შეეცადეთ გამოიყენოთ ყველა საშუალება ინტელექტუალური განვითარების დარღვევის და არსებული რესურსების შესახებ ინფორმაციის მისაღებად.
Დაუკავშირდით სხვა მშობლებს, ვისაც ასევე ჰყავთ შვილი ინტელექტუალური სფეროს განვითარების დარღვევით. Მათ შეიძლება გაგიზიარონ სასარგებლო რჩევები და გაგიწიონ ემოციური მხარდაჭერა.
Შეეცადეთ, შეუერთდეთ მშობელთა ჯგუფებს, რომელში გაწევრიანებულ ადამიანებს შვილებთან დაკავშირებული მსგავსი სირთულეები აერთიანდებთ. Იყავით მომთმენი! Გაითვალისწინეთ, რომ სხვადასხვა უნარების დასწავლა, შესაძლოა ნელი ტემპით მიმდანარეობდეს. Სწავლა არის მუდმივად მიმდინარე პროცესი.
Წაუხალისეთ ბავშვს დამოუკიდებლობა და პასუხისმგებლობის გრძნობა.
Ახალი უნარები ასწავლეთ ნაბიჯ-ნაბიჯ. Გაითვალისწინეთ თქვენი შვილის ასაკი, განვითარების თავისებურებები, ყურადღების კონცენტრაციის უნარი. Დავალებები დაუყავით მცირე ნაწილებად. Მაგალითად როდესაც ბავშვს ასწავლით მაგიდის გაშლას, ჯერ ასწავლეთ მხოლოდ ხელსახოცების დალაგება, შემდეგ ასწავლეთ დანა-ჩანგლის დაწყობა. Მარტივად აუხსენით, რა უნდა გააკეთოს და თან თქვენ თვითონვე აჩვენეთ. გამოიყენეთ დახმარების სწორი სტრატეგიები საჭიროების შესაბამისად.
მიაწოდეთ ხშირი უკუკავშირი. წაუხალისეთ ბავშვს წარმატებით შესრულებული ყოველი აქტივობა და შეაქეთ ინსტრუქციის შესრულების მცდელობისთვისაც
დაინტერესდით და დააზუსტეთ, კონკრეტულად რა უნარების განვითარებასა და მიზნების მიღწევაზეა ორიენტირებული ბავშვი სკოლაში. Მოიფიქრეთ, როგორ შეიძლება, რომ სკოლაში ნასწავლი უნარების გამოყენება სახლშიც მოხდეს. მაგალითად, თუ მასწავლებელი სკოლაში მუშაობის ფულის ცნების სწავლებაზე, წაიყვანეთ ბავშვი მაღაზიაში და მიეცით საშუალება, რომ თვითონ შეიძინოს რაიმე ნივთი. Დაეხმარეთ, რომ დაითვალოს ფული და გამოიანგარიშოს კუთვნილი ხურდა.
Შეხვდით მასწავლებლებს და მიიღეთ მონაწილეობა ბავშვის ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შედგენაში. Თქვენი ჩართულობა აუცილებელია პრიორიტეტული მიზნების დასახვისთვის.
Მოიძიეთ ინფორმაცია, თუ რა ტიპის სოციალური, რეკრეაციული და სპორტული აქტივოებებია ხელმისაწვდომი თქვენს საცხოვრებელ არეალში და შეეცადეთ უზრუნველყოთ მათი ხელმისაწვდომობა თქვენი შვილისთვის.
Შეეცადეთ მოიძიოთ ინფორმაცია იმ ორგანიზაციებზე, რომლებიც მუშაობენ ინტელექტუალური განვითარების დარღვეის მქონე პირებთან.