დასწავლის უნარის დარღვევა

დასწავლის უნარის დარღვევის ძირითადი მახასიათებლები

Preview

სწავლის სირთულეები, როგორც წესი, შესამჩნევი დაწყებით კლასებშივე ხდება, როდესაც მოსწავლეს მოეთხოვება აითვისოს ბაზისური აკადემიური უნარები. თუმცა შესაძლოა თავიდანვე არ იყოს გამოხატული აკადემიური ჩამორჩენა და თავი იჩინოს მოგვიანებით, როდესაც სასწავლო მასალა შედარებით გართულდება, ეს კი ძირითადად  მე-3 და მე-4 კლასში ხდება.

დასწავლის უნარის დარღვევის მახასიათებლების გამოვლენა ასაკთან ერთად იცვლება.  ქვემოთ მოცემულია სკოლამდელ და სასკოლო ასაკში ყველაზე ხშირად გამოვლენილი მახასიათებლები. 

სკოლამდელი ასაკი 

მიუხედავად იმისა, რომ დასწავლის უნარის დარღვევის დიაგნოსტირება ძირითადად სასკოლო ასაკში ხდება, ადრეული ნიშნები შესაძლოა სკოლამდელ პერიოდშიც გამოვლინდეს. 

მაგალითად, 

  • ბავშვი არ გამოხატავს ინტერესს ისეთი თამაშების მიმართ, რომლებიც მოითხოვს სიტყვების გამეორებას ან/და გარითმვას; 
  • აქვს სირთულე ამოიცნოს ან გაიხსენოს  სიტყვები რომლებიც ირითმება. მაგალითად, ბარი/ფარი/სარი;
  • არ საუბრობს ასაკის შესაბამისი ლექსიკონით. იყენებს ასაკის შეუსაბამო, უფრო მარტივ სიტყვებს;
  • არ გამოთქვამს სიტყვებს სწორად, მაშინ როდესაც ეს ასაკობრივად უკვე მოეთხოვება;
  • აქვს თვლის ათვისების და რაოდენობის სწავლის სირთულე;
  • აქვს სიტყვების დამარცვლის და მარცვლების სიტყვებად გაერთიანების სირთულე. მაგალითად, ბუ-რთი გააერთიანოს და თქვას - ბურთი. 

დაწყებითი კლასები

  • აქვს ასოებისა და შესაბამისი ბგერების სწავლის სირთულე, რის გამოც ხშირად არასწორად კითხულობს  სიტყვას. მაგალითად, სიტყვაში ტოვებს ან/და ანაცვლებს ბგერებს;
  • აქვს მწირი სიტყვათა  მარაგი;
  • აქვს თავისუფალი კითხვის სირთულე - კითხულობს ნელა და ხარჯავს დიდ ძალისხმევას, ან პირიქით, კითხულობს სწრაფად, მიხვედრით და უშვებს ბევრ შეცდომას. მაგალითად, ბურთის ნაცვლად კითხულობს ბუშტს;
  • აქვს წაკითხული შინაარსის გაგების ან/და მოყოლის სირთულე. თხრობისას არ იცავს მოვლენათა თანმიმდევრობას. მაგალითად, რა მოხდა პირველად, შემდეგ, ბოლოს;
  • საუბრისას აქვს აზრების ორგანიზების სირთულე, ვერ აყალიბებს სათქმელს სწორად, უშვებს ბევრ გრამატიკულ შეცდომას;
  • აქვს ასოების მოხაზვის და მართლწერის სირთულე;
  • აქვს წერილობითი ფორმით აზრის ჩამოყალიბების სირთულე;
  • აქვს მათემატიკური ფაქტების, ცნებების დამახსოვრების სირთულე;
  • დიდ ძალისხმევას ხარჯავს დავალებების მომზადებისას;
  • დროთა განმავლობაში უყალიბდება ნეგატიური განწყობა სწავლის მიმართ და მუდმივად ცდილობს თავიდან აირიდოს დავალებების შესრულება. 


მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ დასწავლის უნარის დარღვევის დროს ინტელექტის მაჩვენებელი ძირითადად ნორმის ფარგლებშია (IQ 90–110), თუმცა ასევე  შეიძლება იყოს ნორმის ზედა ან ქვედა ზღვარი, მაგრამ არა 70-ზე დაბალი. რაც გულისხმობს იმას, რომ ეს არ არის ინტელექტუალური განვითარების დარღვევა (კომენტარი: აქ ლინკით რომ გადავიდნენ ინტელექტუალურ დარღვევაზე). თუმცა  განსვლა ბავშვის ზოგად ინტელექტუალურ ფუნქციონირებასა და აკადემიურ მიღწევას შორის დიდია და ეს არ არის გამოწვეული სწავლის მიმართ დაბალი მოტივაციით ან ე.წ. “აკადემიური ხელმიშვებულობით” სკოლის ან ოჯახის მხრიდან.

დიალოგის დახურვა
შეაღეს შესახებ

შეაღე საშუალებით თქვენ მოიძიებთ ორგანიზაციებს, რომლებიც ემსახურებიან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს და აწვდიან შემდეგ მომსახურებებს: სოციალური მომსახურება, ჯანმრთელობის მხარდამჭერი მომსახურება, საგანმანათლებლო მომსახურება, იურიდიული მხარდაჭერა, დასაქმების მხარდამჭერი მომსახურება, და სხვა.

შეაღე დაკავშირებულია რუკასთან, რომელიც ნიშნულების მეშვეობით ასახავს საქართველოს მასშტაბით, თქვენს რეგიონში, ქალაქში ან თემში არსებულ მომსახურების მიმწოდებელ ორგანიზაციებს, მათ ზუსტ მისამართს, საკონტაქტო მონაცემებს და დეტალურ ინფორმაციას მომსახურების შესახებ. 

მომსახურების მიმწოდებელი ორგანიზაციის აღმოჩენა შესაძლებელია საძიებო ფუნქციის გამოყენებით. შეაღეს მეშვეობით თქვენ შეგიძლიათ მისწეროთ სერვისის მიმწოდებელს, შეტყობინების ფუნქციის გამოყენებით და შეაფასოთ სერვისი. 

ასევე, შეაღეს საშუალებით თქვენ შეგიძლიათ გაგიგოთ მეტი განვითარების სხვადასხვა დარღვევის შესახებ. აქ თვენ დაგხვდებათ მარტივი ენით და ნათელი გამოსახულებებით მოცემული სანდო ინფორმაცია შემდეგ დარღვევებზე: ცერებრული დამბლა, აუტისტური სპექტრის აშლილობა, დაუნის სინდრომი, ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომი, ეპილეფსია, ტიკეები და სხვა

თითოეულ დარღვევასთან მიმართებაში განხილულია დარღვევისთვის დამახასიათებელი ნიშნები, გამომწვევი მიზეზები, დიაგნოსტირებასთან დაკავშირებული საკითხები, ინტერვენციის სტრატეგიებსი, რეკომენდაციები და სხვა.

 

პარტნიორები
მაკი ცდილობს მოწყვლადი ჯგუფების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას,  საჭირო რესურსების მიწოდებით, მხარდამჭერი სისტემებისა და მათზე მზრუნველი საზოგადოების გაძლიერების გზით. კომუნიკაცია მონაცემებით: ინოვაციური. ეფექტური. მარტივი.
საკონტაქტო ინფორმაცია
მაკ ჯორჯია

მისამართი მისამართი: კავსაძის ქუჩა 3 , მეორე სართული, თბილისი, საქართველო

ტელეფონი ტელეფონი: უფასო ცხელი ხაზი: 0 800 900 902; ოფისი #: 2197378

+