არსებობს ფაქტორების გარკვეული რაოდენობა, რომელიც მნიშვნელოვან როლს თამაშობს ADHD-ის განვითარებაში. ესენია:
- ნაყოფის მცირე წონა- თუ ბავშვი დაიბადა 1500 გრამზე ნაკლები, რისკი, რომ განვითარდეს ADHD 2-3 ჯერ მეტია.
- სიგარეტის და/ან ალკოჰოლის მოხმარება ორსულობისას, ან ტოქსიკურ ნივთიერებებთან ურთიერთობა, კავშირშია ADHD-ის განვითარებასთან.
- გენეტიკური ტენდენცია- კერძოდ, თუ ერთ-ერთი მშობელი აღნიშნული დიაგნოზის მქონეა, 50% არის რისკი, რომ ბავშსაც მემკვიდრეობით გადაეცეს.
ADHD შეიძლება ხშირად თანაარსებობდენს სხვადასხვა დარღვევებთან და მდგომარეობებთან, როგორებიცაა:
- მხედველობის ან სმენის სირთულეები
- მეტაბოლური პროცესების დარღვევა
- ეპილეფსია
- ძილის დარღვევები
ასევე, თუ ბავშვი ძალადობის მსხვერპლია, უგულებელყოფილია, მოუწია რამდენიმე ოჯახის შეცვლა ჩვილობის ასაკიდან; გადატანილი აქვს ცენტრალური ნერვული სისტემის ინფექცია (მაგ. ენეფალიტი).
რა ხდება ამ დროს ტვინში?
თავის ტვინში არსებული ქიმიური ნივთიერებები დოფამინი და ნორეპინეფრინი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ნეირონებს* შორის ინფორმაციის გადაცემის პროცესში. ისინი მონაწილეობენ ისეთი ნერვული სიგნალების გადაცემაში, რომელიც დაკავშირებულია მოძრაობასთან, ძილთან, განწყობასთან, სწავლასა და ყურადღებასთან.
აღნიშნული ნივთიერებების დეფიციტის დროს, რომელიც განაპირობებს ტვინის ღეროსა და სხვა სტრუქტურების აქტივობის დაქვეითებას, სახეზეა ADHD მახასიათებლები.
*ნეირონი- ნერვული უჯრედი, რომლის ფუნქციაა ინფორმაციის მიღება, გადამუშავება, გადატანა.