კვების დარღვევები ბავშვებში

რა ახასიათებს კვების და ყლაპვის დარღვევებს (2)

Preview

პედიატრიული დისფაგია

პედიატრიული დისფაგია არის საკვებისა და სითხის გადაყლაპვის სირთულე. ამ დროს მნიშვნელოვანია სპეციალისტის ჩარევა, რათა შეფასდეს ყლაპვა და ყლაპვის ფაზები.

ზოგადად ყლაპვა იყოფა სამ ძირითად ეტაპად. ესენია:

  • ორალური ფაზა - ამ დროს საკვები პირის ღრუში რბილდება, ქუცმაცდება და გადასაყლაპად ემზადება.
  • ხახის (ფარინგეალური) ფაზა, გულისხმობს ყლაპვის წამოწყებასა, საკვების გადასვლას საყლაპავ მილში.
  • საყლაპავი მილის (ეზოფაგური) ფაზა - ამ დროს საკვები საყლაპავი მილიდან გადაინაცვლებს კუჭის მიმართულებით.

ყლაპვის დარღვევა ვლინდება ზემოთ დასახელებულ ერთ ან მეტ ფაზაში, რის გამოც საკვები ან სითხე ხვდება სასუნთქ გზებში. ეს კი გავლენას ახდენს ბავშვის ჯანმრთელობაზე და ცხოვრების ხარისხზე. კვების და ყლაპვის დარღვევების შედეგად შესაძლოა განვითარდეს:

  • საკვების მიღების თავიდან არიდება
  • ასპირაციული პნევმონია
  • დეჰიდრატაცია - სხეული კარგავს იმაზე მეტ სითხეს, ვიდრე მას იღებს
  • კუჭ-ნაწლავის სირთულეები
  • ფსიქო - სოციალური სირთულეები - უარი კვებაზე, რაც გავლენას ახდენს ბავშვზე და მის ოჯახზე
  • არასაკმარისი კვება, წონის დაკარგვა  და სხვა.

უშუალოდ ყლაპვის დარღვევას შესაძლოა ახასიათებდეს შემდეგი ნიშნები:

  • სუნთქვის გაძნელება
  • საკვების დაღეჭვის სიძნელე
  • ხველა და გადაცდენის ნიშნები ყლაპვის დროს ან შემდეგ
  • ყლაპვის წამოწყების გართულება
  • ღებინების ნიშნები და ღებინება
  • სველი ან ხრიალა ხმა კვების/სმის დროს და შემდეგ
  • უარყოფითი რეაქციები და ტირილი კვების დროს
  • საკვებისა და სითხის გადმოდინება პირიდან, რადგან არ ხდება ტუჩების დახურვა
  • მეტი დრო ღეჭვისა და ყლაპვისათის
  • ფიზიკური დახმარების საჭიროება
  • შეცვლილია დამოკიდებულება კვების პროცესისადმი, გარკვეული საკვებისთვის თუ სასმელისთვის თავის არიდება

ძუძუთი და ბოთლით კვების სირთულეები ჩვილებში

კვება ჩვილებში საკმაოდ რთული პროცესია. ამ პერიოდში გასათვალისწინებელ უამრავ კომპონენტებს შორის, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი უნარი არის წოვა. განვიხილოთ მასთან დაკავშირებული საკითხები:

წოვა - ყლაპვა - სუნთქვის კოორდინაციის სირთულე - აღსანიშნავია, რომ წოვისთვის არ არის საკმარისი მხოლოდ ორალურ მოტორული უნარები - საჭიროა წოვის შეთანხმება ყლაპვასთან და ასევე სუნთქვასთან. შესაბამისად, წოვა - ყლაპვა - სუნთქვის კოორდინაციის სირთულე დიდ გავლენას ახდენს ჩვილის კვებაზე. ამ დროს  ჩვილი შესაძლოა იყოს ფრთხილი და შეშინებული, საწოვარას აგდებდეს პირიდან და თავიდან ირიდებდეს კვებას, საკვები სითხე გადმოედინებოდეს პირიდან, ჰქონდეს სუნთქვის გამოხატული სირთულეები, ავლდენდეს გადაღლილობის/ძილიანობის ნიშნებს და სხვა. 

წოვის არარსებობა - ჩვილებს, ზოგჯერ არ აქვთ წოვის რეფლექსი. შესაბამისად არის შემთხვევები, როდესაც ბავშვი მშიერია, მაგრამ არ რეაგირებს საწოვარას, ან თუნდაც თითის პირის ღრუში მოთავსებაზე. ასევე გართულებული შეიძლება იყოს ყლაპვა და არ ვლინდებოდეს ღებინების რეფლექსი. ეს კი ზრდის გადაცდენის (ასპირაციის) რისკს.
მნიშვნელოვანია წოვის არარსებობის მიზეზების გამოკვლევა. მიზეზებში შესაძლოა მოიაზრებოდეს ნევროლოგიური მდგომარეობის თანმდევი სირთულეები, ან ნაკლები ინტერესი ორალური კვებისადმი. მაგალითად: თუ ჩვილი არის ზონდით კვებაზე, ხშირად ნაკლებად ავლენს შიმშილის ნიშნებს და შესაბამისად არ ახორციელებს წოვისმაგვარ მოძრაობებს.

სუსტი წოვა - წოვისას ჩვილი შეთანხმებულად ასრულებს ისეთ მოქმედებებს როგორიცაა: ძუძუზე პირის შემოვლება, საკვების შეწოვა, ამავდროულად ენისა და ქვედა ყბის მოძრაობა.
ორალურ მოტორული სირთულეების მქონე ჩვილებს, შესაძლოა გაუჭირდეთ აღნიშნული მოქმედებების განხორციელება. სუსტი წოვის მიზეზები ზოგჯერ მომდინარეობს კუნთთა მაღალი ან დაბალი ტონუსიდან, რომლის დროსაც ჩვილი ვერ ახერხებს ყბის და ენის შეთანხმებულ მოძრაობას.

ასევე, ისეთი სტრუქტურული სირთულეების დროს, როგორიცაა მაგალითად გაყოფილი ტუჩი და სასა - შესაძლოა ვლინდებოდეს სუსტი წოვა.

სუსტი წოვის დროს ჩვილი შესაძლოა წოვდეს საწოვარიდან დიდი ხნის განმავლობაში, თუმცა იღებდეს მცირე რაოდენობის საკვებს. ასევე, არაეფექტური კვების გამო, განიცდიდეს შფოთვას კვების პროცესში. ზოგჯერ, საკვები სითხე გადმოედინება პირის გვერდითა მხრიდან.

გამძლეობის სირთულეები - ზოგიერთ ჩვილს არ აღენიშნება სირთულე კვების პროცესის საწყის ეტაპზე, თუმცა მათ არ ჰყოფნით გამძლეობა კვების დასრულებამდე, ავლენენ დაღლილობის ნიშნებსა და ძილიანობას.

საწოვარაზე ენის შემოვლების სირთულეები - ზოგიერთ ჩვილს შესაძლოა ჰქონდეს ენის საწოვარაზე შემოვლების და წოვის წამოწყების (ინიცირების) სირთულე. შესაძლებელია ეძებდეს საწოვარას, ცდილობდეს მის პირში ჩადებას, თუმცა უჭრდეს ენის შემოვლება მასზე.

დიალოგის დახურვა
შეაღეს შესახებ

შეაღე საშუალებით თქვენ მოიძიებთ ორგანიზაციებს, რომლებიც ემსახურებიან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს და აწვდიან შემდეგ მომსახურებებს: სოციალური მომსახურება, ჯანმრთელობის მხარდამჭერი მომსახურება, საგანმანათლებლო მომსახურება, იურიდიული მხარდაჭერა, დასაქმების მხარდამჭერი მომსახურება, და სხვა.

შეაღე დაკავშირებულია რუკასთან, რომელიც ნიშნულების მეშვეობით ასახავს საქართველოს მასშტაბით, თქვენს რეგიონში, ქალაქში ან თემში არსებულ მომსახურების მიმწოდებელ ორგანიზაციებს, მათ ზუსტ მისამართს, საკონტაქტო მონაცემებს და დეტალურ ინფორმაციას მომსახურების შესახებ. 

მომსახურების მიმწოდებელი ორგანიზაციის აღმოჩენა შესაძლებელია საძიებო ფუნქციის გამოყენებით. შეაღეს მეშვეობით თქვენ შეგიძლიათ მისწეროთ სერვისის მიმწოდებელს, შეტყობინების ფუნქციის გამოყენებით და შეაფასოთ სერვისი. 

ასევე, შეაღეს საშუალებით თქვენ შეგიძლიათ გაგიგოთ მეტი განვითარების სხვადასხვა დარღვევის შესახებ. აქ თვენ დაგხვდებათ მარტივი ენით და ნათელი გამოსახულებებით მოცემული სანდო ინფორმაცია შემდეგ დარღვევებზე: ცერებრული დამბლა, აუტისტური სპექტრის აშლილობა, დაუნის სინდრომი, ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომი, ეპილეფსია, ტიკეები და სხვა

თითოეულ დარღვევასთან მიმართებაში განხილულია დარღვევისთვის დამახასიათებელი ნიშნები, გამომწვევი მიზეზები, დიაგნოსტირებასთან დაკავშირებული საკითხები, ინტერვენციის სტრატეგიებსი, რეკომენდაციები და სხვა.

 

პარტნიორები
მაკი ცდილობს მოწყვლადი ჯგუფების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას,  საჭირო რესურსების მიწოდებით, მხარდამჭერი სისტემებისა და მათზე მზრუნველი საზოგადოების გაძლიერების გზით. კომუნიკაცია მონაცემებით: ინოვაციური. ეფექტური. მარტივი.
საკონტაქტო ინფორმაცია
მაკ ჯორჯია

მისამართი მისამართი: კავსაძის ქუჩა 3 , მეორე სართული, თბილისი, საქართველო

ტელეფონი ტელეფონი: უფასო ცხელი ხაზი: 0 800 900 902; ოფისი #: 2197378

+