დასწავლის უნარის დარღვევა გამოხატვის სიმძიმის მიხედვით განსხვავდება და გამოიყოფა 3 ხარისხი: მსუბუქი, საშუალო და ძლიერი.
- მსუბუქად გამოხატული მიმდინარეობის დროს, სათანადო მხარდამჭერი სერვისების მიღების შემთხვევაში, რაც ძირითადად გულისხმობს ინდივიდუალურ საჭირობებზე მორგებულ სწავლებას, მოსწავლე ახდენს დასწავლის უნარის დარღვევით გამოწვეულ სირთულეებთან გამკლავებას და როგორც წესი მიყვება ასაკით გათვალისწინებულ სასწავლო პროგრამას;
- საშუალოდ გამოხატული მიმდინარეობის დროს საჭიროა უფრო ინტენსიური დამხმარე სერვისების გამოყენება, რაც ასევე გულისხმობს შეფასების საფუძველზე ინდივიდუალური საჭირობების იდენტიფიცირებას და ამის გათვალისწინებით სწავლებას, ასევე, როგორც წესი, ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შემუშავებას. შესაძლოა, საჭირო იყოს სწავლების დამხმარე სტრატეგიების გამოყენება, როგორც სასკოლო გარემოში, ასევე - სახლში;
- ძლიერად გამოხატული მიმდინარეობის დროს მოსწავლეს სჭირდება ინდივიდუალური სასწავლო გეგმით სწავლება და უფრო ინტენსიური და ხანგრძლივი დახმარება აკადემიური საგნების ათვისებაში. თუმცა მიუხედავად ინტენსიური მხარდამჭერი სერვისებისა დიდია ალბათობა, რომ მოსწავლეს აკადემიური მიღწევა შეიძლება მაინც ჩამორჩებოდეს მისი ასაკობრივი ნორმით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.