კვების დარღვევები ბავშვებში

როდის მივმართოთ სპეციალისტს?

Preview

დაკვირვება ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური გზაა ადრეულ ასაკში ბავშვის კვებითი სირთულეებისა და საჭიროებების გამოსავლენად.

როდესაც ბავშვს აქვს კვების და ყლაპვის სიძნელეები, შესაძლოა ავლენდეს შემდეგ ნიშნებს:

  • აქვს ძუძუთი ან ბოთლით კვების სირთულეები
  • ტირის, შფოთავს, აღზნებულია კვების დროს
  • ახასიათებს ხშირი რესპირატორული ინფექციები
  • კვების პროცესში პერიოდულად აჩერებს სუნთქვას (აპნეა)
  • აქვს სხვადასხვა ტექსტურის საკვების მირთმევის სირთულეები
  • ბავშვი არ მიყვება კვების განვითარების ეტაპებს და გართულებულია ასაკის შესაბამისად კვება
  • აღენიშნება ღეჭვის ან კბეჩის სირთულე
  • უჭირს ჭიქიდან  დალევა
  • ხშირად აღებინებს, ან აქვს ღებინების ნიშნები კვებისას
  • კვების დროს საკვები გადმოედინება პირიდან, ან ცხვირიდან
  • აქვს კვების მწირი რაციონი
  • სჭირდება დიდი დრო კვებისთვის
  • აქვს წონის მატების სირთულეები
  • გამოხატულია ქცევის სირთულეები, რაც გავლენას ახდენს კვების პროცესზე.

ზოგიერთი ბავშვის შემთხვევაში, ჩამოთვლილი ნიშნები შესაძლებელია ვლინდებოდეს როგორც ცალკეულად, ასევე კომპლექსურად - რამდენიმე ერთად.  მნიშვნელოვანია მათი ადრეულ ასაკშივე აღმოჩენა და კონკრეტული სპეციალისტისთვის მიმართვა.

დიალოგის დახურვა
შეაღეს შესახებ

შეაღე საშუალებით თქვენ მოიძიებთ ორგანიზაციებს, რომლებიც ემსახურებიან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს და აწვდიან შემდეგ მომსახურებებს: სოციალური მომსახურება, ჯანმრთელობის მხარდამჭერი მომსახურება, საგანმანათლებლო მომსახურება, იურიდიული მხარდაჭერა, დასაქმების მხარდამჭერი მომსახურება, და სხვა.

შეაღე დაკავშირებულია რუკასთან, რომელიც ნიშნულების მეშვეობით ასახავს საქართველოს მასშტაბით, თქვენს რეგიონში, ქალაქში ან თემში არსებულ მომსახურების მიმწოდებელ ორგანიზაციებს, მათ ზუსტ მისამართს, საკონტაქტო მონაცემებს და დეტალურ ინფორმაციას მომსახურების შესახებ. 

მომსახურების მიმწოდებელი ორგანიზაციის აღმოჩენა შესაძლებელია საძიებო ფუნქციის გამოყენებით. შეაღეს მეშვეობით თქვენ შეგიძლიათ მისწეროთ სერვისის მიმწოდებელს, შეტყობინების ფუნქციის გამოყენებით და შეაფასოთ სერვისი. 

ასევე, შეაღეს საშუალებით თქვენ შეგიძლიათ გაგიგოთ მეტი განვითარების სხვადასხვა დარღვევის შესახებ. აქ თვენ დაგხვდებათ მარტივი ენით და ნათელი გამოსახულებებით მოცემული სანდო ინფორმაცია შემდეგ დარღვევებზე: ცერებრული დამბლა, აუტისტური სპექტრის აშლილობა, დაუნის სინდრომი, ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომი, ეპილეფსია, ტიკეები და სხვა

თითოეულ დარღვევასთან მიმართებაში განხილულია დარღვევისთვის დამახასიათებელი ნიშნები, გამომწვევი მიზეზები, დიაგნოსტირებასთან დაკავშირებული საკითხები, ინტერვენციის სტრატეგიებსი, რეკომენდაციები და სხვა.

 

პარტნიორები
მაკი ცდილობს მოწყვლადი ჯგუფების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას,  საჭირო რესურსების მიწოდებით, მხარდამჭერი სისტემებისა და მათზე მზრუნველი საზოგადოების გაძლიერების გზით. კომუნიკაცია მონაცემებით: ინოვაციური. ეფექტური. მარტივი.
საკონტაქტო ინფორმაცია
მაკ ჯორჯია

მისამართი მისამართი: კავსაძის ქუჩა 3 , მეორე სართული, თბილისი, საქართველო

ტელეფონი ტელეფონი: უფასო ცხელი ხაზი: 0 800 900 902; ოფისი #: 2197378

+