კვების დარღვევები ბავშვებში

დამხმარე საშუალებები კვებისთვის

არსებობს სხვადასხვა დამხმარე საშუალება, რომელთა გამოყენებაც ბევრად უფრო ამარტივებს კვების პროცესს და ხელს უწყობს ბავშვის დამოუკიდებლობას. მაგალითად: ადაპტირებული სკამი, მაგიდა, ჭურჭელი.

დამხმარე საშუალებები ჯდომისთვის: 

  • 3 წლამდე ბავშვისთვის დამხმარეა კვებისთვის განკუთვნილი სკამი, რომელსაც წინ დამაგრებული აქვს მაგიდა, ან ლანგარი და უზრუნველყოფს სწორ ფუნქციურ პოზას ჯდომის დროს.  
  • თუ ბავშვის ფიზიკური მდგომარეობიდან ან სკამის ზომებიდან გამომდინარე,  ვერ ხერხდება  სხეულის სწორ პოზაში შენარჩუნება - სკამის სიღრმის, სიმაღლის თუ  სატერფულის ზომის შესავსებად შესაძლებელია ღრუბლის, ან რამდენიმე ნაწილად გადაკეცილი პირსახოცის გამოყენება.
  • გარდა სტაბილურობის შენარჩუნებისა, სპეციალურად შერჩეული სკამი ამავდროულად მოსახერხებელია ოჯახთან ერთად კვების პროცესში. ბავშვი ზის კომფორტულად, სათანადო სიმაღლეზე და ეძლევა ოჯახის წევრთან ინტერაქციის შესაძლებლობა.

ადაპტირებული ჭურჭელი:

  • როდესაც ბავშვი იწყებს კოვზის გამოყენებას,  პირველ ეტაპზე უმჯობესია  შედარებით სქელი, მოკლე ტარიანი კოვზის შეთავაზება. ეს უფრო მეტად გაუადვილებს ბავშვს მასზე ჩაჭიდებას.
  • ნერვ-კუნთოვანი დაავადებების დროს, როდესაც ბავშვს უჭირს სტანდარტული კოვზის/ ჩანგლის გამოყენება, შესთავაზეთ მოხრილი კოვზი, რომლის დახმარებით საკვების პირთან მიტანისას ბავშვს დასჭირდება მაჯის ნაკლები მოძრაობა. კოვზისა და ჩანგლის შერჩევისას გაითვალისწინეთ ბავშვის დომინანტური ხელი (მემარჯვენე/მემარცხენე). 
  • ზოგ შემთხვევაში, მიზანშეწონილია ისეთი კოვზის/ჩანგლის გამოყენება, რომელიც ხელზე მაგრდება სპეციალური სამაგრით, ან ღვედით.                                           
  • როდესაც ბავშვს  უჭირს პირის დახურვა და ტუჩების ერთმანეთთან მიახლოვება - რეკომენდებულია ნაკლებად ღრმა კოვზის გამოყენება.
  • თუ ბავშვს სჭირდება დამატებითი სტიმულების მიღება საკვების პირის ღრუში აღქმისა და კონტროლისათვის - რეკომენდებულია სხვადასხვა ტექსტურის თუ ზედაპირის კოვზის შეთავაზება.
  • თუ  ბავშვი კვების დროს კბენს კოვზს/ ჩანგალს, უმჯობესია გამოიყენოთ რეზინის ან სილიკონის საფარველიანი კოვზი/ ჩანგალი, რათა კვებისას არ დაზიანდეს კბილის ემალი. 
  • თუ კვების პროცესში რთულდება თეფშის მაგიდაზე ფიქსაცია -  გამოიყენეთ თეფში სილიკონის ძირით, რომელიც მყარად ეკვრის მაგიდის ზედაპირს. ეს შეამცირებს თეფშის გადმოვარდნისა და საკვების დაღვრის რისკებს.
  • წყლის ან სხვა სითხის დალევის დროს გამოიყენეთ შესაფერისი ზომის ჭიქა,  რომლის ხელში დაჭერასაც ბავშვი უფრო უკეთ შეძლებს. ფართო ძირიანი ან თავსახურიანი ჭიქები ამცირებს სითხის დაღვრის ალბათობას მაშინ, როდესაც ბავშვი ჭიქას მაგიდაზე დებს.
  • ჭიქიდან სითხის დამოუკიდებლად დალევის პირველი მცდელობებისას, უმჯობესია მასში არ ესხას 10 მლ სითხეზე მეტი. ასე უფრო მეტად ხდება სითხის კონტროლი და გადაცდენის რისკის თავიდან არიდება.
  • თუ  ფიზიკური სირთულეების გამო ბავშვს უჭირს ორი ხელის შეთანხმებულად გამოყენება - საწრუპი მილი დაამაგრეთ ჭიქაზე ისე, რომ არ იმოძრაოს. ასე ბავშვს აღარ დასჭირდება ერთი ხელით საწრუპის დაფიქსირება და შეძლებს ორივე ხელით აკონტროლოს ჭიქა/ ბოთლი.
დიალოგის დახურვა
შეაღეს შესახებ

შეაღე საშუალებით თქვენ მოიძიებთ ორგანიზაციებს, რომლებიც ემსახურებიან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს და აწვდიან შემდეგ მომსახურებებს: სოციალური მომსახურება, ჯანმრთელობის მხარდამჭერი მომსახურება, საგანმანათლებლო მომსახურება, იურიდიული მხარდაჭერა, დასაქმების მხარდამჭერი მომსახურება, და სხვა.

შეაღე დაკავშირებულია რუკასთან, რომელიც ნიშნულების მეშვეობით ასახავს საქართველოს მასშტაბით, თქვენს რეგიონში, ქალაქში ან თემში არსებულ მომსახურების მიმწოდებელ ორგანიზაციებს, მათ ზუსტ მისამართს, საკონტაქტო მონაცემებს და დეტალურ ინფორმაციას მომსახურების შესახებ. 

მომსახურების მიმწოდებელი ორგანიზაციის აღმოჩენა შესაძლებელია საძიებო ფუნქციის გამოყენებით. შეაღეს მეშვეობით თქვენ შეგიძლიათ მისწეროთ სერვისის მიმწოდებელს, შეტყობინების ფუნქციის გამოყენებით და შეაფასოთ სერვისი. 

ასევე, შეაღეს საშუალებით თქვენ შეგიძლიათ გაგიგოთ მეტი განვითარების სხვადასხვა დარღვევის შესახებ. აქ თვენ დაგხვდებათ მარტივი ენით და ნათელი გამოსახულებებით მოცემული სანდო ინფორმაცია შემდეგ დარღვევებზე: ცერებრული დამბლა, აუტისტური სპექტრის აშლილობა, დაუნის სინდრომი, ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომი, ეპილეფსია, ტიკეები და სხვა

თითოეულ დარღვევასთან მიმართებაში განხილულია დარღვევისთვის დამახასიათებელი ნიშნები, გამომწვევი მიზეზები, დიაგნოსტირებასთან დაკავშირებული საკითხები, ინტერვენციის სტრატეგიებსი, რეკომენდაციები და სხვა.

 

პარტნიორები
მაკი ცდილობს მოწყვლადი ჯგუფების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას,  საჭირო რესურსების მიწოდებით, მხარდამჭერი სისტემებისა და მათზე მზრუნველი საზოგადოების გაძლიერების გზით. კომუნიკაცია მონაცემებით: ინოვაციური. ეფექტური. მარტივი.
საკონტაქტო ინფორმაცია
მაკ ჯორჯია

მისამართი მისამართი: კავსაძის ქუჩა 3 , მეორე სართული, თბილისი, საქართველო

ტელეფონი ტელეფონი: უფასო ცხელი ხაზი: 0 800 900 902; ოფისი #: 2197378

+