იმპულსურობა უბიძგებს მოსწავლეს დაუგეგმავი, დაუფიქრებელი როგორც ვერბალური, ასევე ფიზიკური ქცევების გამოვლენისკენ, რაც გაკვეთილის პროცესზე ნეგატიურად აისახება. იმპულსის კონტროლის პრობლემის მქონე ბავშვებისთვის განსაკუთრებით რთულია ტრანზიციის დრო (აქტივობებს შორის გადასვლები) და სტრუქტურული აქტივობები.
ამის შესამცირებლად:
- კურიკულუმში უნდა გაიწეროს ტრანზიციის პერიოდის გეგმა
- დაეხმარეთ მოსწავლეს ისწავლოს დალოდება - გამოიყენეთ ვერბალური თუ არავერბალური წამახალისებელი (შექება, გამამხნევებელი ჟესტი) როცა ამას მოახერხებს.
- შევთავაზოთ დროის აღმრიცხველი (“თაიმერი”), რათა უკეთ განახორციელოს თვითმონიტორინგი.
- გაამეორებინეთ შეკითხვა, პასუხის გაცემამდე.
- ეფექტურია თვით -დიალოგი, როდესაც მოთხოვნილების დაკმაყოფილების გადავადება უჭირს. (მაგ. “დიდი რიგია ჩემამადე, მაგრამ მე უნდა დაველოდო მოთმინებით”).
- კითხვის დასმისას გააფრთხილეთ კლასი, რომ პასუხი მოიფიქრონ 10 წამის განმავლობაში და შემდეგ თქვან. არ ჩაუთვალოთ დროის გასვლამდე მიღებული პასუხი.
- მისი ჯერის მიმანიშნებლად, აქტივობისას ჩართეთ სახალისო თამაშები (მწვანე ბარათი, წითელი ბარათი, პენალი - წესების დარღვევისთვის და ჯილდო - წესების მიყოლისთვის).