ADHD –ის დიაგნოსტირების ასაკი ოფიციალურად განსაზღვრულია 7-12 წლის ინტერვალში, თუმცა კლინიკური მახასიათებლები 7 წლამდეც შეინიშნება.
- 6 წლამდე ბავშვებში ტენდენცია შემდეგნაირად ვლინდება, ახასიათებს გადაჭარბებული მოძრაობები, სირბილი და ფიზიკური აქტივობა, უჭირს ერთ ადგილზე ჯდომა რამდენიმე წუთით, მუდმივად დგება, დარბის, დაუფიქრებლად, ერევა სხვადასხვა აქტივობაში. არაორგანიზებულია თამაშის დროს, უჭირს ყორადღების კონცენტრირება და შენარჩუნება.
- 7 დან 13 წლამდე - ADHD- ის მქონე ბავშვს უჭირს წესების მიყოლა, დალოდება, ახასიათებს გადაჭარბებულად ბევრი ლაპარაკი, მოვლენებზე გაუაზრებელი, სწრაფი რეაგირება.
- 13 წლიდან ფიზიკური აქტივობა შესაძლოა შემცირებული იყოს, მაგრამ ჩნდება ქცევის პრობლემები, მკვეთრადაა გამოხატული ყურადღების დეფიტი, ხშირი მახასიათებელია დეპრესია და დაბალი თვითშეფასება.
- 19 წლიდან ზემოთ - გამოხატულია სოციალური კონტაქტების სიმწირე, სამსახურის შენარჩუნების პრობლემა, ორგანიზაციული უნარების დეფიციტი.