალებით თქვენ შეგიძლიათ გაგიგოთ მეტი განვითარების სხვადასხვა დარღვევის შესახებ. აქ თვენ დაგხვდებათ მარტივი ენით და ნათელი გამოსახულებებით მოცემული სანდო ინფორმაცია შემდეგ დარღვევებზე: ცერებრული დამბლა, აუტისტური სპექტრის აშლილობა, დაუნის სინდრომი, ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომი, ეპილეფსია, ტიკეები და სხვა

თითოეულ დარღვევასთან მიმართებაში განხილულია დარღვევისთვის დამახასიათებელი ნიშნები, გამომწვევი მიზეზები, დიაგნოსტირებასთან დაკავშირებული საკითხები, ინტერვენციის სტრატეგიებსი, რეკომენდაციები და სხვა.

 

პარტნიორები
მაკი ცდილობს მოწყვლადი ჯგუფების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას,  საჭირო რესურსების მიწოდებით, მხარდამჭერი სისტემებისა და მათზე მზრუნველი საზოგადოების გაძლიერების გზით. კომუნიკაცია მონაცემებით: ინოვაციური. ეფექტური. მარტივი.
საკონტაქტო ინფორმაცია
მაკ ჯორჯია

მისამართი მისამართი: კავსაძის ქუჩა 3 , მეორე სართული, თბილისი, საქართველო

ტელეფონი ტელეფონი: უფასო ცხელი ხაზი: 0 800 900 902; ოფისი #: 2197378

+