Ინტელექტუალური დარღვევის მქონე მოსწავლეებთან მნიშვენლოანი სწავლების სტრატეგიები სწორად შერჩევა და გამოყენება. Ამისთვის მნიშვენლოვანია, რომ მოხდეს ბავშვის ფსიქო-საგანმანათლებლო შეფასება და შედგეს ინდივიდუალური სასწავლო გეგმა.
ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შედგენა ხდება როგორც აკადემიურ, ასევე მთელი რიგ ადაპტურ სფეროებშიც. ადაპტური უნარები კრიტიკულად მნიშვნელოვანია ადამიანის დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის მოსამზადებლად. Დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის საჭირო უნარ-ჩვევები მოიცავს მაგალითად ფულის ცნობას, დროსთან დაკავშირებული ცნებების ცოდნას, თავის მოვლასა და ჰიგიენას, ასევე, საზოგადოებრივი სერვისების გამოყენების შესაძლებლობას, დასვენების აქტივობებს და პროფესიულ ტრენინგებს.
ინტელექტუალური განვითარების დარღვევის მქონე ბავშვები ამ უნარებს ყველაზე ეფექტურად სწავლობენ პრაქტიკულ სიტუაციებში ანუ იმ გარემოში ან საქმიანობის დროს, სადაც მათ სთხოვენ, რომ გამოიყენონ ეს უნარები.
სწავლების პროცესი უნდა წარიმართოს პრაქტიკული სიტუაციებისა და კონკრეტული თვალსაჩინო მაგალითების გამოყენებით, რაც, თავის მხრივ, ხელს უწყობს გაგებისა და დამახსოვრების ხარისხის ამაღლებას;
ერთი და იგივე ქცევის სწავლება აუცილებელია სხვადასხვა სიტუაციებში, რათა ხელი შეუწყოთ მიღებული ცოდნის განზოგადებას სხვადსხვა გარემოში. შესაძლოა, რომ ბავშვთან მუშაობა სოციალური უნარ-ჩვევების განმტკიცებაზე ხდებოდეს სასკოლო გარემოში, მაგრამ ბავშვს გაუჭირდეს იგივე ქცევების გადატანა, მაგალითად ეზოს ან მაღაზიის სოციალურ გარემოზე. შესაბამისად, სხვადასხვა რეალურ სიტუაციებში სწავლება და როლური თამაშების გამოყენება დაეხმარება ბავშვს დასწავლილი ინფორმაციის განზოგადებაში;
ინტელექტუალური სფეროს განვითარების დარღვევის მქონე მოსწავლესთან მუშაობის დროს გაითვალისწინებელია, რომ დასწავლის პროცესი შედარებით დიდ დროს მოითხოვს. შეკითხივს დასმის შემდეგ აუცილებელი დალოდება, დამეტებითი დროის მიცემა დავალების შესასრულებლად. სწავლებისთვის ეფექტურია მასალის გამეორება ანუ განმტკიცება და შედარებით ხანგრძლივი დროის განმავლობაში ერთი და იგივე საკითხის დასწავლაზე მუშაობა. გარკვეულ საკითხებზე და დავალებებზე სამუშაოდ საჭირო დროის განსაზღვრა, რა თქმა უნდა, უნდა მოხდეს, ბავშვის ინდივიდუალური შესაძლებლობებიდან გამომდინარე.
Ყოველი ახალი ცნების თუ უნარების სწავლების დროს, აუცილებელია, რომ მათი დაყოფა მოხდეს ცალკეულ კომპონენტებად და სწავლება მოხდეს ნაბიჯ-ნაბიჯ. დავალებების მცირე საფეხურებად დანაწევრება ხელს უწყობს დასწავლის ეფექტურობის ზრდას. მაგალითად, თუ თქვენი მიზანია, რომ ბავშვმა დამოუკიდებლად დაიბანოს ხელები, ინსტრუქციები უნდა დაყოთ რამდენიმე ნაწილად: პირველი საფეხური - ,,გახესნი ონკანი“, მეორე საფეხური - ,,დაისველე ხელები“, მესამე საფეხური ,,წაისვის საპონი“ და აშ.
Მასალის რაოდენობის გაზრდა, ახალი მასალის დამატება უნდა მოხდეს მხოლოდ მას შემდეგ, რაც ბავშვი კარგად აითვისებს წინა მასალას.
სწავლების დროს გამოიყენებულ უნდა იქნას მარტივად ფორმულირებული, კონკრეტული და მოკლე ინსტრუქციები. Საწყის ეტაპზე შესაძლებელია ერთ ან ორ სიტყვიანი ინსტრუქციებით დაწყება და შემდეგ ეტაპობრივად გაზრდა მოსწავლის რეალური შესაძლებლობების შეფასების საფუძველზე;
Სწავლების პროცესში აუცილებლად უნდა მოხდეს ბავშვის ინდივიდუალური თავისებურებების და ინტერესების გათვალისწინება. Ბავშვზე დაკვირვება საშუალებას მისცემს მშობელს, მასწავლებელს გამოყონ ბავშვისთვის საინტერესო აქტივობები, თემატიკა და მათი გამოყენებით დაგეგმონ სხვადასხვა უნარების სწავლება.
Ზოგჯერ Სწავლება უფრო ეფექტურად ხდება, როდესაც ბავშთან ინდივიდუალურად მუშაოებენ, ან მუშაობა ხდება მცირე ჯგუფებში.
მნიშვნელოვანია ყოველდღიური ცხოვრებისთვის საჭირო ადაპტური ქცევების დასწავლაზე მიმართული მუშაობა, რაც აუცილებლად მოიცავს ფუნქციური წერა-კითხვის უნარების განვითარებას. ზოგიერთ შემთხვევაში, როდესაც მოსწავლესთან ვერ ხერხდება ანბანის ყველა ასოს დასწავლა და კითხვის და წერის უნარის განვითარება, შესაძლოა, ეფექტური იყოს ფუნქციური წერა-კითხვის სწავლება. ფუნქციური წერა-კითხვის მაგალითებია: სახელისა და გვარის წერა, პირველადი გადაუდებელი დახმარების მიღებასთან, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული მიმანიშნებლების და ტელეფონის ნომრების ცოდნა, საფრთხის მიმანიშნებელი წარწერები, ოჯახის წევრის ტელეფონის ნომრის ცოდნა; საკუთარი სახლის მისამართის, საჭირო ქუჩის დასახელება და ასე შემდეგ. ფულის გამოყენებასთან დაკავშირებული უნარები: ფულის ცნობა, ხურდის მიღება, თანხის გადახდა და აშ.
Მნიშვენლოვანია ასევე, საზოგადოებრივ სიტუაციებში ქცევის უნარები: სამანქანო გზის უსაფრთხოდ გადაკვეთის უნარი, საჯარო ტრანსპორტის გამოყენების უნარი, დასვენების ან თავისუფალი დროის გატარების უნარები.
Სწავლების ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური მიდგმოას წარმოადგენს მულტიმოდალური მიდგომის გამოყენება. იგი გულისხმობს სწავლების პროცესში რაც შეიძლება მეტი შეგრძნების ჩართვას. აქ იგულისხმება სმენა, მხედველობა, ყნოსვა, შეხება, გემო, პროპრიოცეპტიკა (ანუ მოძრაობით მიღებული შეგრძნებები). მულტიმოდალური მიდგომის გამოყენების მაგალითი შეიძლება იყოს როდესაც ბავშვს ასწავლიან ხილს, მაგალითად “ვაშლს”, აუცილებელია რომ შეახედონ, უთხრან რომ ეს არის ვაშლი, ხელი მოაკიდებინონ, მისცენ საშუალება უსუნოს, გემო გაასინჯინონ.
მუტიმოდალური მიდგომა, ასევე, სასარგებლოა წერა-კითხვის სწავლების პროცესში. ინტელექტუალური სფეროს განვითარების მსუბუქი ხარისხის დარღვევის მქონე მოსწავლე აღწევს წარმატებას აკადემიური უნარ-ჩვევების დაუფლების პროცესში. რაც გულისხმობს ადაპტირებული, შედარებით მცირე ზომის ტექსტის კითხვას, წერას (როგორც ზეპირად, ასევე გადაწერით და კარნახით). კითხვის და ზოგადად, აკადემიურ უნარზე მუშაობის დროს გასათვალისწინებელია, რომ პროცესი შედარებით ნელი ტემპით წარიმართება, თუმცა სწორად დასახული მიზნების და სწავლების სწორად გამოყენებული სტრატეგიების საფუძველზე შესაძლებელია მცირე ტექსტების კითხვა, ფაქტებსა და ობიექტურ მოვლენებზე დაყრდნობით შინაარსის გააზრება.
სწავლების პროცესში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ხშირი უკუკავშირის მიცემა და ქცევის პოზიტიური მართვის სტრატეგიების გამოყენება. აუცილებელია პოზიტიურად შეფასდეს თითოეული წარმატებული ნაბიჯი და ბავშვის ყოველი მცდელობა, მიყვეს ინსტრუქციას და შეასრულოს მიცემული დავალება;