ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომი

სტრატეგიები ყურადღებისთვის გასაუმჯობესებლად

ყურადღების დეფიციტის მქონე ბავშვი, შესაძლოა გაკვეთილზე იჯდეს, მაგრამ მისი გონება დაკავებული იყოს სხვადასხვა, გაკვეთილისგან დაუკავშირებელი ფიქრებით. ყურადღების ხარისხის გაუმჯობესებითვის რამდენიმე სამუშაო ეტაპია:

ყურადღების გამოწვევა -გარემო და აქტივობა  უნდა იყოს დინამიური და საინეტერესო, რომ ბავშვი იყოს მოტივირებული, შეინარჩუნოს ყურადღება გაკვეთილის დროს.

ფოკუსირება - ბავშვი ეუფლება სტრატეგიებს, თუ როგორ მოახდინოს საკითხისადმი ყურადღების მიქცევა ძალისხმევის გამოყენებით და როგორ აწარმოოს თვითმონიტორინგი.

შენარჩუნება - ამ ფაზაზე მოსწავლეს მოეთხოვება შეინარჩუნოს ჩართულობა ხანგრძლივად, რათა მიიღოს საჭირო ინფორმაცია ან დაასრულოს დაწყებული აქტოვობა, ამის მიღწევას  აადვილებს შემდეგი სტრატეგიები:

  • დასვით მოსწავლე კლასში წინა მერხზე
  • მოარიდეთ ხმაურის წყაროს-კარებს, ფანჯარას, ზედმეტად აქტიური მოსწავლის გვერდით ჯდომას
  • გაზარდეთ მერხებს შორის დისტანცია
  • საჭიროების შემთხვევაში, დავალებაზე უკეთ კონცენტრირებისთვის, მიეცით ხმაურის დამხშობი ყურსასმენების გამოყენების საშუალება.
  • კედლებზე არ უნდა იყოს გამოკრული ბევრი ვიზუალური მასალა, იმ შემთხვევაში, თუ ეს მასალა ხშირად გჭირდებათ, გააკეთეთ თეთრი ფარდები მასზე და დაფარეთ არასასაჭირო შემთხვევაში.
  • მიიქციეთ ბავშვის ყურადღება ინტონაციების შეცვლით თუ ისეთი ფრაზების გამოყენებით, როგორიცაა- მაგ. “ ეს ძალიან მნიშვნელოვანია”, “ყურადღებით მომისმინეთ” შემდეგ გააკეთეთ პაუზა, დარწმუნდით რომ გისმენთ და დააფიქსირეთ სათქმელი.
  • გამოიყენეთ ვიზუალური მასალა
  • არსებითი დეტალები დაწერეთ დაფაზე
  • მიეცით ხშირი შესვენების საშუალება ან დაუნაწევრეთ დავალება და მიაწოდეთ ეტაპობრივად
  • შეამცირეთ აქტივობების დრო და გაზარდეთ  რაოდენობა
  • შესავალში ჩამოწერეთ მოკლე გეგმა დაფაზე, რის შესახებაც აპირებთ საუბარს გაკვეთილის მსვლელობისას,  მოკლედ შეაჯამეთ ინფორმაცია გაკვეთილის  დასრულებისას
  • ახსნისას ხშირად გამოიყენეთ ინტერაქციული მიდგომა, კლასის ჩართულობით
  • თუ ატყობთ, რომ მოსწავლე არ გისმენთ, მიმართეთ სახელით, დაუსვით მარტივი კითხვა, თემაზე გადასასვლელად,  ან გამოიყენეთ არავერბალური მიმანიშნებლები, მაგალითად მხარზე ნაზად შეხება, მის მერხთან მიახლოვება, თვალით კონტაქტის დამყარება და სხვ.
  • ასწავლეთ, როგორ გახდეს მისივე ყურადღების დარაჯი. მიეცით თვითმონიტორინგის ცხრილი, სადაც შეძლებს დააფიქსიროს აქტივობის დაწყების და დამთავრების დრო, ასევე მონიშნოს ყუადღების კონცენტრირების სიხშირეები.
  • ხშირად მიაწოდეთ უკუკავშირი, შეუმოწმეთ დავალება, დააფასეთ და წაახალისეთ მისი ძალისხმევა.
დიალოგის დახურვა
შეაღეს შესახებ

შეაღე საშუალებით თქვენ მოიძიებთ ორგანიზაციებს, რომლებიც ემსახურებიან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს და აწვდიან შემდეგ მომსახურებებს: სოციალური მომსახურება, ჯანმრთელობის მხარდამჭერი მომსახურება, საგანმანათლებლო მომსახურება, იურიდიული მხარდაჭერა, დასაქმების მხარდამჭერი მომსახურება, და სხვა.

შეაღე დაკავშირებულია რუკასთან, რომელიც ნიშნულების მეშვეობით ასახავს საქართველოს მასშტაბით, თქვენს რეგიონში, ქალაქში ან თემში არსებულ მომსახურების მიმწოდებელ ორგანიზაციებს, მათ ზუსტ მისამართს, საკონტაქტო მონაცემებს და დეტალურ ინფორმაციას მომსახურების შესახებ. 

მომსახურების მიმწოდებელი ორგანიზაციის აღმოჩენა შესაძლებელია საძიებო ფუნქციის გამოყენებით. შეაღეს მეშვეობით თქვენ შეგიძლიათ მისწეროთ სერვისის მიმწოდებელს, შეტყობინების ფუნქციის გამოყენებით და შეაფასოთ სერვისი. 

ასევე, შეაღეს საშუალებით თქვენ შეგიძლიათ გაგიგოთ მეტი განვითარების სხვადასხვა დარღვევის შესახებ. აქ თვენ დაგხვდებათ მარტივი ენით და ნათელი გამოსახულებებით მოცემული სანდო ინფორმაცია შემდეგ დარღვევებზე: ცერებრული დამბლა, აუტისტური სპექტრის აშლილობა, დაუნის სინდრომი, ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომი, ეპილეფსია, ტიკეები და სხვა

თითოეულ დარღვევასთან მიმართებაში განხილულია დარღვევისთვის დამახასიათებელი ნიშნები, გამომწვევი მიზეზები, დიაგნოსტირებასთან დაკავშირებული საკითხები, ინტერვენციის სტრატეგიებსი, რეკომენდაციები და სხვა.

 

პარტნიორები
მაკი ცდილობს მოწყვლადი ჯგუფების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას,  საჭირო რესურსების მიწოდებით, მხარდამჭერი სისტემებისა და მათზე მზრუნველი საზოგადოების გაძლიერების გზით. კომუნიკაცია მონაცემებით: ინოვაციური. ეფექტური. მარტივი.
საკონტაქტო ინფორმაცია
მაკ ჯორჯია

მისამართი მისამართი: კავსაძის ქუჩა 3 , მეორე სართული, თბილისი, საქართველო

ტელეფონი ტელეფონი: უფასო ცხელი ხაზი: 0 800 900 902; ოფისი #: 2197378

+