ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომი

სტრატეგიები ჰიპერაქტივობისთვის

მოსწავლის ჰიპერაქტივობა გამოწვევაა არამხოლოდ მისთვის და მასწავლებლისთვის, არამედ მთელი კლასისთვის.  შეიძლება გაკვეთილზე ყოველ 2-3 წთ.ში წამოდგეს და გათალოს ფანქარი, 10-ჯერ დაუვარდეს კალამი, იმოძრაოს დაუსრულებლად როგორც კლასში, ასევე სკამზე. მათ  ფიზიკური აქტივობა სჭირდებათ.

  • სთხოვეთ შეასრულოს ისეთი დავალებები კლასში, რაც მოძრაობას მოითხოვს, მაგალითად- დაიხმარეთ ნამუშევარი პრეზენტაციების გაკვრაში, ნაწერების აგროვებაში, მიეცით კონკრეტული დრო, როცა შეძლებს წყლის დალევას ან ფანქრის გათლას...
  • შეურჩიეთ სკამი, რომელიც ჩაანაცვლებს მისი წამოდგომის და კლასში მოძრაობის მოთხოვნილებას. კერძოდ, შესთავაზეთ სკამი, რომელიც ირწევა, ან დაუმაგრეთ რეზინის ლენტი მაგიდის ან სკამის ფეხებს შორის, რომელზეც შეძლებს ფეხების მოძრაობას.
  • მიეცით შესაძლებლობა, იქონიოს ხელით სათამაშო დრეკადი “სტრესის ბურთულა”  და გამოიყენოს ის, როდესაც  მოძრაობის მოჭარბებული მოთხოვნილება გაუჩნდება.
  • შეიმუშავეთ წესები, თუ როგორი ქცევებია მისაღები კლასში- შესაბამისი წამახალისებლებით.
  • მიეცით დამხმარე სია, რომ აკონტროლოს რა რის შემდეგ უნდა გააკეთოს
  • როცა შესაძლებებლია, მიეცით საშუალება,  დავალება შეასრულოს კომპიუტერზე, რაც ამცირებს ჰიპერაქტიურ ქცევებს გაკვეთლზე.
  • არ მისცეთ შენიშვნა პიროვნულად, მიუთითეთ იმ ქცევაზე, რასაც მისგან ითხოვთ. ( მაგალითად ნაცვლად “ რა მოუსვენარი ხარ” უთხარით “დაუბრუნდი შენ ადგილს”).
  • გაუკეთეთ იგნორირება ისეთ ქცევებს, რაც მინიმალურად აისახება საგაკვეთლო პროცესზე  (ქცევებს, რომლითაც არც სხვას ვნებს, არც საკუთარ თავს. მაგალითად, თუ წაიღიღინა თავისთვის, ირწევა სკამზე..).
  • დავალების შესრულებისას, მიეცით მეტი დრო, ან შესაძლებლობა, რომ დაასრულოს დავალება სახლში.
დიალოგის დახურვა
შეაღეს შესახებ

შეაღე საშუალებით თქვენ მოიძიებთ ორგანიზაციებს, რომლებიც ემსახურებიან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს და აწვდიან შემდეგ მომსახურებებს: სოციალური მომსახურება, ჯანმრთელობის მხარდამჭერი მომსახურება, საგანმანათლებლო მომსახურება, იურიდიული მხარდაჭერა, დასაქმების მხარდამჭერი მომსახურება, და სხვა.

შეაღე დაკავშირებულია რუკასთან, რომელიც ნიშნულების მეშვეობით ასახავს საქართველოს მასშტაბით, თქვენს რეგიონში, ქალაქში ან თემში არსებულ მომსახურების მიმწოდებელ ორგანიზაციებს, მათ ზუსტ მისამართს, საკონტაქტო მონაცემებს და დეტალურ ინფორმაციას მომსახურების შესახებ. 

მომსახურების მიმწოდებელი ორგანიზაციის აღმოჩენა შესაძლებელია საძიებო ფუნქციის გამოყენებით. შეაღეს მეშვეობით თქვენ შეგიძლიათ მისწეროთ სერვისის მიმწოდებელს, შეტყობინების ფუნქციის გამოყენებით და შეაფასოთ სერვისი. 

ასევე, შეაღეს საშუალებით თქვენ შეგიძლიათ გაგიგოთ მეტი განვითარების სხვადასხვა დარღვევის შესახებ. აქ თვენ დაგხვდებათ მარტივი ენით და ნათელი გამოსახულებებით მოცემული სანდო ინფორმაცია შემდეგ დარღვევებზე: ცერებრული დამბლა, აუტისტური სპექტრის აშლილობა, დაუნის სინდრომი, ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომი, ეპილეფსია, ტიკეები და სხვა

თითოეულ დარღვევასთან მიმართებაში განხილულია დარღვევისთვის დამახასიათებელი ნიშნები, გამომწვევი მიზეზები, დიაგნოსტირებასთან დაკავშირებული საკითხები, ინტერვენციის სტრატეგიებსი, რეკომენდაციები და სხვა.

 

პარტნიორები
მაკი ცდილობს მოწყვლადი ჯგუფების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას,  საჭირო რესურსების მიწოდებით, მხარდამჭერი სისტემებისა და მათზე მზრუნველი საზოგადოების გაძლიერების გზით. კომუნიკაცია მონაცემებით: ინოვაციური. ეფექტური. მარტივი.
საკონტაქტო ინფორმაცია
მაკ ჯორჯია

მისამართი მისამართი: კავსაძის ქუჩა 3 , მეორე სართული, თბილისი, საქართველო

ტელეფონი ტელეფონი: უფასო ცხელი ხაზი: 0 800 900 902; ოფისი #: 2197378

+