სმენის დაქვეითება და სიყრუე

სმენის ფუნქცია - რისთვის გვჭირდება სმენა?

Preview

დაბადებიდან ბავშვი მის გარშემო არსებული სამყაროს შესამეცნებლად და მასთან ინტერაქციისათვის, სხვადასხვა შეგრძნებას იყენებს, რომელთა შორის სმენას ერთ-ერთი ცენტრალური ფუნქცია აკისრია. სმენის საშუალებით ბავშვს ესმის გარემოში არსებული ხმები,  საუბრები. ადამიანების უმრავლესობა აუდიტორულ-ორალურ კომუნიკაციას ამყარებს და შესაბამისად, სმენის სისტემის გამართულ ფუნქციონირებას კომუნიკაციისთვის კრიტიკული მნიშვნელობა აქვს. სხვებთან კომუნიკაციის შედეგად, ბავშვს უვითარდება ენობრივი უნარები და მეტყველება. სხვების მეტყველების გარდა, ბავშვს ესმის საკუთარი ვოკალიზაციები და შეუძლია თავისი ხმის და მეტყველების კონტროლი. სმენას, დამცველობითი და გამაფრთხილებელი ფუნქციაც აქვს -  ბავშვს ესმის მოახლოებული მანქანის, სხვადასხვა სიგნალის ხმა, დაძახება.

ზრდასა და სმენის სისტემის განვითარებასთან ერთად, ბავშვი სწავლობს საკუთარი სმენის მართვას და უვითარდება უკეთესი მოსმენის უნარები.  მას შეუძლია ერთი ხმოვანი სტიმულიდან ყურადღების მეორე სტიმულზე იოლად გადატანა, მეორეხარისხოვანი აუდიო სტიმულების, ფონური ხმების გაფილტვრა და სამიზნე სტიმულზე კონცენტრირება, რაც ეხმარება მას სწავლასა და ცოდნის მიღებაში.

დიალოგის დახურვა
შეაღეს შესახებ

შეაღე საშუალებით თქვენ მოიძიებთ ორგანიზაციებს, რომლებიც ემსახურებიან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს და აწვდიან შემდეგ მომსახურებებს: სოციალური მომსახურება, ჯანმრთელობის მხარდამჭერი მომსახურება, საგანმანათლებლო მომსახურება, იურიდიული მხარდაჭერა, დასაქმების მხარდამჭერი მომსახურება, და სხვა.

შეაღე დაკავშირებულია რუკასთან, რომელიც ნიშნულების მეშვეობით ასახავს საქართველოს მასშტაბით, თქვენს რეგიონში, ქალაქში ან თემში არსებულ მომსახურების მიმწოდებელ ორგანიზაციებს, მათ ზუსტ მისამართს, საკონტაქტო მონაცემებს და დეტალურ ინფორმაციას მომსახურების შესახებ. 

მომსახურების მიმწოდებელი ორგანიზაციის აღმოჩენა შესაძლებელია საძიებო ფუნქციის გამოყენებით. შეაღეს მეშვეობით თქვენ შეგიძლიათ მისწეროთ სერვისის მიმწოდებელს, შეტყობინების ფუნქციის გამოყენებით და შეაფასოთ სერვისი. 

ასევე, შეაღეს საშუალებით თქვენ შეგიძლიათ გაგიგოთ მეტი განვითარების სხვადასხვა დარღვევის შესახებ. აქ თვენ დაგხვდებათ მარტივი ენით და ნათელი გამოსახულებებით მოცემული სანდო ინფორმაცია შემდეგ დარღვევებზე: ცერებრული დამბლა, აუტისტური სპექტრის აშლილობა, დაუნის სინდრომი, ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომი, ეპილეფსია, ტიკეები და სხვა

თითოეულ დარღვევასთან მიმართებაში განხილულია დარღვევისთვის დამახასიათებელი ნიშნები, გამომწვევი მიზეზები, დიაგნოსტირებასთან დაკავშირებული საკითხები, ინტერვენციის სტრატეგიებსი, რეკომენდაციები და სხვა.

 

პარტნიორები
მაკი ცდილობს მოწყვლადი ჯგუფების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას,  საჭირო რესურსების მიწოდებით, მხარდამჭერი სისტემებისა და მათზე მზრუნველი საზოგადოების გაძლიერების გზით. კომუნიკაცია მონაცემებით: ინოვაციური. ეფექტური. მარტივი.
საკონტაქტო ინფორმაცია
მაკ ჯორჯია

მისამართი მისამართი: კავსაძის ქუჩა 3 , მეორე სართული, თბილისი, საქართველო

ტელეფონი ტელეფონი: უფასო ცხელი ხაზი: 0 800 900 902; ოფისი #: 2197378

+