კვების დარღვევები ბავშვებში

ზოგადი რეკომენდაციები კვებისთვის

Preview

კვების რუტინის ჩამოყალიბება

მნიშვნელოვანია გარკვეული რუტინის ჩამოყალიბება კვებისას. შესაბამისად სასურველია, რომ ბავშვი იკვებებოდეს დაახლოებით ერთსა და იმავე დროს დღის განმავლობაში. ზოგჯერ ბავშვს საშუალება აქვს დამატებით მიიღოს სითხე / წვენი ან ცოტა წაიხემსოს, რაც მას ანიჭებს დანაყრების შეგრძნებას და, ხდება მიზეზი, იმისა, რომ ბავშვი უარს ამბობს ძირითადი საკვების მიღებაზე.

სწორი პოზის ხელშეწყობა კვებისას

წარმატებული კვებისთვის საჭიროა  მოძრაობების ძალდაუტანებლად განხორციელება და მრავალი კუნთის შეთანხმებულად მოქმედება. კვებისას,  სხეულის სტაბილურ და უსაფრთხო მდგომარეობაში შენარჩუნება, ეხმარება ბავშვს უკეთ მოახდინოს პროცესზე ფოკუსირება და არ გადაიტანოს ყურადღება თავდაცვით რეაქციებზე,  მაგალითად, როგორიცაა ბალანსის შენარჩუნების მცდელობა.  შესაბამისად, რეკომენდებულია ფუნქციური ჯდომა, რომლის დროსაც, მენჯ-ბარძაყის, მუხლის და კოჭწვივს სახსარი მოხრილია დაახლოებით 90 გრადუსიანი კუთხით.

ჩვილის კვების პროცესში ოპტიმალურ პოზად მიჩნეულია ოდნავ აღმართული პოზა, რაც იცავს ბავშვს გადაცდენის რისკისაგან. მნიშვნელოვანია, ბავშვი მიყრდნობილი იყოს მზრუნველი პირის სხეულს, კვებისას მისი ზურგის და კისრის სიმეტრიული მდგომარეობის უზრუნველსაყოფად.

დამოუკიდებლად კვების ხელშეწყობა

კვების პროცესში მნიშვნელოვანია შეძლებისდაგვარად მოხდეს ბავშვის არსებული უნარების წახალისება. ამისათვის  გამოიყენეთ სხვადასახვა სახალისო ჭურჭელი, რომელიც კომფორტული და საინტერესო იქნება ბავშვისათვის.

საჭიროების შემთხევაში დაეხმარეთ მინიმალურად. გამოიყენეთ ხელით ხელზე მეთოდი - მოკიდეთ ხელზე ხელი და ერთობლივად განახორციელეთ მოქმედებები. ეტაპობრივად შეამცირეთ თქვენი დახმარება. მნიშვნელოვანია დახმარების დონის სწორად განსაზღვრა, არ გადააჭარბოთ, მიეცით საშუალება თავად სცადოს დამოუკიდებლად კვება. 

დიალოგის დახურვა
შეაღეს შესახებ

შეაღე საშუალებით თქვენ მოიძიებთ ორგანიზაციებს, რომლებიც ემსახურებიან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს და აწვდიან შემდეგ მომსახურებებს: სოციალური მომსახურება, ჯანმრთელობის მხარდამჭერი მომსახურება, საგანმანათლებლო მომსახურება, იურიდიული მხარდაჭერა, დასაქმების მხარდამჭერი მომსახურება, და სხვა.

შეაღე დაკავშირებულია რუკასთან, რომელიც ნიშნულების მეშვეობით ასახავს საქართველოს მასშტაბით, თქვენს რეგიონში, ქალაქში ან თემში არსებულ მომსახურების მიმწოდებელ ორგანიზაციებს, მათ ზუსტ მისამართს, საკონტაქტო მონაცემებს და დეტალურ ინფორმაციას მომსახურების შესახებ. 

მომსახურების მიმწოდებელი ორგანიზაციის აღმოჩენა შესაძლებელია საძიებო ფუნქციის გამოყენებით. შეაღეს მეშვეობით თქვენ შეგიძლიათ მისწეროთ სერვისის მიმწოდებელს, შეტყობინების ფუნქციის გამოყენებით და შეაფასოთ სერვისი. 

ასევე, შეაღეს საშუალებით თქვენ შეგიძლიათ გაგიგოთ მეტი განვითარების სხვადასხვა დარღვევის შესახებ. აქ თვენ დაგხვდებათ მარტივი ენით და ნათელი გამოსახულებებით მოცემული სანდო ინფორმაცია შემდეგ დარღვევებზე: ცერებრული დამბლა, აუტისტური სპექტრის აშლილობა, დაუნის სინდრომი, ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომი, ეპილეფსია, ტიკეები და სხვა

თითოეულ დარღვევასთან მიმართებაში განხილულია დარღვევისთვის დამახასიათებელი ნიშნები, გამომწვევი მიზეზები, დიაგნოსტირებასთან დაკავშირებული საკითხები, ინტერვენციის სტრატეგიებსი, რეკომენდაციები და სხვა.

 

პარტნიორები
მაკი ცდილობს მოწყვლადი ჯგუფების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას,  საჭირო რესურსების მიწოდებით, მხარდამჭერი სისტემებისა და მათზე მზრუნველი საზოგადოების გაძლიერების გზით. კომუნიკაცია მონაცემებით: ინოვაციური. ეფექტური. მარტივი.
საკონტაქტო ინფორმაცია
მაკ ჯორჯია

მისამართი მისამართი: კავსაძის ქუჩა 3 , მეორე სართული, თბილისი, საქართველო

ტელეფონი ტელეფონი: უფასო ცხელი ხაზი: 0 800 900 902; ოფისი #: 2197378

+