Ინტელექტუალური განვითარების დარღვევის მქონე ბავშვებს, საკუთარი პოტენციალის სრულად გამოვლენის, უნარების დაუფლების მიზნით ესაჭიროებათ სხვადასხვა სპეციალისის მომსახურება. Ბავშვების საჭიროებებიდან გამომდინარე ეს სპეციალისტები შესაძლოა იყვნენ:
Ნეიროფსიქოლოგი-აფასებს ბავშვების შემეცნებით უნარებს, მაგალითად ყურადღებას, პრობლემის გადაჭრის უნარს, დასწავლისთვის საჭირო უნარებს. Აფასებს ბავშვის განვითარების ძლიერ და სუსტ მხარეებს განვითარების ყველა სფეროსთან მიმართებაში.. Შეფასების მიზანია ეფექტური ინტერვენციის გეგმის შედგენა.
Ოკუპაციური თერაპევტი: მუშაობს ნატიფ მოტორულ, ვიზუალურ-მოტორულ უნარებსა და სენსორული ინფორმაციის გადამუშავების სირთულეებზე. Ოკუპაციური თერამევტები, ასევე ეხმარებიან ბავშვებს აითვისონ დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის საჭირო უნარები, რომლებიც აუცილებელია სხვადასხვა აქტივობების შესასრულებლად სკოლაში, სახლში.
სპეციალური მასწავლებლები: სპეციალური მასწავლებელი მუშაობს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოსწავლეებთან. ის ახდენს მოსწალეების საგანმანათლებლო საჭიროებების შეფასებას და ეხმარება სკოლის საგნის მასწავლებლებს ინდივიდუალური სასწავლო გეგმების შემუშავებაში. Სპეციალური მასწავლებლები, შესაძლოა, მუშაობდნენ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებთან, როგორც ინდივიდუალურად რესურს ოთახში, ასევე მცირე ჯგუფებში, ან ასისტიტრებას უწევდნენ საგნის მასწავლებლებს საკლასო ოთახში.
Ენისა და მეტყველების თერაპევტი: ენისა და მეტყველების თერაპევტი აფასებს ბავშვის ენის, მეტყველების და კომუნიკაციის განვითარების დონეს, Ეხმარება ენის, მეტყველების და კომუნიკაციური უნარების განვითარებაში. მეტყველების თერაპევტები, როგორც წესი, ბავშვებთან მუშაობენ ინდივიდუალურად. Მათ ასევე შეუძლიათ ასწავლონ ბავშვებს, დამატებითი და ალტერნატიული კომუნიკაციის სისტემების გამოყენება.
Სკოლის ფსიქოლოგი: სპეციალიზირებულია, როგორც ფსიქოლოგიაში, ასევე განათლების საკითხებში. Სკოლის ფსიქოლოგი ეხმარება ბავშვს ეხმარება ბავშვს სწავლასთან და ქცევასთან დაკავშირებული სირთულეების გადალახვაში, ასევე სოციალური უნარების განვითარებაში.
Პერსონალური Ასისტენტი: ეს არის გადამზადებული სპეციალისტი, რომელიც ეხმარება ბავშვს, როდესაც არის ინდივიდუალური მხარდაჭერის საჭიროება სასწავლო პროცესში ჩართვის მიზნით.
Კლინიკური ბავშვთა ფსიქოლოგი: მუშაობს ფსიქიკურ ჯანრთელობასთან დაკავშირებულ საკითხებზე, სოციალური და ემოციური სფეორის სირთულეებზე, როგორც ბავშვებთან, ასევე მოზარდებთანაც. Კლინიკური ფსიქოლოგი შეიძლება მუშაობდეს სხვადასხვა გარემოში, როგორიცაა მაგალითად კლინიკა, რეაბილიტაციის ცენტრი, ასევე სესაძლოა, რომ მას ჰქონდეს კერძო პრაქტიკა.
Განათლების სპეციალისტი: აფასებს ბავშვის სწავლის უნარს და ქცევას სწავლასთან მიმართებაში. Ასევე ინტერვენციის მიზნით მუშაობს ბავშვებთან, მშობლებთან და მასწავლებლებთან.
სოციალური მუშაკი: სოციალური მუშაკი თავისი საქმიანობის განხორციელებისას ხელს უწყობს ბენეფიციარისთვის კანონმდებლობით მინიჭებული უფლებების რეალიზებას, უზრუნველყოფს მისთვის არსებულ შესაბამის რესურსებზე ხელმისაწვდომობას, რეაგირებას ახდენს უფლებების სავარაუდო დარღვევის ფაქტზე და ბენეფიციარს უწევს ადვოკატირებას."- ეს შეიძლება გამარტივდეს