ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომი

როგორ ვიმუშაოთ ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომთან (ADHD)?

Preview

ყურადღების დეფიციტის და ჰიპერაქტივობის სინდრომთან მუშაობა სისტემურ მიდგომას საჭიროებს და ინდივიდუალური შეფასებით განისაზღვრება. მუშაობა ძირითადად ეფუძნება:

  • მედიკამენტებს
  • სწავლის ეფექტიან  სტრატეგიებს
  • ქცევის მართვას (დაკვირვებაზე დაფუძნებით)
  • ბავშვისა და მისი ოჯახის წევრების კონსულტირებას სინდრომის მახასიათებლების და მათი მართვის სტრატეგიების შესახებ.

მდომარეობა მნიშვნელოვნად უმჯობესდება, როდესაც ყველა ამ კომპონენტს ვითვალისწინებთ მუშაობისას. 

მედიკამენტები

შემთხვევათა 75 % მედიკამენტების ეფექტურობა მყარად დადასტურებულია. ფსიქოსტიმულანტები ეხმარება ტვინის აქტივობადაქვეითებულ უბნებს, მიაღწიოს აგზნების სათანადო დონეს, რაც დადებითად აისახება ყურადღების კონცენტრირების ხანგრძლივობის გაზრდაზე, მოტორული (მოძრაობითი) აქტივობების შემცირებასა და იმპულსის კონტროლზე.  ხშირ შემთხვევაში, ADHD-ს ახლავს შფოთვითი აშლილობები და დეპრესია, რა დროსაც დამატებით მიმართავენ ანტიდეპრესანტებით მკურნალობასაც.

კონკრეტულ სიმპტომებზე მედიკამენტების ეფექტური მოქმედების მიუხედავად, გასათვალისწინებელია წამლის გვერდითი მოვლენებიც, რაც შესაძლოა ვლინდებოდეს მომატებული ძილიანობით ან უძილობით, მადის დაკარგვით და ზოგ შემთხვევაში ტიკური აშლილობით. ამასთან, მედიკამენტი მოქმედებს გარკვეული დროით, რა დროშიც ADHD- ის სიმპტომები არ ვლინდება, შესაბამისად, მედიკამენტის მიღება არ გულისხმობს პრობლემის აღმოფხვრას/ განკურნებას.

აღნიშნულის გათვალისწინებით, ADHD-ის მქონე პირებს სჭირდებათ დამატებითი სტრატეგიების ცოდნა, რათა შეძლონ მდგომარეობის ეფექტიანად მართვა.

კვებითი რაციონის კონტროლი

უმარავი დისკუსია და კვლევაა იმის დასამტკიცებლად, რომ დიეტით შესაძლოა ADHD სიმპტომების სიმწვავის მართვა. კერძოდ, საკვები დანამატები, როგორიცაა: სანელებლები, არომატიზატორები, კონსერვანტები და საღებავები უნდა იყოს მაქსიმალურად  ამოღებული რაციონიდან (Feingold Diet). ასევე, უნდა გაკონტროლდეს შაქრის დონის შემცველობა სისხლში და ალერგიები სპეციფიკურ საკვებზე. 

საკვები დანამატები ასტიმულირებენ და ამძაფრებენ ADHD -ის მახასიათებლებს, შაქრის დაბალი დონე და ალერგიული რეაქციები კი უარყოფითად აისახება დასწავლის უნარზე და კვებით ჩვევებზე, რაც ხშირად დამატებით პრობლემას იწვევს ADHD-ის მქონე პირებში.

დიალოგის დახურვა
შეაღეს შესახებ

შეაღე საშუალებით თქვენ მოიძიებთ ორგანიზაციებს, რომლებიც ემსახურებიან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს და აწვდიან შემდეგ მომსახურებებს: სოციალური მომსახურება, ჯანმრთელობის მხარდამჭერი მომსახურება, საგანმანათლებლო მომსახურება, იურიდიული მხარდაჭერა, დასაქმების მხარდამჭერი მომსახურება, და სხვა.

შეაღე დაკავშირებულია რუკასთან, რომელიც ნიშნულების მეშვეობით ასახავს საქართველოს მასშტაბით, თქვენს რეგიონში, ქალაქში ან თემში არსებულ მომსახურების მიმწოდებელ ორგანიზაციებს, მათ ზუსტ მისამართს, საკონტაქტო მონაცემებს და დეტალურ ინფორმაციას მომსახურების შესახებ. 

მომსახურების მიმწოდებელი ორგანიზაციის აღმოჩენა შესაძლებელია საძიებო ფუნქციის გამოყენებით. შეაღეს მეშვეობით თქვენ შეგიძლიათ მისწეროთ სერვისის მიმწოდებელს, შეტყობინების ფუნქციის გამოყენებით და შეაფასოთ სერვისი. 

ასევე, შეაღეს საშუალებით თქვენ შეგიძლიათ გაგიგოთ მეტი განვითარების სხვადასხვა დარღვევის შესახებ. აქ თვენ დაგხვდებათ მარტივი ენით და ნათელი გამოსახულებებით მოცემული სანდო ინფორმაცია შემდეგ დარღვევებზე: ცერებრული დამბლა, აუტისტური სპექტრის აშლილობა, დაუნის სინდრომი, ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომი, ეპილეფსია, ტიკეები და სხვა

თითოეულ დარღვევასთან მიმართებაში განხილულია დარღვევისთვის დამახასიათებელი ნიშნები, გამომწვევი მიზეზები, დიაგნოსტირებასთან დაკავშირებული საკითხები, ინტერვენციის სტრატეგიებსი, რეკომენდაციები და სხვა.

 

პარტნიორები
მაკი ცდილობს მოწყვლადი ჯგუფების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას,  საჭირო რესურსების მიწოდებით, მხარდამჭერი სისტემებისა და მათზე მზრუნველი საზოგადოების გაძლიერების გზით. კომუნიკაცია მონაცემებით: ინოვაციური. ეფექტური. მარტივი.
საკონტაქტო ინფორმაცია
მაკ ჯორჯია

მისამართი მისამართი: კავსაძის ქუჩა 3 , მეორე სართული, თბილისი, საქართველო

ტელეფონი ტელეფონი: უფასო ცხელი ხაზი: 0 800 900 902; ოფისი #: 2197378

+