დასწავლის უნარის დარღვევა არის ნეიროგანვითარების დარღვევა და ვლინდება ბაზისური აკადემიური საგნების წერის, კითხვის და მათემატიკური უნარების ათვისების სირთულეში, რასაც, თავის მხრივ, საფუძვლად ინფორმაციის გადამუშავების სხვადასხვა კომპონენტის დეფიციტი უდევს.
დასწავლის უნარის დარღვევა ზოგადი სახელწოდებაა და მოიცავს შემდეგ მდგომარეობებს:
დისლექსია - კითხვის უნარის სპეციფიკური დარღვევა;
დისგრაფია - წერის უნარის სპეციფიკური დარღვევა;
დისკალკულია - მათემატიკური უნარების სპეციფიკური დარღვევა;
საერთაშორისო სტატისტიკის მიხედვით, სკოლის მოსწავლეების 10-15% აქვს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროება, ხოლო მათ შორის 1/3 აქვს დასწავლის უნარის დარღვევა.
__________________________________________________________
* ნეიროგანვითარების დარღვევა - ცენტრალური ნერვული სისტემის, კერძოდ, თავის ტვინის ფუნქციონირების დარღვევით გამოწვეული მდგომარეობა.
* ბაზისური აკადემიური უნარები - აკადემიური უნარებია, რასაც მოსწავლეები სხვადასხვა საგნის, აკადემიური პროგრამის ფარგლებში სწავლობენ სკოლაში. ხოლო, იმის გათვალისწინებით, რომ ამ საგნების ათვისების წინაპირობა წერა, კითხვა და მათემატიკური უნარებია, ამ უნარებს ბაზისურ აკადემიურ უნარებს უწოდებენ.