ყური წარმოადგენს შეგრძნების ორგანოს, რომელიც იღებს ბგერის ტალღებს. იგი ასევე მნიშვნელოვანია ჩვენი წონასწორობის შეგრძნებისთვის. წონასწორობის აღმქმელი ორგანო განლაგებულია შიგნითა ყურში და მას ვესტიბულური სისტემა ეწოდება.
ვესტიბულარული სისტემიდან მომავალი ინფორმაცია გადამუშავდება თავის ტვინში და შემდეგ ეგზავნება სხვა ორგანოებს საჭიროებისამებრ - მაგალითად, თვალი, სახსრები ან კუნთები. ეს საშუალებას გვაძევს, რომ შევინარჩუნოთ წონასწორობა და ვიცოდეთ რა პოზიციაშია ჩვენი სხეული.
ზოგიერთ სიტუაციაში, მაგალითად გემზე და ან თვითმფრინავში, განსხვავებული შეგრძნების ორგანოები (მაგ. თვალი და წონასწორობის ორგანო) ურთიერთსაწინააღმდეგო ინფორმაციას აგზავნის თავის ტვინში. რამაც შეიძლება გამოიწვიოს დისკომფორტის შეგრძნება, თავბრუსხვევა და გულისრევა.
ვესტიბულური სისტემა განსაკუთრებით მგრძნობიარეა ბავშვებში და ასაკის მატებასთან ერთად, იგი უფრო სუსტად რეაგირებს. შიგნითა ყურის ინფექციამ ან სხვა პრობლემებმა შეიძლება მოახდინოს გავლენა იმაზე, თუ რამდენად კარგად მუშაობს წონასწორობის შეგრძნება.